რელიგია "რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?!"-რომან გოცირიძე 2020, 1 თებერვალი, 14:27
ეკონომისტი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და პარლამენტარი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე ეკლესიაში ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენების ინიციატივით გამოდის და წერს:
"რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ერთჯერადმა შპრიცებმა, სხვა მსგავსმა, ერთი შეხედვით მარტივმა ”სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის” მიღწევებმა?! რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?! ამ გაგანია ვირუსობის პერიოდშიც კი ხმას რომ არავინ იღებს ამაზე? არაა ადვილი ეს ეკლესიისათვის, მაგრამ პროგრესულობა სწორედაც რომ თამამი ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება." მისმა პოსტმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სოციალურ ქსელში, ზოგი უწონებს ინიციატივას, ზოგიც აკრიტიკებს, ხოლო ზოგიერთი ირონიული ხასიათის კომენტარებს წერს. 376 3-ს მოსწონს
|