x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბაღდათში, ხანძრისას გარდაცვლილი ბავშვების მამამ თვითმკვლელობა სცადა
image


ბაღდათში, საცხოვრებელ სახლში გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ქალის მეუღლემ და ბავშვების მამამ, 1983 წელს დაბადებულმა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას რეგიონული მედია ავრცელებს.


"გონზე არ იყო, თვითმკვლელობა სცადა, პოლიციამ შეუშალა ხელი. ახლაც შოკურ მდმარეობაშია, საუბარი არ შეუძლია", - ამბობს ოჯახის ახლობელი.


ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე 3 თებერვალს გვიან, ღამით მომხდარ ტრაგედიას ორსული დედა, 4 მცირე წლოვანი ბავშვი და ოჯახის ახლობელი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა აკაკი წერეთლის ქუჩაზე მოხდა.



„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.


ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე. ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი.

1
278
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
278
  
2020, 5 თებერვალი, 13:33
ფრენის კომპენსაცია ✔ https://flyinspectors.com/ka/
0 1 1