x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ფრონტერას დედოფლისწყაროს საბადოს თანამშრომლებმა თბილისში საპროტესტო მსვლელობა გამართეს
image


ნავთობკომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ დედოფლისწყაროს საბადოს ყოფილი თანამშრომლებმა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქციას გამართეს.

.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლები გაერთიანებული პროფკავშირების წევრებთან და დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან შეიკრიბნენ და „ფრონტერას“ თბილისის ცენტრალურ ოფისამდე მსვლელობა გამართეს.


.

აქციის მონაწილეების მოთხოვნა 11 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებაა. როგორც ყოფილი თანამშრომლები განმარტავენ, სამსახურიდან გასული წლის 17 დეკემბერს მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც კუთვნილი თანხის მიღების მოთხოვნით, აქცია გამართეს.

.

შეგახსენებთ, ბოლო ხანს ამერიკელი სენატორები საქართველოს ხელისუფლებას არაერთ წერილს უგზავნიან და აკრიტიკებენ, თითქოს ხელისუფლება ამერიკულ ინვესტიციებს აფერხებს. თუმცა, ქართული მხარე ხაზგასმით ამბობს, რომ „ფრონტერას“ დედოფლისწყაროში, ტარიბანის ველზე მოპოვებული ნედლეულიდან ოპერირების დაწყებიდან დღემდე სახელმწიფოსთვის 1 წვეთი ნავთობიც არ გადაუცია! არადა 90-იან წლებში ამერიკულმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ აქ მოპოვებული ნავთობიდან გარკვეულ წილს ქართული მხარეც მიიღებდა. ამ ვალდებულების დარღვევის გამო ქართული მხარე საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივის, რამაც ამერიკელების გაღიზიანება და კრიტიკული წერილების მომრავლება გამოიწვია.


image

0
120
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0