x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მსახიობების შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია - როლისთვის გაღებული მსხვერპლი
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.





გავიგეთ, რომ ვასრკვლავები ყველაფერზე მიდიან იმისათვის, რომ იდეალურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ საინტერესო ის ფაქტია, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ იდეალური როლისთვის? გაგიკვირდებათ და მზად არინ ამისთვის სხეული დაიმახინჯონ კიდეც.



დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებმაც საკუთარი სილამაზე როლის იდეალურობას შესწირეს.





1. ჯეიკ ჯილენჰოლი. ფილმი "ცაცია". image





2. ნატალი პორტმანი. ფილმი "შავი გედი". image





3. ჯონ ჰილი. ფილმი "მანიაკი". image





4. მეთიუ მაკკონაჰი. ფილმი "ოქრო".image





5. ტომ ჰენკსი. ფილმი "გაუჩინარებული".image





6. 50 Cent. ფილმი "სხვადასხვა რაღაცები".image





7. კრის ჰემსვორტი. "ზღვის გულში". image





8. ტომ ჰარდი. ფილმი " ბრონსონი". image





9. შარლიზ ტერონი. ფილმი "მონსტრი". image





10. ბენ კინგსლი. ფილმი "განდი". image





3
988
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
988
  
2020, 7 თებერვალი, 22:38
მსახიობობაც ხომ ეგაა
2020, 7 თებერვალი, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 თებერვალი, 15:59
როლისთვის რას არ გააკეთებ!
საინტერესო სტატიაა, როგორც ყოველთვის...
0 1 3