x
image
_K_
ეს 18 წესი ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, რათა ქუჩაში თავი უსაფრთხოდ იგრძნოს
imageბავშვები 10 წლამდე ვერ ხვდებიან, რა მანძილი უნდა დაიცვან მანქანებთან, ამიტომ საგზაო უსაფრთხოება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუმცა, მანქანების გარდა სხვა რამეც შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვისთვის ქუჩაში.


მშობლებს არ შეგვიძლია, ყოველ წუთს შვილებთან ვიყოთ, ამიტომ ვალდებულები ვართ, მათ თავდაცვის ხერხები ავუხსნათ, რათა სახლის გარეთ ნებისმიერი საფრთხე თავიდან აიცილონ. გარდა ამისა, ბონუსად რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ მშობლებისთვის.






როგორ მოვიქცეთ ღამით

⚫ თუ იცით, რომ სახლში დაბრუნება გვიან მოგიწევთ, სთხოვეთ ვინმეს, დაგხვდეთ. ყოველთვის გააფრთხილეთ ოჯახის წევრები, როდისთვის აპირებეთ დაბრუნებას.

⚫ თუ გარეთ გასვლა სიბნელეში მოგიწევთ, ყოველთვის ეცადეთ, ხალხთან ერთად იმოძრაოთ და გზაც ჯგუფებთან ერთად გადაკვეთოთ.


⚫ საღამოს საათებში არ ისეირნოთ პარკში, ტყეში და დაუსახლებელ ადგილებში.

image






როგორ მოვიქცეთ უცნობებთან

⚫ არასდროს გაჰყვეთ უცნობს, მაშინაც კი, თუ გეუბნებათ, რომ თქვენი მშობლების მეგობარია.

⚫ არაფერი აიღოთ უცხო ადამიანებისგან.

⚫ თუ უცნობი დახმარებას გთხოვთ, თავად ნუ დაეხმარებით, ზრდასრულ ადამიანს სთხოვეთ მისი დახმარება.

image






როგორ მოვიქცეთ გზაზე

⚫ ისწავლეთ მანქანის ძირითადი ნიშნები, როგორიცაა სირენის ხმა, დასიგნალება და "მოხვევის სიგნალი".

⚫ არ იაროთ გზაზე დაპარკინგებული მანქანების უკან - ისინი ხედს გიბლოკავენ და ვერ ხედავთ, რა არის თქვენ წინ.

⚫ თუ ტროტუარი არ არის, სჯობს, თქვენკენ მომავალი მანქანების მიმართულებით იაროთ. ასე დაინახავთ, თუ ვინმე თქვენკენ მოდის და რეაქციისთვის დრო გექნებათ.

image






როგორ მოვიქცეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში

⚫ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყოველთვის გაჩერებაზე დაელოდეთ, გზიდან 1 მეტრის მოშორებით მაინც რომ იყოთ.

⚫ არასდროს ჩაუჯდეთ უცხოებს მანქანაში.

⚫ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეცადეთ, მძღოლთან ახლოს იჯდეთ. ნუ აყვებით ლაპარაკში უცნობებს და ნურავის გაანდობთ, სად მიდიხართ და სად ცხოვრობთ.

image






როგორ მოვიქცეთ სახიფათო სიტუაციებში

⚫ თუ ამჩნევთ, რომ ვიღაც მოგდევთ, დაუყოვნებლივ ისეთ ადგილას უნდა მიხვიდეთ, სადაც ხალხი გეგულებათ, მაგალითად მაღაზიაში, შემდეგ კი ზრდასრულ ადამიანთან დაკავშირება სცადეთ.

⚫ თუ გზად ხმაურიანი ან ნასვამი ადამიანები შემოგხვდებიან, გზის მეორე მხარეს გადადით და კონფლიქტს ერიდეთ.

⚫ თუ უცაბედად უცნობი ხელს ჩაგჭიდებთ, იყვირეთ: "ეს დედაჩემი (მამაჩემი) არ არის!"

image






როგორ მოვიქცეთ უპატრონო ცხოველებთან

⚫ არ გააღიზიანოთ უსახლკარო ცხოველები, თორემ შეიძლება თავს დაგესხათ.

⚫ არ გაექცეთ ძაღლებს.

⚫ ნელა დაიხიეთ უკან, ისე რომ სახით ძაღლს უყურებდეთ.

image






ბონუსი მშობლებისთვის: რისი გაკეთება შეგიძლიათ

⚫ თუ თქვენს შვილს უფროსების ზედამხედველობის გარეშე უწევს სახლში დაბრუნება, მისთვის უსაფრთხო გზის გეგმა შეიმუშავეთ. შეუთანხმდით ბავშვს, რომ ყოველთვის ამ გზით ივლის.

⚫ სახლისკენ მომავალ გზაზე დაუწესეთ საზღვრები მისთვის ნაცნობი ობიექტების მიხედვით. უთხარით, ვის სახლს ან რომელ მაღაზიას არ უნდა გასცდეს.

image

p.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 12 რამ, რასაც კარგი მშობლები შვილებისთვის აკეთებენ

image


2. 10 მტკივნეული რამ, რაც შეიძლება შვილებმა მშობლებს გაუკეთონ

image


3. რა უნდა ასწავლოთ ბავშვს სიყვარულის შესახებ

image


4. რისი გაკეთება უნდა ასწავლოთ შვილს 13 წლამდე - 10 ცხოვრებისეული რჩევა

image


5. 13 სიტუაცია, როცა მშობლები გაუცნობიერებლად ზიანს აყენებენ შვილებს

image

1
616
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
616
  
2020, 13 თებერვალი, 2:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1