x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
რატომ შეწყდა სიცოცხლე ვენერაზე მილიარდი წლის წინ?
imageბოლო დრომდე ვენერა აყვავებული პლანეტა, დედამიწის ტყუპისცალი გვეგონა. აღმოჩნდა, რომ იქ მჟავის წვიმები მუდმივად მოდის, ტემპერატურა 460°С-ი და დიდი წნევა ამ პლანეტას საცხოვრებლად გამოუსადეგარს ხდის.თუმცა, ოდესღაც ვენერა დასახლებული იყო და მასზე სიცოცხლე არსებობდა. რა დაემართა მას და შეიძლება თუ არა, დედამიწამ გაიზიაროს მისი ბედი?


მართლაც, ეს პლანეტა საცხოვრებელ ზონაშია, მას დედამიწის მსგავსი ზომები აქვს, ასევე, სიმკვრივე და შემადგენლობაც. მას ჰქონდა ყველა შანსი, რომ გამხდარიყო მზის სისტემაში მეორე პლანეტა, სადაც იქნებოდა სიცოცხლე. ჩვენ კი შეგვეძლო მისი კოლონიზაცია.



ნასას კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის პლანეტოლოგების ინფორმაციით, დაახლოებით 700 მილიონი წლის წინ, ვენერაზე საშინელი კატასტროფა მოხდა, რომელმაც მთლიანად შეცვალა პლანეტის სახე.



კომპიუტერული სიმულაციის გამოყენებით შეიქმნა ადრეული ვენერას 4 მოდელი. ყველა შემთხვევაში, პლანეტას ჰქონდა სიცოცხლის ყველა პირობა: თბილი ოკეანე, მოსაზღვრე კლდეები და ორგანული მოლეკულები, მკვრივი ატმოსფერო და მიღებული მზის ენერგიის საკმარისი რაოდენობა.





image

წყალბადის ატომებს შორის მაღალი ურთიერთქმედება, რომელიც ვენერას ახლანდელ ატმოსფეროში ხდება, ამტკიცებს იმ ვერსიას, რომ აქ წყალი ოდესღაც არსებობდა.


დედამიწის მსგავსად, ვენერას უმეტესი ნაწილი ოკეანეებს ეკავა და მისი ტემპერატურა 20-დან 40 ° C- მდე მერყეობდა.


ვენერაზე ცხოვრებისათვის ხელსაყრელი პერიოდი გაგრძელდა 4.2 მილიარდიდან 715 მილიონ წლამდე. ცხოვრება დედამიწაზე და ვენერაზე ერთდროულად განვითარდა და კოსმოსური მასშტაბით ცოტა ხნის წინ შეწყდა.



700 მილიონი წლის წინ, პირველმა ორგანიზმებმა დაიწყეს გაჩენა დედამიწაზე - მწერები, ობობასნაირები და კიბოსნაირები. სავარაუდოდ, ვენერაზეც ცხოვრება მიწიერი იყო. მაგრამ რა მოხდა?



მეცნიერები ვულკანური ამოფრქვევების სერიას აასახელებენ კატასტროფის მიზეზად, რამაც ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის ამოფრქვევა და სათბურის ეფექტი გამოიწვია.




image


ზუსტად, იგივე კატასტროფა მოხდა დედამიწაზე 252 მილიონი წლის წინ. ციმბირის ვულკანების ამოფრქვევებმა განაპირობა ცოცხალი არსებების ყველაზე მასიური გადაშენება ჩვენი პლანეტის ისტორიაში. განადგურდა წყლის სახეობების 96% და ხმელეთის სახეობების 70%. ამ ინციდენტის შემდეგ, ხმელეთის ბიოსფეროს აღდგენა გაგრძელდა 30 მილიონი წლის განმავლობაში.



ჩნდება კითხვა: როგორ შეძლო დედამიწამ ატმოსფეროს აღდგენა და ვენერამ ვერა?



პასუხი ნახშირბადის გეოქიმიურ ციკლშია. გამარტივების მიზნით, ნახშირორჟანგი წყალში იხსნება ფორმირებისთვის, ის შეიწოვება ქანებში, შემდეგ კი იშლება კირქვისა და კალციტის სახით. ნახშირორჟანგი კავშირში შედის და არ იწვევს სათბურის ეფექტს. დედამიწაზე ეს ციკლი კარგად დასრულდა.


ვენერაზე ძალიან ძლიერი ვულკანური ამოფრქვევები მოხდა: მაგმამ დაფარა პლანეტის ზედაპირი და გააქვავა. დაბლოკა ქანებში ნახშირორჟანგის შეღწევა. სამწუხაროდ, პლანეტა აღარ გამოჯანმრთელდა და ჯოჯოხეთად გადაიქცა.



თუ ჩვენ არ დავამარცხებთ ჩვენს პლანეტაზე მზარდ სათბურის ეფექტს, ადრე თუ გვიან ჩვენი პლანეტა შეიძლება გახდეს მეორე ვენერა. ტემპერატურა, გაუწონასწორებელი კლიმატი, მყინვარების დნობა -რაც ახლა ხდება, ეს პროცესები უნდა შეჩერდაეს. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი დედამიწა გვაქვს და სხვა პლანეტაზე ვერ გადავალთ.





1
484
4-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
484
  
2020, 7 თებერვალი, 2:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1