x
როგორ ვმართოთ კლასი და დავიცვათ დისციპლინა სასკოლო დონეზე?
image


კლასის მართვის მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება - კლასის ეფექტური მართვა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ყველა დანარჩენის საფუძველ წარმოადგენს. კლასის მართვა, დისციპლინის დაცვა და სწავლების წარმატებულად წარმართვა დიდ ძალისხმევას მოითხოს მასწავლებლის მხრიდან. უნდა შეძლოს და თავიდან აიცილოს ის ფაქტორები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების და ინტერესის მოდუნებას. ეს მოახერხოს საინტერესო მასალით თუ აქტივობებით.

დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მთავარი გასაღები მაინც კონკრეტული შემთხვევების კვლევა და შესწავლაა, შეიძლება კონკრეტული პრობლემა აკადემიურ საკითხს არც უკავშირდება და მოსწავლეს სახლში აქვს პრობლემა, რომელიც შემდეგ სკოლაში გადმოაქვს. კლასის მართვის უნარი მასწავლებლის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ამასთან, დისციპლინის დაცვა მშვიდ და წარმატებულ საგაკვეთილო პროცესს განაპირობებს. ამისთვის მასწავლებელი გარკვეულ წესებს და პროცედურებს შეიმუშავებს, რომლებიც მიმართულია ბავშვის ზრდილობიანი ქცევის, ურთიერთპატივისცემის, ემპათიის, თანამშრომლობის, გუნდური მუშაობის უნარების გასავითარებლად. უნდა ითქვას, რომ თუ მოსწავლე-მასწავლებელს შორის არ იქნება შეთანხმებული, თანამშრომლობითი ურთიერთობა და არ აუხსნის, თუ რატომ უნდა შეასრულონ ესა თუ ის წესი, მაშინ ის მათთვის სულ მიუღებელი იქნება.

დისციპლინის პრობლემა ყველა მასწავლებელს ადარდებს, რადგან როცა ის დაცული არაა იხარჯება და იკარგება საგაკვეთილო დროის დიდი ნაწილი.ასეთი ნიშვნელოვანი საკითხი, რასაც დისციპლინის მართვა ჰქვია, მასწავლებლის ინდივიდუალური მიდგომებით და ღონისძიებებით იმართება, თუცმა აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მასწავლებლის პასუხისმგებლობას არ წარმოადგენს. ეფექტური დისციპლინა კლასის და, ზოგადად, სკოლის ეფექტური მართვის შედეგია.


კლასის მართვა მნიშვნელოვნად უკავშირდება მართვას სკოლის დონეზე. რობერტ ჯ.მარზანოს “კლასის მართვის’’ მე-8 თავში განხილულია ის ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება სკოლა გამოიყენოს კლასის ეფექტური მართვისთვის. კლასი მხოლოდ ერთი ნაწილია სკოლის, მოსწავლე კი მის გარეთაც ატარებს დროს, მაგალითად: შესვენებაზე გადიან დერეფნებში, სასადილოდ და ა.შ. შესაბამისად აუცილებელია წესრიგი მთელ სკოლაში - ეფექტური მართვაც იქმნება სხვდასხვა ელემენტების ურთიერთქმედებით. და სკოლის შესახებ შეხედულებაც იქმნება კლასის და სკოლის მართვის ერთობლივი ეფექტურობის მიხედვით.

მასწავლებელთა უმეტესობა კი თავის პასუხისმგებლობად არ განიხილავს სკოლის დონეზე მართვას, მაგალითისთვის შევადაროთ მოსწავლეთა ქცევა დერეფნებში და კლასში, ისინი აშკარად კლასში უფრო იცავენ გარკვეულ წესებს, რადგან იციან რომ მას რეაგირებ მოჰყვება, მის გარეთ კი თავს ბევრის უფლებას აძლევენ. მასწავლებელი მათ იქ არ აკონტროლებს.

კვლევებით დასტურდება, რომ სკოლის არაეფექტური მართვა მოსწავლეზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ის ფიქრობს, რომ მაგალითად ძალადობრივ ქმედებას ჩაიდენს ისე, რომ არავინ პასუხს არ მოსთხოვს და რომ სკოლა ასეთ ქმედებას დარღვევად არ თვლის.

