x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პროექციული ტესტები ბავშვთა ფსიქოლოგიაში

image
ბავშვთა შესწავლით დაინტერესებული მკვლევრების ინტერესის სფეროს დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა მათი განვითარება და კომპეტენციები. უფრო თანამედროვე კვლევები ორიენტიებულია ბავშვების შეხედულებებსა და მოსაზრებებზე. თუკი ადრე ბავშვები მიიჩნეოდნენ არასაკმარისად კომპეტენტურად იმისთვის, რომ გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები, მრავალფეროვანი მეთოდების გამყენებამ ცხადყო, რომ მათ მიერ მოწედებული ინფორმაცია საკმაოდ სანდო და ფასეულია, თუ ამ ინფორმაციის შესაგროვებლად სწორი მეთოდი შეირჩევა.
უფრო პოპულარული გახდა ბავშვობის შესახებ პოსტმოდერნისტული შეხედულებები, რომლის მიხედვითაც, ბავშვები არიან მცოდნე და კომპეტენტური საკუთარ ცხოვრებაში და ამ ცხოვრების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ უშუალოდ მათგან მივიღებთ. სოციოლოგიური პერსპექტივიდან ბავშვები უკვე არიან სოციალური მოქმედი პირები და არა ასეთ პირებად გახდომის პროცესში მყოფები. ზრდასრულებისგან განსხვავებით ბავშვებსთვის მრავალფეროვანი მეთოდების მნიშვნელოვნება განპირობებულია იმით, რომ თითოეული მეთოდი უნდა მოერგოს მათ ინტერესებს, ცოდნას და კონტექსტს.
პროექციული ტესტები თავდაპირველად ფსიქოანალიტიკოსებმა გამოიყენეს არაცნობიერი პროცესების შესასწავლად. ამ ტესტების მიზანია ინდივიდის მოტივების, აზრების, ემოციების გამოვლენა. პროექციული ტესტები ეყრდნობა ბავშვის რეაქციას ორაზროვან სტიმულებზე და ორიენტირებულია არაცნობიერი გრძნობების ამოცნობაზე. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია თემატური აპერცეფციის ტესტის ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსია. ასევე გავრცელებულია ცხოველების მეტაფორის ტესტი (Animal Metaphor Test), რომელის გამოყენებაც შესაძლებელია როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე თერაპიისთვის, და ადამიანის დახატვის ტესტი (Draw-A-Person Test), რომელიც თავდაპირველად კოგნიტური განვითარების დონის განსასაზღვრად გამოიყენებოდა, თუმცა შესაძლებელია მისი ინტერპრეტაცია პროექციული ტესტის მიზნების შესაბამისად.

ნახატები ხშირად გამოიყენება ბავშვების გამოცდილებისა და შეხედულებებზე დასაკვირვებლად. მისი უპირატესობაა, რომ ესაა გამოხატვის არავერბალური გზა, რომლის დროსაც ბავშვი აქტიური და კრეატიულია. გარდა ამისა, მათთვის ეს აქტივობა ნაცნობი და საყვარელია. ესაა ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ აღიქვამენ ისინი გარემოს. თუმცა ხშირად ბავშვები ბაძავენ ნახატებს, როლებიც აქამდე უნახავთ ან მათ უბრალოდ არ უყვართ ხატვა.
დღესდღეობით მკვლევრები ხშირად იყენებენ ნახატებს, როგორც დამატებით ინფორმაცის სხვა მეთოდებისთვის და მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რასაც ბავშვები ხატვისას ლაპარაკობენ, ვიდრე მათი ნახატების ანალიზს. რადგან თვლიან, რომ ბავშვის მიერ საკუთარი ნარატივის ინტერპრეტაცია უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, ვიდრე მოზრდილის მიერ ბავშვის ნახატის ინტერპრეტაცია.
მიუხედავად იმისა, რომ ნახატებს განიხილავენ როგორც ინფორმაციის მიღების ეფექტურ საშუალებას, ზოგი მკვლევარი ეწინააღმდეგება ნახატებით მიღებული ინფრმაციის სტატისტიკურ დამუშავებას და განზოგადებას, რადგან თითუეულ ნახატს აქვს თავისი სოციოკულტურული კონტექსტი, ამიტომ უპირატესობას ანიჭებენ კონკრეტული შემთხვევის შესწავლას. ამ მხრივ ძირითადად სპონტანური ნახატები გამოიყენება. გარდა ამისა ნახატის ინტერპრეტაცია ყოველთვის სუბიექტურია და მკვლევარი ორიენტირდება იმ პრობლემაზე, რომლის კვლევაც სურს.


0
39
შეფასება არ არის
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
39