x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
რომელი წიგნებით ინტერესდებიან ქართველი თინეიჯერები და როგორია მათი ლიტერატურული გემოვნება
image


ახალგაზრდების წიგნის კითხვით დაინტერესება მარტივი ნამდვილად არაა, თუმცა გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ეს მაინც მოახერხა. 2015 წელს გამომცემლობამ დაიწყო სერია „ლიბერთინსის“ გამოცემა, რომლის ფარგლებშიც ამ დრომდე 90-მდე წიგნია გამოცემული და თითოეული მათგანი მალევე იქცა ბესტსელერად. აღნიშნული სერიის წიგნებით ახალგაზრდების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გამოსაცემ წიგნებს თავად თინეიჯერები არჩევენ და არა - გამომცემლობა.


„ლიბერთინსის“ წიგნებზე, ახალგაზრდების ლიტერატურულ გემოვნებასა და მათ რჩეულ გამოცემებზე „ლიბერთინისის“ პროექტების მენეჯერი გიორგი კიკაბიძე გვესაუბრება.


როგორც აღნიშნეთ, გამოსაცემ წიგნებს თინეიჯერები არჩევენ. ვინ არიან ეს თინეიჯერები და რა პრინციპით არჩევენ ისინი წიგნებს?



„ლიბერთინსი“ წელიწადში ერთხელ აცხადებს მიღებას, სადაც ისინი ავსებენ სპეციალურ ფორმას და აგზავნიან სამოტივაციო წერილებს - თუ რატომ სურთ მათ ამ პროექტში მონაწილეობა. ამის შემდეგ ჩვენ ვარჩევთ იმ მოზარდებს, რომლებიც გუნდის წევრები ხდებიან. ისინი კითხულობენ ლიტერატირურას უცხო ენაზე და გვირჩევენ, რომელი წიგნი გამოვცეთ. გამომცემლობაში ხშირად ტარდება ლიბერთინსელების შეკრება და ვაწყობთ მსჯელობებს. საბოლოოდ, ვიღებთ წიგნებს, რომლებიც მალევე იპყრობს ქართველი ახალგაზრდების ყურადღებას. გარდა ამისა, ლიბერთინსელები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ღონისძიების დაგემვაში.


რამდენად პოპულარულია „ლიბერთინსის“ წიგნები?


ეს სერია საქართველოში ძალიან პოპულარულია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სერიამ დააწყებინა ბევრ მოზარდს წიგნის კითხვა. უფრო მეტიც, წიგნის კითხვა გახადა მათი ყოველდღიურობის ნაწილი. მიზეზი მარტივია. ამ სერიაში გამოიცემა ზუსტად ის წიგნები, რომლებიც მოზარდებს აინტერესებთ. მინდა გავიხსენო წიგნის რიგი, რომელიც საქართველოსთვის სრულიად უპრეცედენტო ფაქტი იყო. 2015 წელს სწორედ „ლიბერთინსის“ სერიის წიგნებზე დადგა ახალგაზრდების რიგი „ბიბლუსი გალერეასთან“. ეს ფაქტი კიდევ რამდენჯერმე გამეორდა.


დღეს უკვე ძალიან ბევრი მოზარდი სკოლიდან გამოსვლისას პირდაპირ წიგნის მაღაზიას აკითხავს, რომ ახალი წიგნი, ახალი თავგადასავალი შეიძინოს. რაც წლების წინ ნამდვილად არ ხდებოდა.


რომელია „ლიბერთინსის“ ყველაზე გამორჩეული წიგნი, რომელმაც განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია?


ბოლო პერიოდში გამოსვლისთანავე ძალიან პოპულარული გახდა წიგნი „ორი ნაბიჯი შენამდე“. წიგნი მალევე მოხვდა „ბიბლუსის“ ბესტსელერიების სიაში და უკვე მესამე თვეა, პოზიციას არ თმობს. ეს არის რეიჩელ ლიპინკოტის რომანი, რომელმაც ახალგაზრდების ყურადღება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიიპყრო. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება გიყავრდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც ვერც კი შეეხები ან მიუახლოვდები, რადგან ამან შეიძლება მისი სიკვდილი გამოიწვიოს.


image


გარდა იმისა, რომ წიგნებს თინეიჯერები არჩევენ, როგორ ახერხებს გამომცემლობა, რომ ახალგაზრდები წიგნებით დააინტერესოს?


ეს ალბათ ჩვენი დაუღალავი შრომის შედეგია. ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რომელი წიგნი გამოიცეს, როგორ უნდა გამოიყუერებოდეს ის, რომ მოზარდისთვის მიმზიდველი და საინტერესო იყოს; რა თემები აინტერესებთ თინეიჯერებს და რა პრობლემები აწუხებთ; ვცდილობთ გამოვცეთ წიგნები, რომლებიც სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში, ინტერესების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.


გარდა ამისა, „ლიბერთინსის“ ფაგრლებში, თინეიჯერებისთვის არაერთ ღონისძიებას ვაწყობთ, რაც ასევე წიგნის კითხვასა და წიგნის სიყვარულთან არის დაკავშირებული.


ზოგადად, რამდენად მნიშნელოვანია წიგნის დიზაინი და ვინ ქმნის „ლიბერთინსის“ სერიის წიგნების ყდების დიზაინს?


წიგნის დიზაინზე მუშაობენ ქართველი დიზაინერები. ამ პროცესში აქტიურად ვართ ჩართული გამომცემლობის თანამშრომლებიც. შედეგად კი, ვიღებთ ძალიან ლამაზ და მიმზიდველ ყდებს გამორჩეული დიზაინით.


როგორია ქართველი ახალგაზრდების გემოვნება ლიტერატურაში და რამდენად მიყვება ის მსოფლიო ტრენდს?


ქართველი თინეიჯერი მკითხველის გემოვნება მეტ-ნაკლებად მიყვება მათი უცხოელი თანატოლების გემოვნებას. მოსწონთ მრავალფეროვანი ლიტერატურა, ისეთი წიგნები, სადაც თინეიჯერების პრობლემები და ყოველდღიურობაა მოთხრობილი, თუმცა, ამავდროულად აინტერესებთ სხვა ჟანრებიც, მაგალითად, როგორიცაა - ფენტეზი. ძალიან პოპულარულია ისეთი წიგნები, რომლის მიხედვითაც, გადაღებულია ფილმები, ამის კარგი მაგალითია „ორი ნაბიჯი შენამდე“.


რომელი წიგნების გამოცემას გეგმავთ ახლო მომავალში?


ახლო მომავალში ვაპირებთ გამოვცეთ „მომაკვდინებელი მანქანები“. ამ წიგნის მიხედვით, პიტერ ჯეკსონმა გადაიღო ფილმი. ესაა ძალიან ცნობილი ბრიტანელი მწერლის ფილიპ რივის წიგნი, სადაც მოქმედება პოსტააპოკალიფსურ სამყაროში ვითარდება. ასევე, ვაპირებთ სარა ჯ. მაასის „ეკლებისა და ვადების სამეფოს“ სერიის მეორე ნაწილის და „საგიჟეთის“ მეორე წიგნის გამოცემას. ქართველი თინეიჯერები ორივე წიგნს ძალიან ელოდებიან.

0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0