x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"HG 85"-შვეიცარიული მსხვრევადი ხელყუმბარა, რომელიც მსოფლიოშია აკრძალული

image შვეიცარია რაკი ნეიტრალური ქვეყანაა ბევრს წარმოუდგენია, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ძვირფასი და ზუსტი შევიცარიული საათის მქონე ბანკირები ცხოვრობენ და სამხედრო ტექნოლოგიებისაგან შორს დგანან, არა და ეს ქვეყანა ერთერთი ყველაზე მილიტარიზებულია და მისი თითოეული მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობა არ უშლის ხელს გამოცდილი მებრძოლია, რადგან მათი მომზადება რეზერვში გაწვევისას პროფესიონალურ დონეზე ხდება.
მინდა გაგაცნოთ შვეიცარიული ხელყუმბარა, რომელიც 1985 წლიდანაა შვეიცარიის არმიის შეიარაღებაში.
გარეგნულად თითქოს არაფერი, მაგრამ ეს ხელყუმბარა შეიცავს სხვადასხვა დიამეტრის ვოლფრამის ბურთულების რამდენიმე ფენას, რომელიც ხელყუმბარის აფეთქების შედეგად წრიულად იფანტება და ქვეით მებრძოლებს საშინელ ჭრილობებს აყენებს, სწორედ ასეთი ეფექტურობის გამო აღმოჩნდა ის გაეროს სპეციალისტების ყურადღების ცენტრში.
თავად შვეიცარიელმა ინჟინრებმა ჩათვალეს, რომ აღნიშნული ხელყუმბარა არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს და მისი მოდერნიზება მოახდინეს, ხელყუმბარის მოდერნიზება 2008 წელს კომპანია " RUAG Ammotec"-მა გააკეთა. მოდერნიზებული მსხვრევადი ხელყუმბარა ბევრად უფრო ეფექტური აღმოჩნდა მოდერნიზების შემდეგ და გაერომ მიიღო გადაწყვეტილება-შეეტანათ ხელყუმბარა აკრძალული საბრძოლო საშუალებების სიაში, როგორც "არაჰუმანური".
თუმცა აქ მეორე საკითხია აკრძალვის მიუხედავად იყენებენ თუ არა საომარი მოქმედების ზონებში აკრძალულ შეიარაღებას და საბრძოლო მასალას.
ასე, რომ იმის თქმა თითქოს შვეიცარია მხოლოდ ბანკების და ზუსტი საათების ქვეყანაა სრული უაზრობაა.
ხელყუმბარა განკუთვნილია ქვეითი მებრძოლების წინააღმდეგ, ვოლფრამის ბურთულას შეუძლია გააღწიოს ჯავშანჟილეტში, რომელშიც 20 ფენამდე კევლარია გამოყენებული და 1, 6 მილიმეტრამდე ტიტანის ფილაში.

ხელყუმბარის წონა 465 გრამია
ფეთქებადი მასალა ტროტილია, წონით 155 გრამი

ხელყუმბარა შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების არმიების შეიარაღებაშია.
imageimageimageimageimage ესეც ნეიტრალური ქვეყნის მებრძოლები მომზადების კურსზე შესვენებისას.
image







0
731
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
731