x
image
კატაპულტი
აშშ-მ ,,ალქაიდას" ერთ-ერთი ლიდერის ლიკვიდაცია მოახდინა
image

ამერიკელმა სამხედროებმა იემენში “ალქაიდას" ერთ-ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელი მოკლეს. თეთრი სახლის განცხადებით, ტერორისტის ლიკვიდაცია აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე მოხდა.

კასიმ ალ-რიმი სპეციალური სამხედრო დრონის მეშვეობით გამოასალმეს სიცოცხლეს.ლიკვიდირებული პიროვნება “ალქაიდას" ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერი იყო, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედებდა. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია “ალქაიდას" ტერორისტული ქსელის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო დაჯგუფება გახლავთ. მის სახელს უკავშირდება არაერთი საბრძოლო იერეში სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის აშშ-ის საელჩოზე იემენში 2008 წელს.


აშშ-ის ხელისუფლება არ ასაჯაროებს ინფორმაციას, თუ ზუსტად როდის მოხდა კასიმ ალ-რიმის ლიკვიდაცია, თუმცა აცხადებს, რომ ლიკვიდირებული ტერორისტი თავის დროზე ოსამა ბინ ლადენთან ერთად მოქმედებდა და მისი განადგურება სახელმწიფო უსაფრთხოების მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია.


image

როგორც ჩანს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი წინამორბედებისაგან განსხვავებული მეთოდები აქვს ტერორისტებთან ბრძოლის საკითხში. კერძოდ, თუ სახელმწიფოს წინა მეთაურებს მთლიან ტერორისტულ დაჯგუფებებზე მიჰქონდათ იერიშები, ამჟამინდელი პრეზიდენტი ასეთი ორგანიზაციების ლიდერების ლიკვიდაციითა დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ “ალ-ქუდსის" ლიდერის, გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაცია მოახდინეს.


ასევე საინტერესოა:

ამერიკელი ფსიქოთერაპევტები: “დონალდ ტრამპი ფსიქიკურად ავადაა"

image

უჩვეულო და ბევრისთვის უცნობი ფაქტები ბარაკ ობამას შესახებimage

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ტახტიდან გადადგომას აპირებსimage

2
254
4-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
254
  
2020, 9 თებერვალი, 2:47
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2020, 7 თებერვალი, 13:46
ერთი ასად...
0 1 2