ამის ერთ-ერთ მიზეზად პაულა შორთი, რიქ შორთი და ჩარლი ბლანთონი მიუთითებენ მასწავლებლის ზედმეტად ლიბერალურ მიდგომებს:

  • “ის ჩემი მოსწავლე არ არის’’ - ამ დროს იგი დისციპლინის დარღვევის შემთხვევას აიგნორებს;
  • “მე თავშეკავების პოზიციას ვირჩევ’’ - ფიზიკურად ადგილზეა, მაგრამ არაფერს აკეთებს;
  • “ეს ჩემი საქმე არაა’’- მასწავლებელი ცდილობს შეთანხმებას მიაღწიოს მოსწავლესთან: “მე ჩემს საქმეს მივხედავ, შენ-შენსას’’

სკოლის მართვის ერთ-ერთი ფაქტორია უსაფრთხოება, რაც მთავარი პრიორიტეტია ბევრი მშობლისთვის.

სკოლაში ძალადობის და დისციპლინის დარღვევის შემთხვევები, რა თქმა უნდა, სრულად არაა ცნობილი და შესწავლილი, თუმცა იმ მოსწავლეთა და მასწავლებელთა რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა სახის ზეწოლას განიცდიან, საკაოდ მაღალია. მაგალითად, გაერო-ის ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ 2007-2008 წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეთა 47.1% სკოლაში ფიზიკურ, 47.5% ფსიქოლოგიურ, ხოლო 7.3% სქესობრივ ძალადობას განიცდიდა.

კვლევები ადასტურებს, რომ იმ სკოლებში, სადაც მაღალია ძალადობის დონე, უფრო დაბალი შეფასებები აქვთ, ვიდრე იმ სკოლებში, სადაც შედარებით დაბალია დანაშაულის დონე.

  • სკოლამ უნდა განახორციელოს მარტივი ღონისძიებები ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა ინციდენტები გადატვირთულ ადგილებზე(დერეფნები)
  • ვალდებულია მნიშვნელოვანი წესები გამოსაჩენ ადგილას გამოაკრას ან მოსწავლეებს და მშობლებს დაურიგოს ისინი (ჩაგვრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა...)
  • სკოლა ვალდებულია, ჩამოაყალიბოს დისციპლინის დარღვევის თითოეული სახეობის შესაბამისი რეაგირების ფორმა (სიტყვიერი შენიშვნა, სკოლაში არ დაშვება, მშობლებისთვის შეტყობინება) “შაბათის სკოლა’’
  • იმ მოსწავლეების ადრეული იდენტიფიკაცია, რომლებიც ექსტრემალური ქცევისკენ არიან მიდრეკილები, მაგ. თუდნაც მე-6 კლასში მოსწავლის სახელზე ერთი საყვედურიც უნდა იყოს სიგნალი მასწავლებლის და მშობლისთვისაც, რომ მიიღონ პრევენციული ზომები. სკოლამუნდა გაითვალისწინოს გარკვეული ქცევითი ნიშნები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მოსწავლეებს, რომლებიც ამ ნიშნებს ამჟღავნებენ. მაგ: ჩხუბი ინდიკატორია იმისა, რომ მოსწავლეს შეუძლია ძალადობრივი ქმედების ჩადენა, შეურაცხყოფა და წესების დაუმორჩილებლობაც მომავალ პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს

როგორც ვიცით, არსებობს კონკრეტული პროგრამები: წესები და პროცედურები, მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან, მენტალური მზაობა...ისინი ეხება ზოგადად მართვას და არა მხოლოს ერთ რაიმე ასპექტს. მაგალითად, რონ ნელსონის და ბეთ ქარის პროგრამა ფიქრის დრო. ასეთი პროგრამის მთელი სკოლის მასშტაბით დანერგვისას ყველა მასწავლებელი ვალდებულია ის გამოიყენოს. ეს კი ამ ნაბიჯის ძლიერი მხარეცაა და სუსტიც . ერთი მხრივ ყველა მასწავლებლის მიერ გამოყენებული სტრატეგია სერიოზული სიგნალია მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის, მეორე მხრივ, იზღუდება მასწავლებლის თავისუფლება მიდგომისას.


