x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა
image

81 წლის ასაკში მსახიობი ლალი ბადურაშვილი გარდაიცვალა.ლალი ბადურაშვილს სიმსივნის დიაგნოზი გასულ წელს დაუსვეს.



დაიბადა 1938 წლის 29 ივნიის ქალაქ თბილისში, დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი ფრანგული ენის სპეციალობით. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაზე.

პირველი და მნიშვნელოვანი იყო შორონე კოლონკელიძის როლი ფილმში "დიდოსტატის მარჯვენა", მსახიობი ასე იხსენებს შორენას როლზე აყვანის ფაქტს:


"ფილმზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, ტრადიციისამებრ, გაიშალა სუფრა. ასე იყო მიღებული კინოსტუდიაში, იქაც მიგვიწვიეს. იქ უკვე კონსტანტინე გამსახურდია და მისი მეუღლეც, მირანდა ფალავანდიშვილი დაგვხვდნენ.

"კონსტანტინე ვახტანგს (იგულისხმება ვახტანგ ტაბლიაშვილი, ფილმის დამდგმელი)მოუბრუნდა: შენ შორენას ნუ ეძებ, შორენა აქ ზისო... იქ ორი ქალი ვიყავით, მე და ქალბატონი მირანდა... მოულოდნელობისაგან დავიბენი. ეტყობა, ანგარიში ვეღარ გავუწიე სიტყვებს და ისე, როგორც მესმოდა ხოლმე, ბატონო კოწია-მეთქი, მივმართე... შორენა ქერაა და ცისფერთვალება, მე რომ მისი საწინააღმდეგო გარეგნობა მაქვს-მეთქი... მახსოვს, როგორ გაუქრა სახიდან ღიმილი... კოწია არ ვარ მე, კონსტანტინე ვარო! მერე ვახტანგს უთხრა, ფილმი შავ-თეთრია, ეს არ გამოჩნდება, მაინც ლალი აიყვანე. ამაში არის ის, რაც მთავარია. იგი მთლიანად ბიბლიურიაო..."

image

ლალი ბადურააშვილმა კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა, ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“ (ლალი) რეჟ. დევი აბაშიძე 1973: „ლევან ხიდაშელი“ ( მარინე) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი 1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (ლალი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე და სხვა.

imageფოტოზე: ნოდარ დუმბაძე და ლალი ბადურაშვილი


შეგახსნებთ, შარშან მარტში, მსახიობს შვილი, 57 წლის ასაკ­ში, რე­ჟი­სო­რი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­ეცვალა.(ნინი ბადურაშვილის მამა)

0
248
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0