ისტორიული ქართველ მთიელთა დაპირისპირება შირაქის საძოვრების გამო 2020, 4 თებერვალი, 1:52 1899 წელს მეფის მთავრობას სურდა შირაქში ჩამოესახლებინა რუსები, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შირაქის ველ-მინდვრები ოდითგან ქართველ მთიელთა – თუშ-ფშავ-ხევსურთა და მთიულ-გუდამაყრელთა საზამთრო საძოვარი ყოფილა. მთავრობის ეს განზრახვა ვაჟას ყურამდეც მისულა, მან ჩუმად ჩააგონა მთიელებს შირაქში დასახლებულიყვნენ. გაჩნდა პატარა სოფლები - ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოს კალო. მეფის მთავრობას არ ესიამოვნა და განიზრახა მათი აყრა, ამასვე ითხოვდნენ თუშებიც, რომელთაც ცხვრის საძოვრების აღდგენა სურდათ და სხვა არაფერი. მოხდა დაპირისპირება. თუშებსა და ფშავლებს შორის ბრძოლამ დიდხანს გასტანა, თუშების მხარეს იყო მთავრობა, ძალა, ფული და გამოცდილი ადვოკატები, ფშავლების მხარეს კი – ქართველი ინტელიგენცია, სიმართლე და ვაჟა ფშაველა. ვაჟას ბრძოლამ და ამაგმაც დიდი შედეგი გამოიღო და დღეს წარმოუდგენელია საქართველო "პურის ბეღლად" წოდებული შირაქის გარეშე. 385 1-ს მოსწონს
|