x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უკომპლექსობა იმას არ ნიშნავს საზოგადოება და საზოგადოებრივი წესები ფეხებზე დაიკიდო და ისე მოიქცე, როგორც მოგეპრიანება

image არსებობს საზოგადოებაში ქცევის დაწერილი თუ დაუწერელი ნორმები, ასეც, რომ არ იყოს ელემენტარული კულტურა მოითხოვს რიგ საკითხებში საზოგადოებას ანგარიში გაუწიო და საზოგადოებრივი ცხოვრების წესით იცხროვრო.
საუბარი არაა თავსმოხვეულ წესებზე, საუბარია ზრდილობაზე, კულტურაზე და უბრალოდ ადამიანურ ნორმებზე.
ამ შემთხვევაში საუბარია მეტროს ვაგონებში ქცევის თავისებურებებზე. მეტროს ვაგონებში გაკრულია აბრა, რომელიც მგზავრს სთხოვს: არ მოწიონ ვაგონებში, არ დაანაგვიანონ ვაგონები, რუსეთის მეტროში კი სულაც ასეთი აბრაა წარწერით: ნუ დაამტვრევთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავარძლებს.
სავარძელი ნორმალურმა ადამიანმა რატომ უნდა დაამტვრიო, ან როცა აკრძალულია სიგარეტი რატომ უნდა მოწიო ან ნაგავი რატომ უნდა დაყარო იქ, სადაც თავად გიწევს ყოფნა ანუ მგზავრობა.
თუმცა არის საზოგადოების ნაწილი აქაც, რუსეთშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც, რომლებიც არ დაგიდევენ დადგენილ წესებს და მოთხოვნებს, რასაც ეს სურათების ადასტურებს.
ზედა სურათზე აშკარაა შშმ პირისათვის გათვალისწინებული სავარძელი დაკავებული აქვს გოგონას, თან მარტო ერთი სავარძელი არა სამი სავარძელი და ძინავს.
აქ კი მგზავრი მამაკაცი იძულებულია წყვილის დაუბანელი ფეხების "სურნელს" გაუძლოს.
image აქ კი ქალი საზოგადოების თვალწინ მოურიდებლად იპარსავს ფეხებს.
image აკრძალვის მიუხედავად ფერადკანიანი ქალბატონი სიგარეტს დაუფარავად ეწევა.
image ამ ბიჭს სულ არ აინტერესებს მგზავრები ფეხზე, რომ დგანან მთავარია ის მოკალათდეს ორ სავარძელზე და დაიძინოს.
image ამ ბიჭმა სულაც ოთხი სავარძელი დაიკავა, ალბათ თავისი დახეული წინდის სადემონსტრაციოდ.
image ღორები მარტო ოთხი ფეხის მქონე არსებები არ არიან, ადამიანებსაც ჰყავთ თავიანთი "ღორი" რომლის "ნაღვაწსაც" აქ ხედავთ.
image image ის მომენტია როცა ადამიანი ფიქრობს: "სხვისი აზრი არ მაინტერესებს, მთავარია მე ვიყო კარგად".
image მორიგი ადამიანის გარეგნობის "ღორის ნაღვაწი".
image " მე ვარ და ჩემი ნაბადიო"-ასე იკითხება ამ ბიჭის საქციელი, გოგოები ფეხზ დგანან ამას კი რამდენიმე სავარძელი დაუკავებია.
image ამ ვაგონს ეტყობა, რომ აქ "ღორებს პიკნიკი" ჰქონდათ.
image სიგარეტის მოწევა, რომ აკრძალულია დარწმუნებული ვარ კარგად ეცოდინება, მაგრამ სიგარას მშვიდად ეწევა ეს ფერადკანიანი მამაკაცი.
image ეტყობა დაუბანელი ფეხის "გამომზეურება" ახალი ტრენდია.

image ამ მეტრონს დაცვა არ ჰყავს ეტყობა, სკუტერს რა უნდა მეტროს ვაგონში?
image კულტურის დეფიციტი, პირადი ჰიგიენის დეფიციტი, კანონის უგულებელჰყოფა-აი რა ჩანს ამ სურათებიდან.

0
591
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
591