x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ღარიბი ხარ-გამეცალე"-იაპონელმა მოდელმა საქმროს ფული მთლიანად გაანიავა და ქორწილიდან ერთ კვირაში გაეყარა
image

იაპონელმა მოდელმა საქმროს 3 თვის განმავლობაში დაუხარჯა 100 მილიონი იენი (დაახლოებით 2, 4 მილიონი ლარი) სამი თვის განმავლობაში. თან ამტკიცებს, რომ გულუხვი კაცები გადაშენდნენ.

image

იაპონელმა მოდელმა კატო სარიმ განაცხადა, როგორც იქნა განქორწინდა მომაბეზრებელ და რაც მთავარია ღარიბ მეუღლესთან.


არ შეგიძლია ცოლის შენახვა? - მაშინ გამეცალე!


image


კატო სარი თავის მომავალ მეუღლეს 2019 წელს შეხვდა. თავბრუდამხვევი სამთვიანი რომანტიკული ურთიერთობის განმავლობაში, გოგონას შეყვარებული ყველაფერს უსრულებდა- მამაკაცმა ამ ხნის განმავლობაში მთელი ქონება დაახარჯა, უყიდა ცნობილი ბრენდული ტანსაცმელი, ძვირადღირებული ავტომობილი და ფუფუნების სხვა საგნები...თითქოს და ლამაზი ცხოვრება სამუდამოდ გრძელდებოდა..



მამაკაცმა საბოლოოდ კატოს ცოლობა სთხოვა, რა დროსაც 3 მილიონი იენის ღირებულების ნიშნობის ბეჭედი აჩუქა.(დაახლოებით 75 000 ლარი)

image


თუმცა, ქორწილიდან ერთი კვირის შემდეგ, მოდელმა გადაწყვიტა მიეტოვებინა თავის ახლადგამომცხვარი ქმარი. მისივე თქმით, 36 წლის ქმარმა, რომელიც უძრავი ქონების სფეროში მუშაობდა, ცოლს სთხოვა ფულის უაზროდ ხარჯვას გადაჩვეოდა, რადგან მისი კომპანია ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა და იმ ანგარიშის დაზოგვა მოუწევდათ, საიდანაც მოდელი არაფერს არ იკლებდა.

image

ამ სიტყვებმა კატომ იმდენად აღშფოთა, რომ განქორწინება მოითხოვა. განქორწინების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა და 2019 წლის იანვარში დასრულდა.


იმავდროულად, გოგონა საკუთარ თავს დამნაშავედ საერთოდ არ თვლის. იგი ირწმუნება, რომ ყოველთვის გალაღებით ცხოვრობდა და არც მალავდ, რომ უფულო კაცები არც არასდროს აინტერესებდა. "ღარიბი ხარ - გამეცალე!"

image

უფრო მეტიც, გოგონა ამ სიტუაციაში ქმარს თაღლითად მიიჩნევს: რატომ დათანხმდა ქორწინებას, თუ იცოდა, რომ მას არ შეეძლო მისი შენახვა?

image

კატოს ისიც ეწყინა, რომ სანამ საცოლე იყო მანამდე გულუხვად ხარჯავდა საქმრო ფულს, ქორწილის შემდეგ კი უმალ შეწყვიტა.

image

ყოველ შემთხვევაში, Instagram- ზე კატომ გამომწერებს შეახსენა, რომ ქორწინება უკან მოიტოვა და მზად არის ახალი ურთიერთობისთვის, - ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება გამოჩნდეს მამაკაცი, რომელსაც "უზომო საფულე" აქვს? მართალია, ჯერჯერობით არც არავის გამოუთქვამს სურვილი, რომ მორიგი "წლის ხარირემი" გახდეს, მაგრამ კატო იმედოვნებს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

image


იხილეთ ავტორის სხვა სტატიები

1
619
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
619
  
2020, 5 თებერვალი, 3:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1