x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გიორგი ყუშიტაშვილი არაა ნარკომანი, ის ძალიან წარმატებული მოკრივეა და მას უბრალოდ "გაუჩალიჩეს"-ამბობს ცნობილი ბურიატი ჟურნალისტი

image როგორც იცით რუსეთის გვარდიის წარმომადგენლებმა მოსკოვში ფრუნზეს სახელობის სანაპიროზე დააკავეს ცნობილი მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია ნარკოტიკების მოხმარებაში.
ამასთან დაკავშირებით ჯერ რუსეთის კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა მკვეთრი განცხადება, რომ ყუშიტაშვილს გავლილი ჰქონდა ყველა ტესტი და არსად დაფიქსირებულა ნარკოტიკების კვალი.
"დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ყუშიტაშვილი გუნდთან ერთად დაბრუნდა შეკრებიდან, სადაც ასევე გაიარა ნარკოლოგიური ტესტი, სადაც პასუხი ისევ უარყოფითი იყო".
ახლა კი ცნობილმა ბურიატმა ჟურნალისტმა ევგენია ბალტატაროვმა განაცხადა, რომ ბურიატიაში მცხოვრებ მოკრივეს უბრალოდ "გაუჩალიჩეს", რადგან მან უბრალო ბიჭმა ქალაქ ბიჩურიდან უზარმაზარ წარმატებებს მიაღწია საკუთარი ნიჭის და ადგილობრივი მეცენატების დახმარებით.
ყუშიტაშვილი უპირობო კანდიდატი იყო ტოკიოს ოლიმპიადაზე წამსვლელ მოკრივეთა ნაკრებში, მაგრამ მან გზა გადაუღობა ჩეჩნეთის პრეზიდენტის მცველს, კლუბ "ახმატის" წევრს, რომელიც შეხვედრისას ყუშიტაშვილმა დიდი უპირატესობით დაამარცხა.
ჟურნალისტის თქმით ყუშიტაშვილს შესთავაზეს დიდი ფული, რომლის სანაცვლოდაც მას უნდა ჩაეგდო სეზონი, რაზეც გიორგიმ უარი განუცხადა, რადგან მან სეზონი ბრწყინვალედ დაამთავრა.
"ვის ჭირდებოდა "გოშა" ყურშიტაშვილის დაკავება და ვის აწყობდა მისი რეპუტაციის განადგურება?-ასეთ კითხვას სვამს ჟურნალისტი ქალი. -გიორგი პრაქტიკულად მარტო დარჩა სისტემასთან და თუ ახლა მას საზოგადოებამ მხარდაჭერა არ გამოუცხადა, რადგან ახალგაზრდა ადამიანს ცხოვრებას უნგრევენ, მაშინ ვფიქრობ ის არ იქნება შემდგარი საზოგადოება".
თავის მხრივ ჩეჩენმა მოკრივემ-იმამ ხატაევმა კატეგორიული უარი განაცხადა მის მონაწილეობაზე ყუშიტაშვილის დაკავებაში და განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა კადიროვის დაცვის წევრი, ის უბრალო ბიჭია ჩეჩნეთის ერთერთი სოფლიდან და მასა და "გოშას" შორის რამზან კადიროვი ვერანაირად ვერ ჩადგებოდა.
"გამორიცხულია მას ნარკოტიკი გამოეყენებინა, მართალია რინგზე ჩვენ მოწინააღმდეგეები ვიყავით, მაგრამ მეგობრები ვართ და ალაჰია მოწმე მე მისი დაკავება არ გამხარებია, ალაჰმა ქნას ის მალე გამოვიდეს გარეთ და ყველაფერი კარგად დამთავრდეს"-განაცხადა იმამ ხატაევმა.
image



0
172
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
172