x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«ქალები წითლებში» – მოდის ისტორიაში შესული 10 ლეგენდარული კაბა

წითელი — ფერის გარდა, სილამაზეს, მშვენიერებას ნიშნავს. ხოლო, აქ 10 კაბას წარმოგიდგენთ, რომლიც უმშვენიერეს ქალბატონებს ემოსათ და თითოეული მათგანი იმდენად ეფექტურად გამოიყურებოდა, რომ საზოფადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მოდის ექსპერტების მხრიდან კი, აღნიშნულმა სამოსმა, მხოლოდ დადებითი შეფასება დაიმსახურა.


image



1991 წ. სუპერმოდელი სინდი კროუფორდი «ოსკარის» დაჯილდოვებაზე, ღრმა დეკოლტიანი წითელი კაბით გამოჩნდა. Debenhams-ის მიერ ჩატარებული ქსელური გამოკითხვთ, Versace-ს წითელმა კაბამ, რომელიც მოდელს ემოსა, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე, ყველაზე დასამახსოვრებელ კაბებს შორის, მე-10 ადგილი დაიკავა.


image



კინომოყვარულებს კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად ემახსოვრებათ ჯულია რობერტსის წითელი კაბა ფილმიდან – «ლამაზმანი» (1990 წ.). კაბას ღრმა დეკოლტესთან ერთად, მხრებზე ზონრებიც გადაწეული აქვს. ხოლო, მის დამატებით ელემენტებს თეთრი ხელთათმანები და ბრილიანტის ყელსაბამი წარმოადგენს.


image



ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური წითელი კაბის დემონსტრირება, 2007 წლის «ოსკარებზე», ნიკოლ კიდმანმა მოახდინა. ეს Balenciaga-ს შედევრია, რომლის ყელზე მობმული წითელი ბაბთა, ერთგვარ შლეიფში გადადის, რაც თვით კრისტობალ ბალენსიაგას სტილს ძალიან ჰგავს.


image



ალბათ, ყველაზე დახვეწილი კაბა, რომელიც კემბრიჯის ჰერცოგინიას ტანზე გვინახავს, ეს წითელი კაბაა! ამისთვის კი, პრინცესა კეთრინმა მადლობა Preen by Thornton Bregazzi-ის მოდის სახლს უნდა გადაუხადოს.imageimage



შეუდარებლად გამოიყურებოდა, მოშიშვლებული ზურგით და თეძომდე შეჭრილი წითელი კაბით, 2013 წ. კანის კინოფესტივალზე ჩასული შერონ სტოუნი. ხოლო, მოდის კრიტიკოსებმა Roberto Cavalli-ის ეს წითლი კაბა ნამდვილ შედევრად აღიარეს. imageimage



ფილმში «ნიაგარა» (1953 წ.) მერლინ მონროს წითელი კაბა ეცვა, რომლის სილუეტი და მკერდზე გაკეთებული ნასკვი, XX საუკუნის მოდის ხატებად იქცა და უნდა აღინიშნოს, რომ მისი ტირაჟირება დღესაც ხდება.



image



სუპერმოდელ ბელა ჰადიდს არასდროს მორიდებია საზოგადოებაში მეტისმეტად თამამი სამოსით გამოჩენა. მაგრამ, 2016 წელს კანის კინოფესტივალზე, მისი გამოჩენა Alexandre Vauthier-ის, თეძომდე შეხსნილი, ატლასის წითელი კაბით, ნამდვილი ტრიუმფი იყო, რომელიც მის თაყვანისმცემლებს კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ.


image



სახელგანთქმული მსახიობი შარლიზ თერონი საზოგადო თავყრილობებზე გამოსაჩენად, უპირატესობას ყოველთვის დახვეწილ და ქალურ სამოსს ანიჭებს. მან საკუთარ იმიჯს არც 2016 წელს უღალატა და «ოსკარის» დაჯილდოვებაზე, ღრმა დეკოლტიანი წითელი კაბით მივიდა.


image



ჯინა ლოლობრიჯიდას მიერ შესრულებული ესმერალდას როლი (1956 წ.) ყველაზე წარმატებულად დასახელდა, ვიქტორ ჰიუგო «პარიზის ღვთისმშობლის ტაძარის» ეკრანიზაციის ისტორიში. რა თქმა უნდა, ამ აღიარების მთავარი მიზეზი, მსახიობის მიერ უბადლოდ შესრულებული როლია. თუმცა, შეიძლება, ამ წარმატებაში, გარკვეული წვლილი წითელ კაბასაც მიუძღვის, რომელიც, მთავარი გმიისთვის, მხატვარმა ჯორჯ კ. ბენდამ შექმნა. ფილმის ყველა აფიშაზე და პოსტერზე, ვარსკვლავი სწორედ ამ კაბით იყო გამოსახული.


image



ახლა კი, ავანგარდი: 2009 წ. ლედი გაგამ, «საუკეთესო ახალი არტისტი» კატეგორიაში, MTV Video Music Awards-ს პრემია მიიღო და კუთვნილი პრიზის მისაღებად, სცენაზე წითელი კაბით და გვირგვინით გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის მეტად ექსცენტრულად გამოიყურებოდა და ბევრი ადამიანის გაოცება გამოიწვია. ერთი რამ ცხადია: ლედი გაგას გამოსვლა ეს გამოსვლა, მაყურებელს ნამდვილად დაამახსოვრდა.


image

imageimageimageimageimageimageimage









4
945
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
945
  
2020, 15 თებერვალი, 3:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 13 თებერვალი, 10:03
მე ლედი გაგას კაბა უფრო მომწონს, რა თქმა უნდა, უგვირგვინოდ და სარჩულიც არ აწყენდა :)
2020, 13 თებერვალი, 2:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 12 თებერვალი, 22:26
მონროს კაბა მომეწონა, მიყვარს წითელი ფერი
0 1 4