x
image
Yoona
Mediator image
ჯორჯი 6 წლიდან ტარზანობაზე ოცნებობს, მის ვიდეოს კი 10 მლნ ნახვა აქვს
ჯორჯი ტარზანის შესახებ მოთხრობებმა და ფილმებმა იმდენად გაიტაცა, რომ მისი მიბაძვა დაიწყო. მაიმუნის სამაგალითო შვილად ყოფნა მისთვის საკმარისი არ იყო, მას სურდა, რომ სხვებს მისი უჩვეულო მსგავსება დაენახათ. ამისთვის YouTube-ზე მოკლე კლიპების გადაღება დაიწყო და ფარულ ოცნებას ჩუმად ინახავდა, რომ ჰოლივუდის ფილმში მთავარ როლზე მიიწვევდნენ.


image

თვითრეკლამა

ჯერჯერობით იმას მიაღწია, რომ სოციალურ ქსელებში პოპულარულია და მისმა ყველაზე პოპულარულმა ვიდეომ 10 მლნ ნახვა დააგროვა. ვინ არის ტარზანი? ეს გარუჯული, ათლეტური აღნაგობის მამაკაცია, რომელიც ჯუნგლებში ცხოვრობს. მისი საუკეთესო მეგობრები ცხოველებია. რა თქმა უნდა, ხრიკების შესასრულებლად საჭიროა არა მხოლოდ ძალა, არამედ სპორტული მომზადება. უნდა იყო ამტანი და ნებისმიერი ამინდის პირობა მედგრად გადაიტანო. ჯორჯი ყველა ამ თვისებას ფლობს.



image

არა მხოლოდ ლამაზი

ჯორჯს ვიდეოს გადაღებაში მისი ძმა, რუდოლფი ეხმარება. მისი ვიდეოები ხალხს მოსწონს და მის არხს 70 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ჯორჯი ტარზანში არა მხოლოდ სილამაზეს, არამედ მდიდარ შინაგან სამყაროს აფასებს. როგორც ცნობილია, ჯუნგლიდან გამოსული დიდ სიკეთეს და თანაგრძნობას ფლობდა. ცხოველებს მხოლოდ გამოსაკვებად ან დასაცავად კლავდა. მას ბუნება უყვარდა და აფასებდა, რადგან ეს მისი სახლი იყო. ჯორჯის აზრით, ტარზანისგან შეიძლება ცხოველების სიყვარული ვისწავლოთ. მისი ცხოვრების ისტორია სუფთა და მიამიტურია, მის შესახებ წიგნი ავტორმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში დაწერა, როცა ადამიანებმა სტრესის შესახებ არაფერი იცოდნენ და ბუნებასთან თანხმობაში ცხოვრობდნენ.


image

საკუთარი პიროვნების შესახებ ჯორჯი ამბობს, რომ ის არის ის, ვინც არის. იყო ტარზანი მისი მოწოდებაა. ამისთვის 32 წლის მამაკაცი ყოველდღიურად სავარჯიშო დარბაზს სტუმრობს, რომ კუნთები გაიზარდოს. ასევ ხედვის, სმენის, სუნის შეგრძნებებს ავარჯიშებს, რომ ბუნება უფრო უკეთ აღიქვას.


image

ჯორჯი კინოში გადასაღებად ჯერ კიდევ არ მიიწვიეს, მაგრამ სატელევიზიო შოუში როგორც უნიკალური ადამიანი საინტერესო ბედით უკვე მოხვდა. მისი შეხედვით შეიძლება მიხვდეთ, თუ ვინ არის ჯორჯი და რას აკეთებს.


ასევე დაგაინტერესებთ:

სელფი ზვიგენთან: უშიშარი მყვინთავი ეგზოტიკურ ზღვის არსებებთან ფოტოებს იღებს

image

“ცხოველთა მომთვინიერებელი”: ირლანდიელი ფოტოგრაფის კაშკაშა სელფები ცხოველებთან ერთად

image

როგორ გამოიყურება ემპაირ სტეიტ ბილდინგის 103-ე სართული, კინოთეატრი თეთრ სახლში და კიდევ 7 საიდუმლო ადგილი, სადაც უცხო პირი ვერ მოხვდება

image

ვისაც ეჩქარება: იტალიელი არქიტექტორი სახლს მხოლოდ 6 საათში აგიწყობთ

image

მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე

image

0
441
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
441