x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ არიან კაცები ქალების საუკეთესო მეგობრები? - მეცნიერებმა კითხვას პასუხი გასცეს
image

არაერთი მოსაზრების მიხედვით, ბიჭი გოგოს საუკეთესო მეგობარი შეიძლება იყოს, რადგან ის მას საპირისპირო სქესის კუთხით აჩვენებს მოვლენებს, აცინებს, მასთან ერთად დადის ღონისძიებებზე, აძლევს რჩევებს და გვერდით უდგება, როცა სჭირდება.


სტატიაში კვლევების საფუძველზე გაგაცნობთ, რატომ მიიჩნევა კაცი ქალის საუკეთესო მეგობრად.






1. ის თქვენს საიდუმლოს ინახავს.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქალს საიდუმლოს შენახვა 47 საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ შეუძლია! მეორე მხრივ, კაცს ხშირად რამდენიმე წუთში ავიწყდება, რასაც ეუბნებით. ეს "უნარი" მას კარგ საიდუმლოს შემნახველად აქცევს.


image





2. მას შეუძლია, საზოგადოებაში თქვენი შეყვარებულის როლი ითამაშოს.

ქალებს ყურადღება მოსწონთ, მაგრამ ყველასგან - არა. როცა გოგო თავისუფალია, შეიძლება უცნობების წერილებმა ან კლუბში შეხვედრილმა ბიჭებმა შეაწუხონ. ასეთ შემთხვევაში ბიჭ მეგობარს შეუძლია მისი შეყვარებულის როლი ითამაშოს და ზედმეტი ყურადღება თავიდან ააცილოს.

image





3. ის არ განგსჯით, თუ ბევრს შეჭამთ.

ბოსტნეულის თუ წვნიანი კერძის ჭამისას ბიჭი არ განგსჯით ცუდი მანერების გამო. სინამდვილეში, კაცებს მოსწონთ ჭამის მოყვარული ქალები. ასე რომ, ბიჭ მეგობართან ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე შეგიძლიათ მიირთვათ გემრიელი კერძი.

image





4. ის კონკურენციას არ გიწევთ.

არიზონას უნივერსიტეტის ანგარიშის მიხედვით, ქალები ხშირად აგრესიულები არიან სხვა ქალების მიმართ. ისინი ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს და შურთ კიდეც. შეიძლება დავეთანხმოთ, რომ კაცები ნაკლებად უწევენ მეტოქეობას ერთმანეთს, განსაკუთრებით - თუ საქმე მეგობრობას ეხება.

image





5. მას შეგიძლიათ ენდოთ და დაეყრდნოთ.

ქალების უმეტესობა მამრობითი სქესის მეგობარს უფრო მარტივად ენდობა, ვიდრე მდედრობითს. ამის მიზეზი ისაა, რომ არაერთი კვლევის მიხედვით, კაცები უფრო საიმედო მეგობრები არიან. მათ ბუნებაში აქვთ, რომ ქალი დაიცვან და მასზე იზრუნონ.

image





6. ის ყოველთვის მზადაა თავგადასავლებისთვის.

გჭირდებათ ვინმე, ვინც მოულოდნელ თავგადასავლზე გამოგყვებათ? ამაში მამრობითი სქესის მეგობარი აუცილებლად დაგეხმარებათ! კვლევის მიხედვით, კაცები ქალებზე რისკიანები და უფრო სპონტანურები არიან.

image






7. ის საუკეთესო ბიჭურ რჩევებს გაძლევთ.

თუ ბიჭი მეგობარი გთხოვთ, რომ ვიღაცისგან თავი შორს დაიჭიროთ, მას თქვენთვის მხოლოდ კარგი უნდა. კაცებს აქვთ ინსტინქტი, გამოიცნონ სხვა მამაკაცების განზრახვა. ასე რომ, რჩევებში ნამდვილად შეგიძლიათ ენდოთ ბიჭ მეგობარს.

image





8. ის არ ჭორაობს.

როცა ქალები ამბების მოყოლაში მთელ ემოციებს დებენ, კაცები ცდილობენ, ჭორაობისგან თავი შეიკავონ. ისინი მხოლოდ მაშინ საუბრობენ, როცა ამისთვის გარკვეული მიზანი აქვთ და ცდილობენ, სათქმელი მოკლედ გადმოსცენ. თუ თქვენთვის რამე აქვთ სათქმელი, მეტად სავარაუდოა, რომ ამას პირდაპირ გეტყვიან და არ დაიწყებენ "შორიდან მოვლას".

image





9. ის მთელი ცხოვრება გემეგობრებათ.

ექსპერტების თქმით, მამაკაცი უფრო ერთგული სქესის წარმომადგენელია და ისეთივე ემოციურია, როგორიც ქალი. მასაც აქვს მეგობრებთან სიახლოვის მოთხოვნილება, თუმცა, საკუთარი გრძნობების გამოხატვა კარგად არ გამოსდის. კვლევის მიხედვით, როცა საქმე მეგობრების გაჩენას ეხება, ინიციატივის გამოჩენის სიმცირის გამო ეს კაცებს უფრო უჭირთ. მათთვის მეგობრების ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია და თუ მამრობითი სქესის წარმომადგენელი გემეგობრებათ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამას მთელი ცხოვრების განმავლობაში გააკეთებს.

imagep.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.





ასევე დაგაინტერესებთ:


1. შესაძლებელია თუ არა ქალსა და კაცს შორის მეგობრობა? - მეცნიერებმა ამ კითხვას პასუხი გასცეს

image


2. ექსპერიმენტი: რა მოხდება, თუ ვინმეს 10 წუთის განმავლობაში თვალებში უყურებთ

image


3. როგორ დავივიწყოთ ყოფილი შეყვარებული - მეცნიერები 3 გზას გვთავაზობენ

image


4. რას ეძახიან შეყვარებულები ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებში

image


5. რა ხდება, როცა ფსიქოპათებს უყვარდებათ?

image

0
352
შეფასება არ არის
ავტორი:_K_
_K_
352
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0