x
image
კატაპულტი
კორონავირუსი უკვე ევროპის 8 ქვეყანაშია დაფიქსირებული – რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება?!
image

კორონავირუსი საკმაოდ სწრაფად აგრძელებს გავრცელებას მთელს მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე 12 დღეა ყოველდღიურ შედეგებს აცნობს საზოგადოებას და ამ მონაცემების მიხედვითაც აშკარაა, რომ სწრაფად ჩნდება ახალი კერებიც და მატულობს დაინფიცირებულთა რიცხვიც.

იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს ვირუსის გავრცელების სისწრაფე, მიმოვიხილოთ ყოველდღიური სიტუაციური ანალიზი .

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტის მიხედვით,


20 იანვრისათვის დაინფიცირებული იყო 282 ადამიანი, აქედან 4 ადამიანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ (იაპონია 1, კორეა 1, ტაილანდი 2).

3დღის შემდეგ, 23 იანვარს, დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა, 581, ტაილანდში უკვე 4 ინფიცირებულით და აშშ-ში ერთით.

25 იანვრის მონაცემებით, ვირუსი დაუფიქსირდა 1320 ადამიანს. სიაში პირველად გამოჩნდა ევროპის ქვეყანა, კერძოდ, საფრანგეთი, სადაც ერთბაშად 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

26 იანვარს დაავადებულთა რიცხვი უკვე 2014 აღწევს.

27 იანვარს – 2798.

28 იანვარს – 4593 ინფიცირებული. ახალი შემთხვევა ფიქსირდება გერმანიაში.

29იანვარს – 6065.

30 იანვარს – 7818, აქედან ევროპაში – 10 შემთხვევა (საფრანგეთი– 5, გერმანია -4, ფინეთი- 1).

31 იანვარს – 9826, აქედან ევროპაში- 14 შემთხვევა ( საფრანგეთი 6, გერმანია- 5, იტალია -2, ფინეთი 1).

1 თებერვლის მონაცემებით, რაც ბოლო ოფიციალური მონაცემებია – დაინფიცირებულია 11953 ადამიანი. დაინფიცირებულები გამოჩდნენ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, ესპანეთსა და შვედეთში თითო შემთხვევა, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში - 2-2 შემთხვევა. გერმანიაში დავირუსებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. სულ ევროპაში – 22 დაინფიცირებული.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი ზოგჯერ ხასიათდება სიმპტომების დაგვიანებით გამოვლენით, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ დაავადებულთა რიცხვი გაცილებით დიდი იყოს, თუმცა მედიკოსების განცხადებით, ძლიერი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისათვის ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ:

ახალი მითითებები კორონავირუსთან დაკავშირებით

0
146
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0