პრემიერ-მინისტრთან სურათის გადაღების გამო დავით ბერძენიშვილის შვილმა ზუკამ, სასიქადულო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გალანძღა
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქართველოს სასიქადულო სპორტსმენს და საამაყო ქართველს, ლაშა ტალახაძეს დავით ბერძენიშვილის შვილი ზუკა ბერძენიშვილი (ზუკა მოძრაობა "სირცხვილიას" ერთერთი ლიდერია) შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებული სურათის გამო.
არავის აქვს უფლება თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო შეურაცხყოფა მიაყენოს მსოფლიოში აღიარებულ ქართველ ძალოსანს, რომლის წყალობითაც საქართველოს ეროვნული დროშა ბევრჯერ აუწევიათ და საქართველოს ეროვნული ჰიმნი აუჟღერებიათ.
ქვეყნის საამაყო შვილმა სურათი გადაიღო თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, რაა ამაში დასაძრახი? მე არ მინახია ლაშა ტალახაძის ინტერვიუ ან გამოსვლა, სადაც ის რომელიმე პოლიტიკურ პარტიას აქებდეს ან საერთოდ პოლიტიკური შინაარსის განცხადება გაეკეთებინა.
სურათს კი ლაშა გადაიღებს ვისთანაც უნდა და როცა უნდა და სულაც არაა ვალდებული ბერძენიშვილებისგან აიღოს ნებართვა.
თან თურმე კაშიას ერთი ვარდნა ურჩევნია ტალაღაძის ყველა მიღწევას!
საინტერესოა ამით რისი თქმა უნდოდა, კაშიას მიერ "ლგბტ" თემის მიმართ გამოხატული სოლიდარობის ალბათ, რასაც ტალახაძე არასდროს გააკეთებს, მაგრამ ტალახაძის მიერ შევიწროვებული და ნაცემი "ლგბტ" თემის წევრზეც არავის, რომ არ სმენია არავის, ესეც თავისებურად საინტერესოა ალბათ.
ცნობილმა სპორტსმენმაც არ დააყოვნა პასუხი, სადაც ლაშა მადლობას უხდის ყველას ვინც ზუკას პასუხი გასცა და თხოვს, რომ ზუკას გამოხდომას ყურადღება არ მიაქციონ.
ზუკას ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ლაშაც არა მგონია მოსწონდეს, რადგან აქაც განსხვავებულია მათი შეხედულებები.