x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რატომ ანათებს მზე?
რატომ ანათებს მზე? იმიტომ ხომ არა, რომ სითბოს გამოყოფს.რისთვის ჭირდება მზეს მანათობელი სხივები ხშირად გაისმის ხოლმე ეს კითხვა და მაინც საბოლოო პასუხამდე ვერ მივდივართ რადგან დედამიწაზე რაც გულწრფელად ანათებს და ნამდვილია იმის პასუხის გამოცნობაც რთულია.რისი თქმა მსურს ამით, რომ რეალობის დანახვა რთულია აი მაგალითად, მზის, ძლიერ სხივებსაც კი თვალებში ვერ ვუყურებთ, თვალებს ვერ ვახელთ რადგან მისი სინათლე " გვაჭყიტებს "ჩვენ კი მისგან თავის დაღწევას ვცდილობთ.მის ზრუნვაზე და სითბოზე უარს ვამბობთ, მის სიკეთეს ფეხქვეშ ვთელავთ, არაფრად ვაგდებთ მხოლოდ ის გვგონია, რომ უბრალო შუქია რომელიც ანათებს მთელ სამყაროს, რომ ირგვლივ დღისით სინათლე იყოს და დღეც ბნელი არ გახდეს როგორც ღამე მაგრამ მზის ნათება ამაში არ მდგომარეობს .image
ანათებს იმისთვის, რომ სხვებს აჩუქოს სიცოცხლე, ცხოვრება და არსებობა.ანათებს იმისთვის, რომ ადამიანებმა ყოველი დღე დავიწყოთ პოზიტივით, ანათებს იმიტომ, რომ იყოს ნაკლები შური, მტრობა, ქიშპობა და მეტი სიკეთე, მეტი კარგი რამ ამ ცხოვრებაში.მეტი სიფერადე, მეტი პოზიტივი, ნაკლები სიბნელე, ნაკლები ბოროტება, ნაკლები შავი დღეები, ნაკლები სევდა და ნაკლები ვარდივით დამჭკნარი და ნამტირალევი ადამიანთა სახეები.მეტი სითბო, მეტი ღიმილი და იმედი...

იმედი, სურვილი და რწმენა -მზის ერთ-ერთი სხივია რომელიც გვანათებს და გვაქვს რაღაც მოლოდინი რომელიც მომავალს უკავშირდება.რაღაცის გვჯერა და გვწამს, რომ ეს ასე იქნება...


სითბო- მზის სხივი რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობას, ადამიანურ მოპყრობას და კარგ დამოკიდებულებას ასწავლის

სიკეთე- მზის მესამე სხივი, რომელიც ყველა ბოროტი თუ კეთილი ადამიანის თვალთან ანათებს რსდგან ცდილობს ბოროტსაც კი დაანახოს, რომ არსებობს უკან დასახევი და მოსაბრუნებელი გზა სიკეთისკენ


სიყვარული- მეოთხე მზის სხივი.სიყვარული, რომ არა დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა და არც მზე გაანათებდა

და მეხუთე თვით მზე რომელიც ოქროსფერი, იდუმალი სხივებით სავსეა...

ნუთუ მზის სხივებს ვიღებთ ჩვენ ადამიანები?

არა, არასდროს.სხივებს მხოლოდ ზაფხულში ვიყენებთ, რუჯისთვის და ეს ძალიან სამწუხაროა, როცა იგნორს ვუკეთებთ ბუნებრივ მოვლენას რომელიც ზემოდან სიკეთით სავსეა, გვიგზავნის სიკეთეს მაგრამ ჩვენ ადამიანები ამას არ ვიღებთ....

მზისგან მხოლოდ თბილ დღეებს ველით ზაფხულში, რომ ზღვაზე გასვლა შევძლოთ და კანზე შევიგრძნოთ მისი სხივები ასე ხელოვნურად...

მიეფიცხე მზეს და შეიგრძენი ის წამები რომელიც სულიერად გაგათბობს.თუ სულიერად თბილი ხარ შენ სამყაროსაც გაათბობ.



0
100
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0