x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508461
ცნობილი ადამიანები რომ გურულები ყოფილიყვნენ

image

ცნობილი ადამიანები რომ გურულები ყოფილიყვნენ იქნებოდნენ აი ესეთები:

"მივეი, გუუჭიტინე, მოვასომგორომე" - იულიუს კეისარი

"ვინცხა ძლიერია იგია სტორიც" — კრილოვი

"ორი რაცხა მაკვირვებს ამ დუნიაზე, აი ჟღვარჟღვალა ვარსკვლავები ცაში და სვინდისი ჩემში" — იმანუელ კანტი

"მათხუეთ დასაბჯენი ტოჩკა და გადავატრუალებ დუნიას (დედომიწას) — არქიმედე

"ჭადი და სეირი" — იუვენალი

"ტიტუუ, რაფერი კაი არტისტი ვკტებიიი" — ნერონი

"იი მაინც ვიცი, არასფერი რომ არ ვიცი. მარა ვაი იგენს (იმ აბდლებს) ვინცხას გონია, რო რაცხა იცის" — სოკრატე

"კარქათ იგი იკრიჭება, ვინცხა ბოლოში გეიკრიჭება" — ჟან პიერ ფლორიანი

"პლატონა კაი ამხანაგია, მარა სისტორე უმფრო ნამეტანი და გადასარევი" — არისტოტელე

"მკტარზე ან კაი უნდა თქვა ან არასფერი" — ქილონი

"ბონდოიე, ჯეიმსა ბონდოიე" — აგენტი 007

"გადამრევს აი ხალხი, რა უნდა ბიჯო ამ ღელეზე გადასვლას?! აა მე გადევიარე და გადმოით თქვენც" — იულიუს კეისარი

©️ დათო მეგრელიშვილი

0
645
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0