x
image
beko777
ყავის მომზადების 10 წესი (ნაწილი 1-ლი)
imageშავი ყავა
შავი ყავის მოსამზადებლად სასურველია გამოვიყენოთ მხოლოდ მაღალი ხარისხის ნატურალური ყავა. შეიძლება სხვადასხვა ხარისხის ყავის შერევაც. უმი ყავის მარცვლები უნდა მოვხალოთ და დავფქვათ უშუალოდ მოხარშვის წინ. ყავის მარცვლებმა მოხალვისას უნდა მიიღოს მუქი წაბლისფერი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწვას. საერთოდ ერთ ულუფას ამზადებენ 4 ჩ. კ. ხოლო ორმაგი მზადდება 8 ჩ.კ. (8გრ.)ყავისგან.
თუ სასურველია ყავა მომზადდეს უფრო კარგი და უფრო მაგარი, უნდა გავზარდოთ რაოდენობა 5 ან 10 გრ-მდე.
ყავას არ ხარშავენ, მას მდუღარეთი აყენებენ ისევე, როგორც ჩაის. ყავა უნდა მომზადდეს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ და უნდა იყოს აუცილებლად ცხელი.

ყავა დამწვარი შაქრით
ამ სასმელს მიირთმევენ ხოლმე ჭამის შემდეგ პიკნიკზე. ძალიან ცხელი და მაგარი ყავით სავსე ფინჯნის თავზე დავიკავოთ ჩაის კოვზი, რომელზედაც დევს 1 ნაჭერი შაქარი. დაასხით შაქარს კონიაკი და წაუკიდეთ ცეცხლი. როდესაც ცეცხლი გაქრება კოვზში მოთავსებული ხსნარი გადაასხით ფინჯანში და კარგად მოურიეთ. შეგიძლიათ აგრეთვე დაუმატოთ ცოტა დარიჩინი (გემოვნებით).

ყავა ირლანდიურად
ეს სასმელი არაჩვეულებრივად ამხნევებს და აჯანსაღებს ადამიანს. მისი მირთმევა შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს.
სქელი მინის ფეხიან ბოკალში ჩაასხით 1/3 ირლანდიური ვისკი ან არაყი და დაუმატეთ ცხელი მაგარი ყავა, ნუ გაავსებთ ჭიქას ბოლომდე ისე, რომ დააკლდეს 2სმ. დაუმატეთ გემოვნებით შაქარი, მოურიეთ, დაუმატეთ ახალი ნაღები ოდნავ ათქვეფილი, არ მოურიოთ. დადეთ ნაღები ჩაის კოვზით ისე, რომ იგი დაცურავდეს ზედაპირზე და დალიეთ ყავა ამ ნაღებთან ერთად.

ყავა არაბულად
ყავადანის ფსკერზე ყრიან ცოტა შაქრის ფხვნილს და დგამენ ცეცხლზე. როდესაც შაქარი მიიღებს ყავისფერ შეფერილობას, მას ასხამენ წყალს. მიიყვანენ ადუღებამდე, ყავადანს გადადგამენ ცეცხლიდან. ყრიან შიგნით ყავას და ისევ ათბობენ, სანამ სასმელი არ ადურდება. ასეთ ყავას შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი.

ყავა თურქულად
ყავის ეს სახეობა მისი მომზადებისას შაქრის რაოდენობასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს მწარე, ტკბილი, ძალიან ტკბილი, ნაკლებად თხელი ან სქელი.
საერთოდ ერთი ფინჯნის დასამზადებლად ირებენ 1 ჩ.კ. დაფქულ ყავას და შაქარს გემოვნებით.
ყავა თუექულად მზადდება ორი წესით:
1) ყავადანში წყლის დუღილის დროს ყრიან ყავას და შაქარს გემოვნებით და ხარშავენ. ადურებულ ყავას ცოტახნით გადმოდგამენ ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დგამენ ცეცხლზე და მიჰყავთ დუღილამდე ( საერთო ჯამში ეს მეორდება 3-ჯერ)
2) შაქარეშერეულ ყავას ყავადანში ასხამენ ცივ წყალს და აყენებენ რამოდენიმე წუთს, არომატისა და გემოვნებისთვის სასიამოვნო ეფექტების გამოსამუშავებლად. შემდეგ ყავადანს დგამენ ნელ ცეცხლზე - ასე ყავა უფრო ნელა ადურდება და მის ზედაპირზე გაჩნდება უფრო მეტი ქაფი. როგორც კი ადუღდება, გადმოდგამენ ცეცხლიდან და ცოტა ხნის შემდეგ ისევ ადურებენ. თუ გსურთ, რომ ყავას არ ჰქონდეს ქაფი, ცეცხლიდან გადმოდგომის შემდეგ მას ცოტათი აპკურეთ ცივი წყალი. მზა ყავა სუფრასთან მიაქვთ შემდეგი წესით:პატარა ლანგარზე დგამენ ყავადანს, ყავის ფინჯნებს პატარა ლამბაქებით და ჭიქებს ცივი წყლით.


ყავა სიცილიურად
ყავა, რომელიც დამზადებულია თურქულად უმატებთ გაწურულ ლიმონის წვენს.

ყავა ვენურად
მომზადებულ ფინჯან ყავაში დებენ ნაღებს ათქვეფილს შაქართან და ვანილთან ერთად, ზევიდან აყრიან გახეხილ შოკოლადს. ყავაში შეგიძლიათ ჩადოთ მხოლოდ ნაღები შაქარი კი მიიტანოთ ცალკე.

ყავა პოლონურად
დამდუღრულ ფინჯანში ყრიან ახალდაფქულ ყავას, ასხამენ მდუღარეს და ურევენ, როგორც კი ზედაპირზე გაჩნდება ქაფი, ფინჯნებს ახურავენ ლამბაქებს. 7-8 წუთის შემდეგ ყავა შეგიძლიათ მიირთვათ.

ყავა ფრანგულად
მზა, მაგარ, შავ ყავას ფილტრავენ, ოდნავ უმატებენ მარილს, შემდეგ ასხამენ ფინჯნებში, თითოეულში ცოტა კონიაკისა და შაქრის დამატებით.

ყავა იაპონურად
ურევენ ცხელ, მაგარ ყავას და ძალიან ტკბილ კაკაოს (1:1), მიჰყავთ ადუღებამდე. შემდეგ გადააქვთ ფინჯნებში, თითოეულში ცოტა ნაღების დამათებით.

imageimageimageimage

1
345
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
345
  
2020, 23 თებერვალი, 23:26
მე მიყვარს ახალი ყავა დღეს დავლიე და წნევამ ამიწია
0 1 1