x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
5 შესანიშნავი ჭარხლის სალათა, რომელიც ტვინს, გულს და სისხლძარღვებს აძლიერებს
ჭარხალს მოხარშვაც კი არ სჭირდება. ნედლი ჭარხლის სალათი ტვინის აქტივობას სტიმულირებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს.

ორგანიზმის გასაჯანსაღებლად 7 დღის განმავლობაში ნედლი ჭარხალი სხვადასხვა ვარიანტებით შეჭამეთ. აი, ყველაზე გემრიელი და სასარგებლო ვარიანტები:


1. ჭარხლის სალათი ნივრით და კაკლით

image


ნივრის და ჭარხლის კომბინაცია სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ცხიმიანი კერძების სწრაფად მონელებას ხელს უწყობს.

ინგრედიენტები:

1 ნედლი ჭარხალი

100 გრ ნიგოზი

3 კბილი ნიორი

1 სტაფილო

მაიონეზი (სასურველია სახლში მომზადებული)

მომზადება:

ბოსტნეული გაასუფთავეთ და გახეხეთ, შემდეგ აურიეთ. ბოსტნეულის მასას დაჭყლეტილი ნიორი და დაქუცმაცებული კაკალი დაუმატეთ. მაიონეზით მორთეთ და პიკანტური გემოთი ისიამოვნეთ!


2. სალათი „ჭარხალი ვაშლით“

წვნიანი ხილ-ბოსტნეულის სალათი ჯანმრთელობას აძლიერებს და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.

ინგრედიენტები:

1 ნედლი ჭარხალი

2 ვაშლი

1 ს/კ თაფლი

1 ს/კ მცენარეული ზეთი

3 ს/კ ლიმონის წვენი

ახალი მწვანილი

მომზადება:

გასუფთავებული ჭარხალი და ვაშლი გახეხეთ, ლიმონის წვენი და თაფლი მოასხით. 4-5 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ზეთით მორთეთ. მწვანილი მოაყარეთ და კარგად აურიეთ. ეს სალათი ვახშმისთვის შესანიშნავი დანამატი იქნება.


3. სალათი „ჭარხალი კომბოსტოთი“

image

ეს სალათი ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან გაწმენდს.

ინგრედიენტები:

1 ჭარხალი

200 გრ კომბოსტო

2 ვაშლი

3 ს/კ სელის ზეთი

1 ს/კ ლიმონის წვენი

1 კეჟერა

მომზადება:

კომბოსტო წვრილად დაჭერით, დანარჩენი ბოსტნეული გახეხეთ. მზა პროდუქტები აურიეთ, ლიმონის წვენი მოასხით და ზეთი დაუმატეთ. სუფრაზე გატანის წინ მწვანილები მოაყარეთ.


4. სალათი „ჭარხალი იოგურტით“

image

ეს სალათი კანის დაღლილობას და მოქნილობას ზრდის.

ინგრედიენტები:

1 ჭარხალი

150 გრ კაკალი და შავქლიავი

1 ჩ/კ თაფლი

150 მლ იოგურტი

მომზადება:

გახეხილ ჭარხალს დაქუცმაცებული ჩირი დაუმატეთ, არაჟნით და თაფლით მორთეთ. კარგად აურიეთ. სალათით ისიამოვნეთ.


5. სალათი „ჭარხალი ყველით“

image

ეს პიკანტური კერძი სადღესასწაულო სუფრაზე საკმაოდ გონივრული იქნება.

ინგრედიენტები:

1 ჭარხალი

150 გრ პარმეზანი

3 კბილი ნიორი

2 სტაფილო

50 მლ არაჟანი

მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული ბოსტნეული მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ნიორი და დაქუცმაცებული ყველი დაუმატეთ. არაჟნით მორთეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ და აურიეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

5 გემრიელი სოუსი სალათებისთვის

image

როცა ბორში და ვინეგრეტი მოგბეზრდათ: იტალიური ჭარხლის ნიოკი

image

წვეულებისთვის ყოველთვის სამეფო კერძს ვამზადებ: ფარშირებული ყაბაყი

image

ტოპ 5 ახალი კომბოსტოს სალათი: გარნირიც არ დაგჭირდებათ

image

სალათი „წვრილი წელი“: 100 გრ კერძი მხოლოდ 38 კალორიას შეიცავს

image

0
1136
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1136