x
image
კატაპულტი
ტოპ 10 სასარგებლო ბოსტნეული
image

ბოსტნეული რომ ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისათვის არავისთვის ახალი არაა. მისი მირთმევა შეიძლება სალათის სახით ცოცხლად, ასევე კერძებთან ერთად მოხარშული სახით, მოკლედ, მრავალი შესაძლებლობა არსებობს, რომ ბოსტნეული თქვენს ყოველდღიურ მენიუში შეიტანოთ.

ალბათ, გაინტერესებთ, რომელია ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული. ქვემოთ გთავაზობთ ათ მათგანს:

1. პომიდორი.image


ის სავსეა ვიტამინებითა და ჩვენს ორგანიზმში სისხლის ნორმალური მიმოქცევისათვის საჭირო პროდუქტია. პომიდორი ასევე ებრძვის კიბოს გამომწვევ მიზეზებს.

2.ბროკოლი.image

ის ამცირებს ფილტვების, კუჭისა და რექტალური კიბოს რისკს.ასევე აძლიერებს იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადებების მიმართ.

3. სტაფილო.image

ეს ყვითელი ბოსტნეული სავსეა K ვიტამინითა და ლუთეინით.ეს უკანასკნელი კი მხედველობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.ის ასევე კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობაზე.


4. ხახვი.image

ამ ბოსტნეულის საშუალებით თქვენს ორგანიზმს კიბოს საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტებით აავსებთ.

5. სიმინდი.image

სიმინდი უნდა მიირთვათ მოხარშული სახით და რაც უფრო კარგად იქნება ის მოხარშული, მით მეტი იქნება მასში ლუთეინის შემცველობა.

6. ბრიუსელის კომბოსტო.image

ეს პატარა მწვანე ბოსტნეული შეიცავს K, C და B- ვიტამინებს, ასევე კალიუმსა და ომეგა 3–ს. ყოველივე ეს კი ძალზედ საჭიროა განსაკუთრებით ორსულთათვის.

7. ბარდა. image

ბარდა შეიცავს დიდი რაოდენობით პოლიფენოლს, რაც ჯანმრთელობისათვის ძალზედ აუცილებელია.

8. ხუჭუჭა კომბოსტო.image

ის მდიდარია A, C, K და B- ვიტამინებით, ასევე კალციუმით.


9. წიწაკა.image

არ აქვს მნიშვნელობა, წითელი იქნება წიწაკა, ყვითელი თუ მწვანე, ნებისმიერი სახისა შეიცავს ლიკოპენსა და ფოლიუმის მჟავას.მისი ყოველდღიური მიღება ამცირებს კუჭის, მსხვილი ნაწლავისა და პანკრეასის კიბოს რისკს.

10. ისპანახი.image

ცოცხალი ისპანახი ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. ის შეიცავს A, C, E, K, B2 და B6-ვიტამინებს, ასევე სპილენძს, ფოსფორს, თუთიას, ომეგა 3-ს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოლიუმის მჟავას და სხვა.

ასევე საინტერესოა:

რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია!

image

რამდენად სახიფათოა ჩინეთიდან მომავალი კორონავირუსი საქართველოსთვის და რა სიმპტომებით ხასიათდება ის?!image

მიასთენია - ამოუცნობი დაავადება, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

image

1
273
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
273
  
9 თებერვალი, 2:54
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1