x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გვიჩია: " ჩვენი მიზანი ლიგა 3-ში გადასვლაა"
image

ქართული გუნდები ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებიან. გამონაკლისს არ წარმოადგენს თბილისის "ვარკეთილიც", რომელიც რანგით მე-4 ლიგაში ასპარეზობს, თუმცა გუნდს ამბიციური გეგმები აქვს როგორც ჩემპიონატში ისე თასზე.


ამ და სხვა საინტერესო თემებზე მე გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელ გიგა გვიჩიას ვესაუბრე:



როგორ მიდის მზადება ახალი სეზონისთვის?



პირველ რიგში მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო სფფ-ს რომ მოგვცა საშუალება უსასყიდლოდ გვევარჯიშა და მოვმზადებულიყავით ვარკეთილში გახსნილ ახალ სტადიონზე, სადაც ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ გუნდი სეზონისთვის მოემზადოს. ჩვენ ბიჭები 27 იანვარს შევკრიბეთ და მას შემდეგ აქტიურად ვემზადებით. დაგეგმილი გვაქვს ორი ამხანაგური შეხვედრა, რის შემდეგაც დეტალურად გახდება ცნობილი თუ სად გაივლის გუნდის სრულფასოვან შეკრებას.




რა სატრანსფერო სიახლეებია გუნდში?


გუნდში მოვიდნენ როგორც გამოცდილი ისე ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ვფიქრობ სათანადოდ გააძლიერებენ გუნდს. აქვე მადლობას გადავუხდი იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კონტრაქტი დაუსრულდათ გუნდთან და წარმატებებს ვუსურვებ სამომავლო კარიერაში. რაც შეეხება ახალწვეულებს - ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან 100%-ით ჯერ ყველაფერი გარკვეული არ არის, თუმცა ტრანსფერის გაოფიციალურებას არაფერი უკლია.



რა იქნება გუნდის მიზანი მომავალ სეზონში?


ჩვენი მთავარი მიზანი ლიგა 3-ის საგზურის მოპოვება იქნება. ასევე ვეცდებით რომ საქართველოს თასზე რაც შეიძლება ბევრი ეტაპი გადავლახოთ და ღირსეულად წარვსდგეთ ჩვენი ქომაგების წინაშე.



დასრულებულია თუ არა გუნდის დაკომპლექტება და ველოდოთ თ არა სიახლეებს?


რამდენიმე ფეხბურთელთან მიდის მოლაპარაკებები და მათი საკითხი ცოტა ხანში გაირკვევა. ასევე გუნდში სინჯებზე იმყოფებიან ახალგაზრდა ფეხბურთელები და ეს საკითხიც მალე გაირკვევა. თუმცა, ვფიქრობ რამდენიმე მათგანთან მოხდება კონტრაქტის გაფორმება, რასაც ჩვენი გულშემატკივარი ავტომატურად გაიგებს.

2
278
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
278
  
2020, 7 თებერვალი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 თებერვალი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2