x
image
გემი დალანდი
ჰობი და ბიზნესი:5 ხელსაქმე,რომლითაც ფულის შოვნა შეგიძლიათ
image

ბევრ ქალს აქვს ჰობი, რომელიც ხელსაქმეს უკავშირდება. ზოგს ქარგვა უყვარს, ზოგს ქსოვა, ზოგს კერვა და ა.შ. ხშირად ეს ქალები ისე ქმნიან საოცარ ნივთებს, რომ არცკი ფიქრობენ, თუ ამით ფულის შოვნაა შესაძლებელი.

ამ სტატიაში იმ 5 ხელსაქმის შესახებ მოგიყვებით, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ სასარგებლო სასიამოვნოს შეუთავსოთ და საყვარელი საქმით ფული გამოიმუშაოთ.


1.ფლორარიუმი


ფლორარიუმი დღეს ძალიან პოპულარულია. მათზე მოთხოვნა თანდათან იზრდება. თუ ყვავილების გახარება და მებაღეობა თქვენი ჰობია, შეგიძლიათ ფლორარიუმები გააკეთოთ და შემოსავალიც მიიღოთ.

ფლორარიუმი - ესაა მინის ჭურჭელში გაშენებული პატარა ბაღი, სადაც შეგიძლიათ ასევე პატარა სახლები ჩადგათ და ერთგვარი მინი-სამყარო შექმნათ. ასეთ ფლორარიუმში ძირითადად სუკულენტებს და ხავსს იყენებენ.

image

image

2.საკონდიტრო ნაწარმი

თუ ცხობა გიყვართ და კარგად გამოგდით, შეგიძლიათ ეს საქმიანობა თქვენს შემოსავლის წყაროდ აქციოთ. განათავსეთ განცხადება და რეკლამა ფეისბუქ-ჯგუფებში, სხვადასხვა საიტებზე. სთხოვეთ მეგობრებს, რომ რეკომენდაცია გაგიწიონ. საქმე ისაა, შეძლებათ თუ არა, ამ საქმიანობას დაუთმოთ დიდი დრო. თუ - კი, მაშინ თამამად იმოქმედეთ!

imageimage

3.თიხა და კერამიკა

თიხის და კერამიკის ნაკეთობები მუდამ აქტუალურია. მათ ყველა სახლში შეხვდებით.

განა გაცილებით უფრო სასიამოვნო არ იქნება საყვარელი ყავის თუ ჩაის დალევა ასეთი შესანიშნავი ფინჯნებიდან?

imageimageთიხისგან ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა სამშვენისები, ყვავილის ქოთნები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც დაამზადოთ.

4.სათამაშოები ბავშვების ნახატების მიხედვით

რომელ ბავშვს არ მოუნდება მისი დახატული პერსონაჟის მიხედვით შექმნილი რბილი სათამაშოს ქონა? თუ ქსოვის ტექნიკას კარგად ფლობთ და თოჯინების ქსოვაც გეხერხებათ, შეგიძლიათ შეკვეთები მიიღოთ და ბავშვების მიერ დახატული პერსონაჟები გააცოცხლოთ.

imageimage

5.ტრიკოტაჟის ძაფით ქსოვა

ბოლო დროს ასევე ძალიან პოპულარულია ტრიკოტაჟის ძაფით ქსოვა. ამ ძაფით შეგიძლიათ ზარდახშები, ჩანთები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მოქსოვოთ.

imageimage

გარდა ფეისბუქ-ჯგუფებისა, შეგიძლიათ თავადაც შექმნათ საკუთარი ფეისბუქ-გვერდი და თქვენს ნაწარმს გაუწიოთ პოპულარიზება.

წარმატებას გისურვებთ :)


1
327
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
327
  
2020, 5 თებერვალი, 3:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1