x
მეტი
  • 21.10.2020
  • სტატია:104230
  • ვიდეო:348069
  • სურათი:468821
15 ფსიქოლოგიური ხერხი, რომელთა დახმარებით ყველანაირ უხერხულ სიტუაციას აიცილებთ თავიდან
image

უხერხულ სიტუაციებს რომ თავი აარიდოთ, მეტად უნდა დააკვირდეთ, რა ხდება თქვენ გარშემო. ადამიანის ტერფის მიმართულებას ბევრი რამის თქმა შეუძლია, გარდაუვალი კამათის თავიდან არიდება კი მარტივი არჩევანის გაკეთებით შეგიძლიათ. სტატიაში გასწავლით ხერხებს, როგორ გაექცეთ უხერხულ სიტუაციებს რაც შეიძლება "მაგარი" გზით.






1. თუ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ

რადგანაც ზრდილობიანი გზა არ არსებობს მოლაყბის გასაჩუმებლად, მისი საუბრისთვის ხელის შესაშლელად შეგიძლიათ ეს ხერხი გამოიყენოთ. დააგდეთ ძირს ნივთი, რაც ხელში გიჭირავთ (კარგი იქნება, თუ ეს მობილური არ იქნება). ასე მოსაუბრე გააცნობიერებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა და თავს არაკომფორტულად იგრძნობს, რაც გვავარაუდებინებს, რომ ლაპარაკს შეწყვეტს.

image






2. თუ ნერვიულობთ


თქვენს ტვინს სჯერა, რომ როცა ჭამთ, თავს კომფორტულად გრძნობთ. თუ ჭამისთვის დრო გაქვთ, ესე იგი ყველაფერი კარგადაა! საღეჭი რეზინის დაღეჭვით შეგიძლიათ ტვინი მოატყუოთ და მშვიდ მდგომარეობაში ჩააყენოთ. ამ მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ, თუ სანერვიულო საუბარი გელით წინ, ინტერვიუებზე, ან სტრესულ სიტუაციებში.

image






3. თუ გაბრაზებული მომხმარებლები გყავთ

რაც არ უნდა მართალი იყოთ, მაინც ყოველთვის რთულია გაბრაზებულ მომხმარებლებთან გამკლავება. სცადეთ, სალაროს (თუ მაგალითად მოლარე ხართ) უკან სარკეები ჩამოკიდოთ, რათა გაბრაზებულმა მომხმარებელმა კამათისას თავისი თავის სარკეში დანახვა შეძლოს. ამ მდგომარეობაში საკუთარი თავის ნახვა არავის მოსწონს. ასე რომ, ამ მეთოდის გამოყენებით მომხმარებელი ეცდება, მშვიდად და სასიამოვნოდ გესაუბროთ.

image






4. თუ აკვიატებული სიმღერა გაღიზიანებთ

ზოგჯერ შეიძლება თავში რეკლამის მუსიკა ან პოპულარული სიმღერა ჩაგებეჭდოთ. ღიღინი შეიძლება გაუცნობიერებლადაც დაიწყოთ და ამით გაღიზიანდეთ. ამის ნაცვლად სცადეთ, სიმღერა ბოლომდე მიიყვანოთ. ასე თქვენი ტვინი მიხვდება, რომ ბოლომდე იმღერეთ და მასზე ფიქრისგან გათავისუფლდებით.

image






5. თუ კამათის მოლოდინი გაქვთ

თუ ვინმეს უნდა მოელაპარაკოთ, განსაკუთრებით კი ბიზნესის საკითხზე, ეს ხერხი გამოგადგებათ. მის პირდაპირ დაჯდომის ნაცვლად სცადეთ, მის გვერდით მოთავსდეთ. ეს თქვენს პარტნიორს აგრძნობინებს, რომ მასთან, მის მხარეზე ხართ. გარდა ამისა, ნაკლებად მოსალოდნელია იმ ადამიანს უყვიროს, რომელიც მასთან ასე ახლოს ზის.

image






6. თუ გჯერათ, რომ ყველამ შეამჩნია უხერხულობა

ზოგჯერ უკეთესია, უხერხულობაზე იხუმროთ. თუ ადამიანების ახალ ჯგუფში ხართ, ხმამაღლა გააჟღერეთ, რა ჩანს უცნაურად, ამით ყინულს ჩაამსხვრევთ. იუმორი ზოგ სიტუაციაში ნამდვილად დაგეხმარებათ. შეგიძლიათ იხუმროთ ოთახში დასადგურებული სიჩუმის ან თქვენ მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ.

image






7. თუ სასმლის ყიდვა არ გინდათ

ადამიანები, როგორც წესი, ნებისმიერი სიტუაციის დასაწყისს და დასასრულს იმახსოვრებენ. გამოიყენეთ ეს სათქვენოდ და გამოიჩინეთ ინიციატივა, პირველმა იყიდოთ სასმელი. შემდეგ ჯგუფის სხვა წევრებიც მოგბაძავენ. გარდა ამისა, ყველას დაამახსოვრდება, რომ თქვენ პირველმა იყიდეთ სასმელი და შეიძლება მისი შეძენა აღარასდროს მოგიწიოთ თავად.

image






8. თუ ჯგუფში ახალი ხართ

როცა ჯგუფში ახალი ხართ, ბუნებრივია, არ იცოდეთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენზე. თუმცა, შეგიძლიათ, მათ სხეულის ენას დააკვირდეთ. თუ მათ მოსწონხართ, ფეხის ტერფები თქვენკენ ექნებათ მომართული. ეს ხერხი რომანტიკულ და საზოგადოებრივ შეხვედრებზე ერთნაირად ჭრის.

