x
image
ღიმილიანი
ოქროს კვერცხის ამბავი - ანუ კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმეს გააკეთებდეთ!

image

ერთ ფერმერს ჰყავდა ერთი ბატი, რომელიც ყოველდღე ოქროს კვერცხს
დებდა.
ამით ოჯახი უზრუნველყოფილი იყო და ფერმერი და მისი ცოლი დიდხანს
ბედნიერად ცხოვრობდნენ. ერთ დღესაც ფერმერმა თქვა -
”რატომ უნდა დავჯერდე დღეში მხოლოდ ერთ კვერცხს?
რატომ არ შემიძლია ყველა
მათგანი ერთდროულად ამოვიღო და ბევრი ფული ვიშოვნოო? ” ფერმერს უგუნური ცოლიც დათანხმდა და გადაწყვიტეს ბატისთვის
მუცელი გაეჭრათ. მოკლეს ბატი, გაუჭრეს მუცელი, მაგრამ სისხლის გარდა
ვერაფერი უპოვნეს.
ბოლოს გააცნობიერეს
თავიანთი შეცდომა და ტირილი დაიწყეს.
ამ კლასიკური მოთხრობიდან გამომდინარე, ინგლისურში დღესაცაა ასეთი
იდიომა: "არ მოკლა ბატი, რომელიც ოქროს კვერცხს დებს".

მორალი:
კარგად დაფიქრდით, სანამ იმოქმედებთ.
1
277
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
277
  
2020, 7 თებერვალი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1