გამოიყოფა ფიქრის დროის 5 კომპონენტი:

  • დისციპლინის დარღვევის აღნიშვნა მასწავლებელი შემჩნევისთანავე აღნიშნავს ბავშვის დარღვევას, თუ გააგრძელებს წესრიგის დარღვევას, მას გაგზავნის “ფიქრის ოთახში’’
  • “ფიქრის ოთახში’’ წასვლა მასწავლებლის მეთვალყურეობით ხდება
  • “ფიქრის დროის’’ გამოკითხვა - უნდა გამოიკვეთოს ფიქრის ოთახში გამწესების მიზეზები. მოსწავლე წერილობით აყალიბებს ამას (რა იყო არასწორი მის ქცევაში, როგორ გამოასწოროს, მსგავს სიტუაციაში კიდევ რომ მოხვდეს, როგორ მოიქცევა (პატარა მოსწავლეებთან ეს გამოკითხვა ნახატებით შეიძლება ჩატარდეს
  • გამოკითხვის ფორმის შემოწმება- თუ სწორადაა სევსებული მასწავლებელი მოსწავლეს აბრუნებს კლასში
  • კლასში დაბრუნება- იმ დავალებების შესასრულებლად, რომელიც გაოტოვა, მასწავლებელი დამხმარე ტანატოლს მიუჩენს.



ერთიანი პროგრამის მთელ სკოლაში გამოყენება ხაზს უსვამს მასწავლებელთა შორის არსებულ სოლიდარობას, მაგრამ აუცილებელია იმ მეთოდების და სტრატეგიების შეთანხმება, რომელსსაც ყველა გამოიყენებს.

და ბოლოს, ქცევის მართვა არის საკითხი, რომელსაც ყურადღება როგორც კლასის, ისე სკოლის დონეზე სჭირდება. სკოლის დონეზე მართვა შემდეგ საკითხებს მოიცავს:

განრიგთან ან გარემოსთან დაკავშირებული შესაძლო უარყოფითი ქცევის პრევენცია, საერთო სასკოლო წესების დანერგვა, წესების დარღვევაზე ერთიანი რეაგირების დანერგვა მთელ სკოლაში..

ათწლეულების მანძლზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სკოლის და მასწავლებლების თანამშრომლობას შეუძლია უზრუნველყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული გარემოს ჩამოყალიბება მოსწავლეებისთვის, რაც შემდეგ გაზრდის სწავლების ეფექტურობას.

სკოლის ორგანიზაციული კულტურა დადებითი განწყობებითა და მოსწავლეებისადმი პოზიტიური მოლოდინებით უნდა განისაზღვრებოდეს. ამ ყველაფერს კი ქმნიან მასწავლებელი და სკოლის მთელი კოლექტივი საერთო სისტემის ფარგლებში.მოწესრიგებული სასკოლო გარემოს შესაქმნელად აუცილებელია ზოგადი სტრატეგიების ცოდნა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლის სოციალურად მისაღები ქცევის განმტკიცებასა და სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, შედეგად კი აყალიბებს მოწესრიგებულ გარემოს საკლასო ოთახში და ხელს უწყობს ამ წესრიგის შენარჩუნებას, ამაღლებს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების დონეს, ხელს უწყობს მოსწავლის სოციალურ და ემოციურ განვითარებას, ამცირებს ნეგატიურ ქცევას და ზრდის საგაკვეთილო პროცესში აკადემიურ ჩართულობას.

