x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ქართველ მთიელთა დაპირისპირება შირაქის საძოვრების გამო

image


1899 წელს მეფის მთავრობას სურდა შირაქში ჩამოესახლებინა რუსები, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შირაქის ველ-მინდვრები ოდითგან ქართველ მთიელთა – თუშ-ფშავ-ხევსურთა და მთიულ-გუდამაყრელთა საზამთრო საძოვარი ყოფილა. მთავრობის ეს განზრახვა ვაჟას ყურამდეც მისულა, მან ჩუმად ჩააგონა მთიელებს შირაქში დასახლებულიყვნენ. გაჩნდა პატარა სოფლები - ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოს კალო.


მეფის მთავრობას არ ესიამოვნა და განიზრახა მათი აყრა, ამასვე ითხოვდნენ თუშებიც, რომელთაც ცხვრის საძოვრების აღდგენა სურდათ და სხვა არაფერი. მოხდა დაპირისპირება. თუშებსა და ფშავლებს შორის ბრძოლამ დიდხანს გასტანა, თუშების მხარეს იყო მთავრობა, ძალა, ფული და გამოცდილი ადვოკატები, ფშავლების მხარეს კი – ქართველი ინტელიგენცია, სიმართლე და ვაჟა ფშაველა. ვაჟას ბრძოლამ და ამაგმაც დიდი შედეგი გამოიღო და დღეს წარმოუდგენელია საქართველო "პურის ბეღლად" წოდებული შირაქის გარეშე.

1
385
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
385
  
2020, 5 თებერვალი, 3:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1