x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პილოტმა შეამჩნია ნასროლი რაკეტა- გამოქვეყნდა ირანელ დისპეტჩერთან საუბარი
image

ირანული ავიაკომპანია "ასემენ ეირლაინსის" თვითმფრინავის პილოტმა შეამჩნია, უკრაინული თვითმფრინავის boeng 737-800-ისკენ მიმართული რაკეტა და გადასცა დისპეტჩერს. საუბრის ჩანაწერი გადმოსცა ტელეკომპანია ТСН-მა. საუბარია თვითმფრინავზე, რომელიც შეცდომით ჩამოაგდო ირანმა, 8 იანვარს.

image

"თვითფრინავთან ცეცხლის ბილიკებია, ნასროლ რაკეტას ჰგავს. რა შეიძლება ხდებოდეს?" - ეკითხება კატასტორიფის მომსწრე პილოტი დისპეტჩერს. დისპეტჩერი კი ცდილობს დაზუსტებას, სად მოხდა აფეთქება და მოემართება თუ არა რაკეტა თეირანისკენ. პილოტი თავის მხრივ ირწმუნება, რომ რაკეტა ნასროლია თეირანიდან. ამაზე კი დისპეტჩერი პასუხობს, რომ თავადაც არ იციან, საიდანაა რაკეტა ნასროლი და იმედს იტოვებს, რომ თვითფრინავს რაიმე საფრთხე არ ემუქრება.





უფრო ადრე ცონიბილი გახდა, რომ ირანმა 80 ათასი დოლარის კომპენსაცია შესთავაზა დაზარალებულთა ოჯახებს, თუმცა უკრაინამ დახმარება არ მიიღო. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამის გამო, უკრაინა სასამართლოში იჩივლებს. მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დაზარალებულთა ოჯახებმა, სახელმწიფოსგან 200 ათასი გრივნა მიიღო, აგრეთვე თანხას ჩარიცხავს უკრაინული ავიაკომპანია "უკრაინის საერთაშორისო ავიალანი"(МАУ) სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით.


image


ასევე ცნობილია, რომ ირანმა შავი ყუთი სხვა სახელმწიფოს არ გადასცა, თუმცა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, ირანს მოუწოდა შავი ყუთის სხვა სახელმიწოფოსთვის გადაცემა, იმდენად რამდენადაც, ირანს არ გააჩნია სახსარი, რომ მონაცემები სწრაფად გამოაშკარავდეს.


ავიაკომპანია МАУ-ს თვითმფრინავი Boeng 737-800-ი, ჩამოაგდეს 8 იანვარს გამთენიისას თეირანის აეროპორტიდან აფრენისას. დაიღუპა 176 ადამიანი, მათ შორის 11 იყო უკრაინის მოქალაქე. 11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს.


0
530
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
530
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0