გამოყოფენ კლასის წარმატებით მართვისთვის მნიშვნელოვან სამ ბაზისურ პრინციპს:

  • სკოლაში აქცენტირებული უნდა იყოს მაღალი მოლოდინები მოსწავლეების მიმართ, მათი შესაძლებლობებისა და თავისებურებების გათვალისწინებით;
  • სისტემა მიმართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ინტენსიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად;
  • სასკოლო გარემოში ნათლად იდენტიფიცირებული და განმტკიცებული უნდა იყოს მოსწავლის ქცევები, რომლებიც წარმატების მომტანია მისთვის.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ნაყოფიერი სასწავლო პროცესის ფორმირებისთვის აუცილებელია მოწესრიგებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ, ამისთვის კი კლასის მართვის სტრატეგიების გამოყენებას სამ ზოგად კატეგორიად ყოფენ. პირველი კატეგორია შეეხება საკლასო გარემოსა და სტრუქტურის ორგანიზებულობას, მეორე – სწავლისადმი მოსწავლეთა მოტივირებას, ხოლო მესამე – პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას, ქცევის წესების შემუშავებას მათი დასწავლისა და განმტკიცების გზით. გარემოს მოწყობასა და სტრუქტურირებას, ასევე სწავლისადმი მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფენ სკოლა და მასწავლებელი. მნიშვნელოვანად მიიჩნევა მოსწავლის ოჯახის ჩართულობაც. თუმცა ჩვენს სინამდვილეში არცთუ იშვიათია, მეტიც – საკმაოდ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ოჯახის მთლიანობა მორღვეულია, ერთი მშობელი საარსებო წყაროს ძიებაში სხვა ქვეყანაშია გადახვეწილი, მეორე კი ბავშვს არ ჰყავს, ან ჰყავს მაგრამ მას შვილისთვის არ სცალია. ასეთ დროს მოტივატორად და სწავლისთვის შთაგონების წყაროდ მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლის კეთილი ნება და ალტრუიზმი გვრჩება და ყოველივე ამის გარეშე ბავშვი უგულებელყოფისა და სასწავლო პროცესიდან გარიყვისთვისაა განწირული. არადა, სავსებით შესაძლებელია ყველა ასეთი ბავშვის სასწავლო პროცესში სრულფასოვნად ჩართვა, თუ მოსწავლის თვისშეფასებისა და მოტივაციის ამაღლებაზე მუმივად ვიზრუნებთ და მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდებით იმ ძლიერ კავშირს აღვადგენთ, რაც მოტივაციასა და სასწავლო შედეგს შორის უცვლელად არსებობს.


მთავარია, გვახსოვდეს სწავლაში წარმატების მისაღწევად უმთავრესი ფაქტორები:

  • მოტივაცია ანუ მიზანი (პროცესის მოსალოდნელი შედეგის სარგებლიანობა მოსწავლისთვის);
  • სწავლა პრაქტიკით (როცა სწავლობენ იმით, რასაც აკეთებენ);
  • შეცდომების შესაძლებლობა (მოსწავლეები ხშირად გაურბიან წარუმატებლობის რისკს, რადგან შეცდომისა ეშინიათ);
  • უკუკავშირი, რომელიც საუკეთესო საშუალებაა იმის გასაგებად, რას და როგორ აკეთებენ, რა შედეგს იღებენ მოსწავლეები [ენგი და როუზი, 2012].

იმისთვის, რომ საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო ბავშვებისთვის პრობლემური ქცევის გამომწვევი არ გახდეს, მნიშვნელოვანია, მაგიდები, სკამები, დაფა და სხვა სასკოლო ატრიბუტები განლაგდეს იმგვარად, რომ ყველა მოსწავლეს თანაბრად შეეძლოს თავისი ადგილიდან მასწავლებლის დანახვა და მოსმენა.სასურველია მერხებს შორის საკმარისი ადგილის დატოვება მოსწავლეთა (განსაკუთრებით _ ეტლით მოსარგებლეთა) დამოუკიდებელი გადაადგილების გასაადვილებლად.მიუღებელია სასწავლო პროცესის წარმართვა მეორადი განათების პირობებში. აუცილებელია საკლასო ოთახში ბუნებრივი განათების უზრუნველყოფა და ანარეკლების, მკვეთრი, თვალისმომჭრელი შუქის, ჩრდილებისთვის თავის არიდება. აუცილებლად მიიჩნევა ხმაურის წყაროების მინიმუმამდე დაყვანაც.

0
339
შეფასება არ არის
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0