x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ შეიცვალნენ სამეფო ოჯახის წევრები ბოლო 10 წლის განმავლობაში და რას საქმიანობენ დღეს
imageდედოფალი ელიზაბეთ II ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მონარქი გახდა, პრინცი ფილიპი სამეფო სამსახურში ყოფნის რამდენიმე წლის შემდეგ გავიდა პენსიაზე, წყვილს ერთად 8 შვილთაშვილი შეეძინა... ეს მხოლოდ რამდენიმე ამბავია, რაც 2010 წლის შემდეგ მოხდა. სტატიაში უფრო დეტალურად გაგაცნობთ, როგორ შეიცვალა სამეფო ოჯახის წევრების ცხოვრება ბოლო 10 წლის განმავლობაში.






1. დედოფალი ელიზაბეთ II

დედოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება 2017 წლის 6 თებერვალს მოხდა, როცა მან Sapphire Jubilee აღნიშნა. ეს ნიშნავს, რომ იმ დროს 65 წელი შესრულდა, რაც ელიზაბეთი ტახტზე ზის.


ასევე, 2016 წელს დედოფალმა 90-ე დაბადების დღე აღნიშნა. ერთი წლის შემდეგ კი მან და პრინც ჰარიმ პლატინის ქორწინების წლისთავი აღნიშნეს, რაც ნიშნავს, რომ ისინი პირველი სამეფო წყვილი გახდნენ, ვინც ერთად 70 წლის განმავლობაში არიან.

image






2. პრინცი ფილიპი


2017 წელს, 65 წლიანი სერვისის შემდეგ, პრინცმა ფილიპმა ოფიციალურ მოვალეობებზე უარი თქვა და პენსიაზე გავიდა. მისი ბოლო მიპატიჟება ბუკინგემის სასახლეში შედგა 2017 წელს. ამის შემდეგ ის მშვიდად ცხოვრობს სანდრიგჰემის მამულში, ხის სახლში, კითხულობს, ხატავს, წერილებს წერს და მეგობრებთან ერთად ატარებს დროს.

image






3. პრინცი ჩარლზი

ბოლო 10 წლის განმავლობაში პრინცს დედოფლის უფრო და უფრო მეტი საქმის გაკეთება მოუწია. ტახტის მემკვიდრე ასევე დიდი ენვირომენტალისტია - 2017 წელს წიგნიც კი გამოაქვეყნა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

image






4. კამილა, კორნვოლის ჰერცოგინია

პრინც ჩარლზთან ერთად კამილა გაერთიანებული სამეფოს საქმეების მოგვარებაშია ჩართული. 2017 წელს მან 70-ე დაბადების დღე აღნიშნა.

image






5. პრინცი უილიამი

საბოლოოდ, 2011 წელს უილიამმა ცოლად შეირთო დიდი ხნის შეყვარებული ქეით მიდლტონი. დღეს ის ცნობილია, როგორც ერთგული ქმარი და მისაბაძი მამა.


კარიერულ მიღწევებს რაც შეეხება, პრინცი 2008 წელს Royal Air Force-ში გაწევრიანდა, ტრენინგ-კურსი გაიარა და 2010 წელს მაღალკვალიფიციური პილოტი გახდა.

image






6. ქეით მიდლტონი

2011 წლის ქორწინების შემდეგ ქეითმა კემბრიჯის ჰერცოგინიას ტიტული მიიღო და ცხოვრება ქველმოქმედებას, ბავშვებს, სპორტსა და ხელოვნებას მიუძღვნა.


ბოლო 10 წლის განმავლობაში მან 3 შვილი გააჩინა - პრინცი ჯორჯი (2013), პრინცესა შარლოტი (2015) და პრინცი ლუისი (2018).

image






7. პრინცი ჰარი

10 წლის წინ პრინც ჰარის ცხოვრება არმიისადმი იყო მიძღვნილი. ის ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების კაპიტანი იყო და 2012 წელს ავღანეთის ომშიც კი მონაწილეობდა. 2015 წელს მან ოფიციალურად დატოვა არმია, მაგრამ ჯარისკაცების მხარდაჭერა განაგრძო. 2014 წელს მან the Invictus Games შექმნა, რომელშიც დაჭრილ სამხედრო პირებს შეეძლოთ, სხვადასხვა სპორტის სახეობაში მიეღოთ მონაწილეობა.