image






9. თუ კამათობთ

მაშინაც კი, თუ ვინმე გიყვირით, სცადეთ მშვიდად გადმოსცეთ თქვენი არგუმენტები. თუ მოკამათე არ გპასუხობთ და ამის ნაცვლად ხმაურობს, წყნარად დაელოდეთ. ცოტა ხანში მშვიდი განწყობით გავლენას მოახდენთ მოსაუბრეზე და ისიც დაუწევს ხმას.

image






10. თუ სასურველ პასუხს ვერ იღებთ

როცა ვინმეს რამეს ეკითხებით და ეს კითხვა მისთვის ეშმაკური ან გამაღიზიანებელია, დრო სჭირდება საპასუხოდ. არ დანებდეთ, თვალებში უყურეთ მოსაუბრეს და საუბარი აცადეთ. საბოლოოდ, კითხვაზე პასუხს მიიღებთ.

image






11. თუ პირველი პაემანი გაქვთ

თუ კარგად დაგეგმილი არ გაქვთ, პირველი პაემანი შეიძლება უხერხული გამოვიდეს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, პარტნიორი ისეთ ადგილას წაიყვანეთ, სადაც ადრენალინის შეგრძნება ექნება და "გაიხსნება". ამაღელვებელი აქტივობის ტიპი დამოკიდებული უნდა იყოს თქვენს სურვილებზე. ეს ერთმანეთის უკეთ გაცნობაშიც დაგეხმარებათ. გარდა ამისა, პარტნიორი პირველ პაემანზე განცდილ ემოციებს თქვენ დაგიკავშირებთ და ემახსოვრება, რომ სასიამოვნო დრო გაატარეთ ერთად.

image






12. თუ ვინმეზე ზეწოლის მოხდენა გსურთ, როცა ესაუბრებით

შეიძლება საუბრისას შეამჩნიოთ, რომ ვიღაც იტყუება, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოს. თუ გინდათ, რომ ის რაღაცაში დაარწმუნოთ ან მეტი ინფორმაცია გაგიზიაროთ, მაღლა აზიდეთ წარბები და არ შეწყვიტოთ თვალებით კონტაქტი მოსაუბრესთან. ეს მას თავს ფსიქოლოგიურად სუსტად აგრძნობინებს და საბოლოოდ, ორივე სარგებელს მიიღებთ საუბრისგან.

image






13. თუ ფიქრობთ, რომ გაკვირდებიან და ეს გაწუხებთ

თუ ფიქრობთ, რომ გაკვირდებიან ან მოგყვებიან, ამაში დასარწმუნებლად მარტივი ხერხის გამოყენება შეგიძლიათ. უბრალოდ, დაამთქნარეთ! ეს ისე გააკეთეთ, რომ ადამიანი, რომელზეც ეჭვი გაქვთ, გიყურებდეთ. თუ ისიც დაამთქნარებს, თქვენი ეჭვები გამართლებულად შეგიძლიათ მიიჩნიოთ და "მდევართან" დისტანცია დაიჭიროთ.

image






14. თუ შვილს რამეს ვერ აკეთებინებთ

არ ჰკითხოთ ბავშვს, უნდა თუ არა რამის გაკეთება. უბრალოდ, მიეცით საშუალება, რამდენიმე ალტერნატივიდან გააკეთოს არჩევანი. მაგალითად, თუ გინდათ, რომ ბროკოლი შეჭამოს, ჰკითხეთ, რა ურჩევნია - 2 ნაჭერი მიირთვას თუ 3. არსებობს შანსი, რომ ორივე შემოთავაზებას უარჰყოფს, თუმცა, მეტად სავარაუდოა, რომ "ზრდასრულ" გადაწყვეტილებას მიიღებს.

image






15. თუ ვინმეს დაფრთხობა გინდათ

ჩხუბისგან "მაგარი გზით" თავის დაღწევა გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჩხუბში ჩართვა. თუ ვინმე ცდილობს, პროვოკაციით ჩაგითრიოთ მუშტი-კრივში, თვალებით კონტაქტი გამოიყენეთ. შეხედეთ თვალებში და შემდეგ მზერა მის ფეხის თითებამდე ჩააყოლეთ და ისევ ზევით ააყოლეთ. შემდეგ ისევ თვალი გაუსწორეთ. ეს მას მიახვედრებს, რომ შეაფასეთ და საფრთხედ არ აღიქვით.

imagep.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 11 რჩევა!

image


2. 4 ნიშანი იმისა, რომ დაუფიქრებლად ინადგურებთ ცხოვრებას

image


3. რას აკვირდებიან სტიუარდესები, როცა ბორდზე ადიხართ - 7 მნიშვნელოვანი ფიზიკური ნიშანი

image


4. რატომ ვყიდულობთ ნივთებს, რომლებიც არ გვჭირდება - ფსიქოლოგები 10 სიტუაციას ხსნიან

image


5. ეს 9 ფსიქოლოგიური შეკითხვა დაგეხმარებათ, ადამიანები გადაშლილი წიგნივით წაიკითხოთ

image

2
990
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
990
  
13 თებერვალი, 10:04
მე-3 მომეწონა)
13 თებერვალი, 2:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2