x
image
_K_
რას აკვირდებიან სტიუარდესები, როცა ბორდზე ადიხართ - 7 მნიშვნელოვანი ფიზიკური ნიშანი
imageადამიანის პროფილის შექმნა - მგზავრის ფსიქოლოგიური პორტრეტის შეფასება აეროპორტში არ მთავრდება, ყველაზე საინტერესო რამ ბორზე ასვლისას იწყება. მომღიმარი სტიუარდესები თვითმფრინავში აქეთ-იქით დადიან და ცდილობენ, ფიზიკური ნიშნით ამოიცნონ, რომელი მგზავრი რას წარმოადგენს.


სტატიაში შემოგთავაზებთ 7 ნიშანს, რასაც სტიუარდესები აკვირდებიან, როცა მგზავრი ბორდზე ადის.






1. სტიუარდესა მაშინვე შეამჩნევს, თუ "გამარჯობას" არ იტყვით.

მიზეზი არსებობს, რატომაც გესალმებიან სტიუარდესები ბორდზე ასვლისას: ეს ადამიანის პროფილის შექმნის ნაწილია. თუ პერსონა მისალმებაზე იმავეთი ვერ პასუხობს, მაშინ სავარაუდოა, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ის არავის დაეხმარება. თუ ადამიანი მეგობრულია, მაშინ სავარაუდოა, რომ სახიფათო მომენტებში ის სხვებსაც გაუწევს დახმარებას.

image






2. მათ თვალებში არ უყურებთ.


მისალმებისას სტიუარდესები ყოველთვის თვალებში უყურებენ ადამიანს. თუ ის თვალით კონტაქტით არიდებას ცდილობს, ეს შემაშფოთებელი ნიშანია. ასე ისინი იქცევიან, რომლებმაც რაღაც ცუდი გააკეთეს. რა თქმა უნდა, ვინც მზერას გარიდებთ, ყველაზე ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ცუდი გააკეთეს - ეს, უბრალოდ, ერთ-ერთი ნიშანია, რაზეც სტიუარდესები საბოლოო დასკვნას ამყარებენ.

image






3. ფერმკრთალი სახე და წითელი ცხვირი გაქვთ.

თვითმფრინავში ასვლამდე აეროპორტის თანამშრომლებმა შეიძლება გთხოვოთ, წარადგინოთ ექიმის ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ თქვენი ავადმყოფობა სხვებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ასეთი ადამიანები სტიუარდესებისთვის დამატებითი თავის ტკივილია, მათ ზედმეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, გამუდმებით ჰკითხონ, როგორ გრძნობენ თავს და იმ ადამიანებისგან მოშორებით დასვან, რომლებსაც ინფექციის გადადების ეშინიათ.

image






4. თან პროკლამაციები და ბროშურები გაქვთ.

რა მოხდება, თუ ადამიანი თავის გარშემო ყველასთან დაიწყებს ლაპარაკს და შეეცდება, დაარწმუნოს ისინი, რომ კულტს ან რამე ამდაგვარს შეუერთდნენ? სტიუარდესას მთავარი საქმეა, ფრენა მაქსიმალურად კომფორტული და უსაფრთხო გახადოს ყველასთვის. ამიტომაც აჟიტირებული მგზავრები, რომლებსაც ყველასთან სურთ კომუნიკაციის დამყარება, ნამდვილი კოშმარია.

image






5. კითხვაზე პასუხის გაცემისას ძალიან სწრაფად და აბდაუბდად საუბრობთ, ბევრ შორისდებულს იყენებთ.

საუბარში ბევრი შორისდებულისა და პაუზის გამოყენება იმის ნიშანია, რომ ადამიანს რაღაც აწუხებს. ასე რომ, ზედმეტად ნელა ან ზედმეტად სწრაფად საუბარი სტიუარდესებისთვის შემაშფოთებელი ნიშანია. ასეთი საუბრის მანერით ხომ ადამიანები თავიანთი მისწრაფებებისა და გეგმების დამალვას ცდილობენ. რა თქმა უნდა, არავინ ელის, რომ ახალი ამბების წამყვანივით ილაპარაკებთ, მაგრამ თუ თქვენში ეჭვი შეეპარებათ, სტიუარდესებისგან აუცილებლად მიიღებთ ზედმეტ ყურადღებას.

image






6. ბერძენი ღმერთივით გამოიყურებით.

თუ სტიუარდესა გიღიმით და თქვენს კუნთებს აკვირდება, მაშინვე ნუ იფიქრებთ, რომ ძალიან სიმპათიური ხართ და გეპრანჭებათ. სინამდვილეში, მან პოტენციურ დახმარების წყაროდ აღგიქვათ. შეიძლება გამოსადეგი იყოთ, თუ რომელიმე მგზავრი იხმაურებს ან პრობლემებს შექმნის, თუ მოხუც ქალს მძიმე ჩანთები ექნება, ან თუ ავარიული გასასვლელის გაღება იქნება საჭირო. სტიუარდესები ბედნიერები არიან, როცა ბორდზე ძლიერ ადამიანებს. ასევე, თვითმფრინავში იმყოფებიან ექიმი, პილოტი და სამაშველო გუნდი.

image






7. ძალიან მოუსვენარი ხართ.

სახის კუნთების დაჭიმვა, წელის ჩატეხვა, ხველა, თავის აქეთ-იქით ქნევა, პოზის ხშირად შეცვლა და სხვა მსგავსი არავერბალური ნიშნები ამბობს, რომ ადამიანი რაღაცის დამალვას ცდილობს. თუ ვიღაც ძალიან ბევრს იცინის, სავარაუდოა, რომ რაღაც აწუხებს. ეს ადამიანები ხშირად მეტ ყურადღებასა და მოთმინებას ითხოვენ, როგორც ისინი, რომლებსაც ფრენის ეშინიათ. არასტაბილური ადამიანი მარტივად ამოიცნობა. სტიუარდესა იმახსოვრებს, სად ჯდება ის და აკვირდება. ასეთი ადამიანი შეიძლება აგრესიული აღმოჩნდეს, რაც ფრენას საფრთხეს შეუქმნის.

imagep.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ არის თვითმფრინავის სკამები ყოველთვის ლურჯი - ის, რაც აქამდე არ იცოდით

image


2. 14 საჭირო კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

image


3. როგორ გადავრჩეთ კრიტიკულ სიტუაციებში - 10 ხერხი, რასაც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჯარისკაცები იყენებენ

image

2
2338
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2338
  
2020, 7 თებერვალი, 2:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 5 თებერვალი, 13:34
ფრენის კომპენსაცია ✔ https://flyinspectors.com/ka/
0 1 2