x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
5 წელი მილიონერებს ვაკვირდებოდი და იცით რა აქვთ საერთო? მხოლოდ 1 ფაქტორი!
ადამიანები, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს, ჩვენზე უფრო მეტ გავლენას ახდენენ, ვიდრე ვფიქრობთ.

უფრო მეტიც, თქვენი მეგობრული დამოკიდებულება გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენს გამოიმუშავებთ.

ტომას კორლი 5 წლის განმავლობაში ყოველდღე მდიდარი ადამიანების ჩვევებს აკვირდებოდა. მან ყველა მდიდარი ადამიანის ერთი საერთო თვისება აღმოაჩინა: ისინი მთელი ძალით პესიმისტებს გაურბიან.


image

„ადამიანებს, რომლებმაც მილიონები თავად იშოვეს, სურთ, რომ კონტაქტი ჰქონდეთ მხოლოდ იმ ხალხთან, ვინც მათში დადებით ასოციაციებს იწვევს. ისინი ხალხში ოპტიმიზმს, მიზანდასახულობას, ენთუზიაზმს, სამყაროს მიმართ დადებით ხედვას აფასებენ“ - ამბობს ექსპერტი.


მდიდარი ადამიანების 86%-მა, რომლებმაც კორლის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს, აღიარა, რომ შეგნებულად ისეთ ადამიანთან ნაცნობობას ეძებენ, ვინც პოზიტიურად ფიქრობს და ფულის გამომუშავების პრობლემა უფრო მეტად აღელვებთ, ვიდრე სხვებს.


image

მეორე მხრივ „ტოქსიკურ“, უარყოფით ხალხთან ურთიერთობას ასევე შეგნებულად გაურბიან.

უარყოფითი, ნეგატიური აზროვნების მეგობრების და ნაცნობების პოზიტიური თანამშრომლებით ჩანაცვლებიის მნიშვნელობას რთულია გადაჭარბებული ვუწოდოთ. ეს ყველა იმ ხალხის დამახასიათებელი თვისებაა, რომლებიც კორლმა შეისწავლა.

დასკვნა: ყველა ჩვენგანი, მდიდარი თუ ღარიბი, ქვეცნობიერ დონეზე იმ ადამიანებს ვბაძავთ, ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს.


„ცხოვრებაში გრძელვადიანი წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა პოზიტიურ მსოფლმხედველობას ფლობთ“ - ამბობს კორლი.

image

სხვათა შორის, ის ერთადერთია არაა, ვინც ფინანსური წარმატების მთავარ გასაღებად პოზიტივს და პოზიტიურ ურთიერთობებს მიიჩნევს. 100 წლის წინ ამ ფაქტორს ყურადღება ჟურნალისტმა ნაპოლეონ ჰილმა მიაქცია. მსგავს დასკვნამდე იმ დროისთვის 500 ყველაზე მდიდარ ადამიანთან ასობით ინტერვიუს ჩატარების შემდეგ მივიდა.

„ქალებს და კაცებს იმ ადამიანების ხასიათის და ჩვევების მიღება ახასიათებთ, ვისთანაც ურთიერთობენ. თავად აზროვნება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“ - წერდა 1937 წელს თავის ბესტსელერში „იფიქრე და გამდიდრდი“.

ეს ყველაფერი საპირისპირო მიმართულებითაც მართალია: წარმატების არანაირი შანსი არ გაქვთ, თუ მუდმივად პესიმისტურ, ნეგატიურად დამუხტულ ხალხთან კონტაქტი გექნებათ.


ასევე დაგაინტერესებთ:

საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან

image

დაუთმეთ დღეში 1 საათი ამ 5 რამეს და თქვენი ცხოვრება შეიცვლება

image

10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

image

პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ

image

წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდეimage

0
2049
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2049