x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ გამოიყურებიან ცნობილები ყოველთვის ლამაზად: ავოკადო, ყურძენი და სხვა პროდუქტები, რომელთაც ისინი ჭამენ
ბევრი ცნობილი ადამიანი იმდენად მშვენიერად გამოიყურება, რომ მათი ნამდვილი ასაკის განსაზღვრა გვიჭირს. ახალგაზრდობა დიდხანს რომ შეინარჩუნოთ, ყველა შესაძლო ხრიკი გამოიყენეთ.


image

ერთ-ერთი ასეთი მეთოდი ზოგიერთი პროდუქტის მოხმარებაა, რომლებიც ჩვენი სხეულისთვის შესანიშნავ თვისებებს ფლობენ. ამასთან ეს პროდუქტები ხელმისაწვდომია.

image


მწვანე ჩაი

ჩაი რეკომენდებული სასმელი და ძალიან კარგი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც ორგანიზმში სითხის შეკავებას შეამცირებს. ჩაი თირკმლების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს. ანტიოქსიდანტების შემცველობის წყალობით უჯრედების დაბერების წინააღმდეგ ერთგული მოკავშირე გახდება. ის პირის ღრუს ჯანმრთელობასაც ხელს უწყობს, ამიტომ ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კბილების დამცველ საშუალებად და პირის ღრუს უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად გამოიყენება.

image

ავოკადო

ავოკადო წარმოუდგენლად კალორიულია, რის გამოც ბევრი მას ნაკლებად სასარგებლოდ მიიჩნევს. თუმცა მისი მიღება ღირს. ის ბევრ ვიტამინს შეიცავს. მასში შემავალი ცხიმები ძალიან სასარგებლოა. კალიუმის მაღალი შემცველობა წნევის შემცირებაში დაგეხმარებათ.

image

ყურძენი

ყურძენი შეგიძლიათ ნებისმიერ დიეტაში ჩართოთ. ის წარმოუდგენლად სასარგებლოა. შარდმდენი თვისებების წყალობით ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს.

image

ნიორი

სუნის გამო მისი მოხმარების თავიდან არიდებას ბევრი ცდილობს. ნამდვილად, ნივრის ბოროტად მოხმარება სუნთქვის პრობლემებს შექმნის. ძლიერი ანტიბიოტიკური მოქმედების წყალობით ნატურალურ სამკურნალო საშუალებად ხშირად გამოიყენება. ასევე ნიორი იმუნიტეტს აძლიერებს.

image

შოკოლადი

საქმე კაკაოს მაღალი კონცენტრაციის მქონე შოკოლადს ეხება. ის აკნეს არ იწვევს. მდიდარია ანტიოქსიდანტებით და რკინით. მწარე შოკოლადი გულისთვის სასარგებლოა. აუცილებელია, ხარისხიანი შოკოლადი აირჩიოთ.

image

კენკრა

ალუბალი ბევრ ბეტა-კაროტინს შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მას გამწმენდი და შარდმდენი ფუნქციები გააჩნია.

ქლიავი ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტით ცნობილია.

ჟოლო C ვიტამინით მდიდარია, რომელიც ანტიოქსიდანტურ თვისებებს ფლობს.

მარწყვი სასარგებლოა. ვისაც რაღაც ტკბილის ჭამა სურს, შეუძლია თამამად მიირთვას.

image

მაყვალი ცუდ ქოლესტერინთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, რადგან ამ უკანსკნელის კარგ ქოლესტერინად გარდაქმნას ხელს უწყობს. სწორედ ამიტომ, მისი მიღება სასარგებლოა.

image

რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პროდუქტები?

ჩვენი სხეული სუნთქავს, მას ჟანგბადი სჭირდება. იმისთვის, რომ იცხოვროს, გარედან ჟანგბადი უნდა მიიღოს. როცა უჯრედები ჟანგბადით ივსება და მას იყენებს, ისინი თავის მხრივ თავისუფალი რადიკალების გასათავისუფლებლად იყენებს. ისინი პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რასაც ჩვენ უჯრედების დაბერებას ვუწოდებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟანგბადის სუნთქვით, ვბერდებით. ზოგისთვის ეს ამბავი ჭექა-ქუხილის მსგავსი იქნება, თუმცა ამ ზიანის გამოსწორების შესაძლებლობა გვაქვს.

image

ანტიოქსიდანტები არის ნაერთები, რომლებიც თავისუფალები რადიკალების მოშორებაში გვეხმარებიან. ასე ზიანის შემცირებას და სიბერის შეფერხებას შევძლებთ. სწორედ ამიტომ, ამ ნივთიერების შემცველის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილი ადამიანები ბევრ ფულს ხარჯავენ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, თუმცა ამ პატარა ხრიკებსაც იყენებენ.


ასევე დაგაინტერესებთ:

როგორც ჯადოქრობა: რატომ ჭამენ ფრანგი ქალები ყველაფერს და მაინც არ სუქდებიან

image

გახდომა ზარმაცებისთვის: როგორ დავიკლოთ მეტი კალორია - 10 რჩევა

image

არ ჭამოთ ის, რაც არ შეიძლება: ორგანიზმის გაწმენდა 7 დღეში

image

დღეში მხოლოდ 1 ჭიქა ლიმონი-პიტნის სასმელი ორგანიზმს ტოქსინებისგან სრულად გაწმენდს

image

დიეტოლოგის რჩევები - სწორი მენიუ მომავალი დედებისთვის

image

0
245
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
245