x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამმა წევრმა დატოვა
image.



ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე და მარიამ გერსამია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ტოვებენ. ამის შესახებ ამის შესახებ მათ მიერ "ჭავჭავაძის ცენტრის" სახელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არ აპირებენ არცერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას და არც 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.


.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე თითქმის 2 წელია, სრულად ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე - ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით. ამ ვითარებამ, რომელიც ორმხრივი არჩევანის შედეგი იყო, არაერთი კითხვა გააჩინა. შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ფორმალურთან. ამიტომ, დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას. წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე. ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე, მარიამ გერსამია", - ნათქვამია განცხადებაში.

6
1055
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1055
  
2020, 7 თებერვალი, 13:49
აბა იმას ხომ არ იტყვიან ჩვენ "ვირთაგვები" ვართ და "ჩამძირავი გემიდან" გავრბივართო"! :)))
2020, 7 თებერვალი, 9:50
რა სკამი და სავარძელი))) ნახე, რას ამბობენ? ,,ჩვენი მიზანიაო, თვისობრივად ახალი პოლიტიკური რეალობა შევქმნათო,, ესაო ისაო))))) აპა, რავა?)))))
2020, 7 თებერვალი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 თებერვალი, 23:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 თებერვალი, 19:50
იშოვეს საშოვნელი და მიიპარებიან. :)))
უწიგნური კალანდაძე გვყავდა მინისტრის მოადგილედ, გვეშველება რამე ქართველებს და საქართველოს?
ამდენი სკამის მაძიებელი რომის იმპერიას არ ჰყოლია...
0 1 6