x
image
კატაპულტი
103 წლის ასაკში ჰოლივუდის ლეგენდა,კერკ დუგლასი გარდაიცვალა
image

ჰოლივუდის ვარსკვლავი, კერკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა. “სპარტაკმა" ის კინო ინდუსტრიაში ახალ სიმაღლეზე აიყვანა. ბოლო პერიოდში ის ნაკლებად ჩნდებოდა საჯარო სივრცეში და აი, გუშინ მისმა შვილმა, ასევე მსახიობმა, მაიკლ დუგლასმა ფეისბუქისა და ინსტაგრამის მეშვეობით საზოგადოებას მისი გარდაცვალების შესახებ ამცნო. კერკ დუგლასმა 80-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა სპარტაკის როლმა მოუტანა.image

მსახიობმა წესიერი ცხოვრებით იცხოვრა და კინემატოგრაფიაში მომავალი თაობისათვის მისაბაძი მემკვიდრეობა დატოვა. “ ნება მომეცით პოსტი დავასრულო იმ სიტყვებით, რომელიც მის ბოლო დაბადების დღეზე წარმოვთქვი, “მამა, ძალიან მიყვარხარ და ძალიან ვამაყობ, რომ შენი შვილი ვარ" – განაცხადა მაიკლ დუგლასმა მის მიერ გავრცელებულ პოსტში.

კერკ დუგლასი სამჯერ ძალიან ახლოს იყოს ოსკარის მიღებასთან : მოკრივის როლში ფილმში “ქალებსა და თოკებს შორის", “ილუზიების ქალაქში", როგორც ძალაუფლების მსურველი პროდიუსერის როლის შემსრულებელი და ხელოვანის თამაშით ფილმში “ვინსენტ ვან გოგი – ცხოვრება ვნებებში".image


საბოლოოდ, 1996 წელს კერკ დუგლას მაინც მიენიჭა საპატიო ოსკარი მისი ცხოვრებისეული საქმიანობისათვის. კინო ინდუსტრიამ მას “ჰოლივუდის ლეგენდა" უწოდა. ოქროს გლობუსმა კი ის “ ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მსახიობად" მოიხსენია.


4
708
5-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
708
  
2020, 7 თებერვალი, 2:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 6 თებერვალი, 13:38
ნეტავ, მაგ ასაკამდე მიმაღწევინა. ეგეთ ლეგენდობას ვერ ვინატრებ, აზრი არ აქვს მაინც:)
2020, 6 თებერვალი, 13:36
მართლაც, რომ ლეგენდა იყო, მაგრამ ასაკი თავისას შვება.
0 1 4