2017 წელს ის პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში მეგან მარკლისთან ერთად. ისინი 2018 წელს დაქორწინდნენ და მომდევნო წელს ვაჟი შეეძინათ.

image






8. მეგან მარკლი

10 წლის წინ მეგანი მსახიობი იყო და მონაწილეობდა ისეთ TV-შოუებში, როგორიცაა CSI: NY, General Hospital და Suits. როცა 2017 წელს პრინც ჰარიზე დაინიშნა, კარიერა მიატოვა, რათა სამეფო ოჯახის წევრი გამხდარიყო. 2019 წელს ვაჟი - არჩი შეეძინა.


თუმცა, მისი სამეფო ცხოვრება დიდ ხანს არ გაგრძელებულა - 2020 წლის დასაწყისში წყვილმა გადაწყვიტა, უარი ეთქვათ სამეფო ტიტულზე და მუშაობა დაეწყოთ, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, ამასთანავე, განაგრძობდნენ დედოფლის მხარდაჭერას.

image






9. პრინცესა ანა

პრინცესა ანა ბევრ საქმეს ასრულებს დედამისის, ელიზაბეთ მეორესთვის. 2017 წელს მან ითავა სამეფო ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები. ასევე, ის ბევრს მოგზაურობს და 200 საქველმოქმედო კომპანიაზე მეტშია ჩართული.

image






10. პრინცი ენდრიუ

2011 წლამდე პრინცი ენდრიუ International Trade and Investment-ში ბრიტანეთის განსაკუთრებული წარმომადგენელი იყო. 2015 წელს ის The Duke of Edinburgh’s International Award Foundation-ის ნდობით აღჭურვილი პირი გახდა. ახალი როლის მიხედვით, პრინცი მოგზაურობს გაერთიანებულ სამეფოში, ესწრება ღონისძიებებს და წარადგენს Gold Awards-ს.


2019 წელს ენდრიუმ ოფიციალურად თქვა უარი სამეფო ვალდებულებებზე "პროგნოზირებადი მომავლის" გამო.

image






11. პრინცესა ბეატრისი

2011 წელს კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ბეატრისმა არაერთი პოზიცია გამოიცვალა, მათ შორის მუშაობდა IT კომპანიაში ნიუ-იორკში და იყო ბავშვების ხოფსისის (უიმედო ავადმყოფების კლინიკა) მფარველი. 2010 წელს ის გახდა პირველი სამეფო ოჯახის წევრი, რომელმაც ბოლომდე გაირბინა ლონდონის მარათონი.

image






12. პრინცესა ეუგენია

2013 წელს ეუგენია ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ონლაინ აუქციონების კომპანია Paddle8-ში მუშაობდა. შემდეგ ლონდონში დაბრუნდა და პოზიცია მიიღო Hauser & Wirth-ის ხელოვნების გალერეაში. ის დღესაც იქ მუშაობს.


კოლეჯში პრინცესა ეუგენიამ ჯეკ ბრუკსბანკი გაიცნო, რომელსაც 2018 წელს ცოლად გაჰყვა.

image






13. პრინცი ედუარდი

დედოფლისა და პრინც ფილიპის უმცროს შვილს - ედუარდს საზოგადოებრივი ყურადღება არ იზიდავს და მშვიდად ცხოვრებას ამჯობინებს თავის ცოლ სოფისთან ერთად. 2019 წელს წყვილმა ქორწინების მე-20 წლისთავი აღნიშნა.


თუმცა, ედუარდს არც თუ ისე ცოტა სამეფო მოვალეობა აკისრია. სამხედრო შეხვედრებისა და The Duke of Edinburgh’s Award პროგრამის გარდა, ის 80-ზე მეტ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

image






14. სოფი, ვესექსის გრაფინია

ვესექსის გრაფინია ხშირად უერთდება მეუღლეს სამეფო მოვალეობების შესრულებაში. 2011 წელს წყვილი ავღანეთს ესტუმრა, 2012 წელს - კარიბის კუნძულებს. გარდა ამისა, სოფი ბევრ რამეს აკეთებს, დაწყებული მოდის სფეროთი, დამთავრებული შშმ პირების მხარდაჭერით. საერთო ჯამში, მის მფარველობაში 70 საქველმოქმედო ორგანიზაციაა.

imagep.s. მასალის გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. 10 უჩვეულო და საინტერესო ფაქტი სამეფო ოჯახის შესახებ

image


2. როგორი იქნებოდა მსოფლიო დღეს, აშშ რომ არ შექმნილიყო

image


3. როგორ გამოიყურებიან მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალების შვილები

image


4. ვინ არიან ცნობილი ადამიანების შვილები და რატომ არ მიჰყვებიან ისინი მშობლების გზას

image

1
995
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
995
  
2020, 7 თებერვალი, 2:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1