x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
მთიელთა წესები
image


*** მთიელთა წესით ფშავ-ხევსურეთში ბავშვის ხელში აყვანა ვაჟკაცისათვის სირცხვილად ითვლებოდა;


*** მთაში ვაჟკაცს ისე არაფერი უტეხს სახელს, როგორც სიყვარულზე ლაპარაკი და მექალთანეობა;


*** ხევსურეთში ცოლი ქმარს ვერ იტირებს - სირცხვილად ითვლება;



*** ფშავში და საერთოდ მთაში, ხალხის თვალწინ წაქცევას ვერ იტანენ მთიელები, სიამაყის გამო;


*** მთაში ბევრი იყო რწყილი, კაცს რწყილი არ დააძინებდა თუ დათვის ტყავზე არ დაწვებოდა - დათვის ტყავს რწყილი არ ეკარებოდა. საპატივცემულო სტუმრის დაწვენაც ამიტომ იცოდნენ დათვის ტყავზე;


*** მთიელები ვერ ითმენენ თავისი თანამოძმის გადიდკაცებას, გამდიდრებას, წამოყელყელავებას. თუ ვინმე ასეთი გამოჩნდებოდა მოიშორებდნენ, მოჰკლავდნენ;


*** ძველად მთაში მხოლოდ გარდაცვლილთა სახელებს არქმევდნენ ახალდაბადებულებს.

1
471
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
471
  
2020, 3 თებერვალი, 2:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1