x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომ გადაყარეს ამერიკელებმა 46 ვერტმფრენი ზღვაში ვიეტნამის ომის დროს

image მფრინავები გემზე ხალხის გადმოსხმისთანავე გემბანიდან სწრაფად სწევდნენ ვერტმფრენებს ცაში და გემიდან მოშორებისთანავე ზღვაში ხტებოდნენ, საიდანაც ისინი გემის სამაშველო ჯგუფს ამოჰყავდა.
ევაკუაცია, რომელმაც 46 ამერიკული ვერტმფრენი შეიწირა 1975 წლის აპრილში მოხდა და ცნობილია, როგორც ოპერაცია "გამჭოლი ქარი".
აშშ-ვიეტნამის ომის დროს გადაღებული სურათები, სადაც ამერიკელი და ვიეტნამელი სამხედროები და სამოქალაქო პირები გადაჰყავთ გემებზე აღიქვეს, როგორც აშშ-ს დამარცხება ამ ომში.
ამერიკელებს 1969 წლიდან ვიეტნამიდან უკვე გამოჰყავდა ჯარი და სამხედრო ანალიტიკოსების აზრით საიგონი 1976 წელს აუცილებლად დაეცემოდა, თუმცა ჩრდილოეთ ვიეტნამის არმიის სწრაფმა შეტევამ ამერიკელების და მათი მოკავშირე ვიეტნამელების წინააღმდეგ ისეთი მწვავე ფორმა მიიღო, ამერიკელები იძულებული გახდნენ დაეწყოთ სასწრაფო ევაკუაცია საიგონიდან, ევაკუაცია მალევე გადაიზარდა პანიკაში.
ევაკუაციისათვის გამოყოფილი იყო 15 ამერიკული სამხედრო ხომალდი, მათ შორის ავიამზიდები.
ევაკუაციის დაწყების კოდური სიგნალი გახდა საიგონის რადიოს განცხადება: "საიგონში ტემპერატურამ 105 გრადუსს მიაღწია და იზრდება".
სულ 1300 ამერიკელი და 5000 ვიეტნამელი იქნა ევაკუირებული. ცაში პეპლებივით ირეოდნენ ვერტმფრენები, აუტანელი ზუზუნის ხმა იდგა ირგვლივ, ავიამზიდების გემბანები გადაჭედილი იყო ხალხით და ხალხით დატვირთული ვერტმფრენისათვის ადგილის გასათავისუფლებლად, წინა ვერტმფრენს ზღვაში აგდებდნენ, ვერტმფრენების პილოტებიდან ვერტმფრენში მხოლოდ ერთი რჩებოდა და გემიდან მოშორებისთანავე ვერტმფრენიდან ზღვაში ხტებოდა, საიდანაც სამაშველო ჯგუფებს ამოჰყავდათ.
ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა, ავიამზიდის გემბანზე დაეცა დაბალ სიმაღლეზე გადაფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავის "სესნას"-სალონიდან გადმოგდებული წერილი: "მე მაიორი ბოანგი ვარ, ჩემთან ცოლი და ხუთი შვილია, მე შემიძლია გემბანზე დავსვა თვითმფრინავი თუ გემბანზე დასაფრენ ადგილს დამითმობდით. მე 1 საათის საფრენი საწვავი დამრჩა მხოლოდ..."!
ოპერაცია "გამჭოლ ქარს" 46 ამერიკული ვერტმფრენი შეეწირა, ისინი ზღვაში გადააგდეს.

0
955
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
955