x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
როგორი არის საუკეთესო სამშობიარო სახლი მსოფლიოში

დღეს ჯანმრთელობის დაცვის განვითარება ყველა მიმართულებით მიმდინარეობს და არა მხოლოდ სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით... ნებისმიერ ქვეყანაში, კლინიკის ხელმძღვანელები და სამედიცინო პერსონალი პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ცდილობენ და ამ მხრივ, არც სამშობიარო სახლებია გამონაკლისი. პირდაპირი სამედიცინო ვალდებულების შესრულებასთან ერთად, ისინი მყუდრო გარემოს ქმნიან, რომ მშობიარემ თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.


image


კომფორტის და სიმყუდროვის თვალსაზრისით, საუკეთესო პირობებია შექმნილი იაპონიის სამშობიაროებში. ყველანაირი პირობის გარდა, რომელსაც კლინიკები მშობიარეებს სთავაზობენ, მომსახურე პერსონალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქალებს ბავშვის გაჩენის მოტივაცია გაუჩნდეთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დემოგრაფიული სიტუაცია ქვეყანაში სულ უფრო და უფრო უარესდება (გარდაცვალების მაჩვენებელი, შობადობაზე მაღალია, ხოლო მოსახლეობის, თითქმის, 30% – 65 წელს გადაცილებულია).


მაშ ასე, რა არის განსაკუთრებული იაპონურ სამშობიარო სახლებში, რამაც ეს ქვეყანა, აღნიშნული მაჩვენებლებით, I ადგილზე გაიყვანა:


image


* მედპერსონალი ვარდისფერ ფორმას ატარებს;

* პალატებში საუკეთესო რემონტია. თითეოეულ პალატას საკუთარი სააბაზანო აქვს;

* მშობიარესთვის და ახალშობილისთვის ყველაფერი უფასოა;

* მრავალფეროვანი მაღალკალორიული კვება: ბრინჯი (აუცილებლად ყოველ დღე), გამომცხვარი ხორცი, თევზის ასორტიმენტი, ზღვის პროდუქტები, სალათი, ხილი, წვენები;

და კიდევ, იაპონელი ექიმები, საერთოდ არ ცნობენ დიეტას მეძუძური დედებისთვის – შეზღუდვა, მხოლოდ, ძროხის რძეზე ვრცელდება.


image


* მედდა, რომელიც მზად არის, ბავშვს ნებისმიერ დროს და ხანგრძლივობით მიხედოს.

* ნამშობიარები ქალი მთელ დღეს პალატაში, ჩვილთან ერთად ატარებს. ხოლო, პერსონალი, ახალბედა დედებს, ყველაფერს მაგალითებზე ასწავლის და შეცდომების გამოსწორებაზეც მუშაობს.

* ყველა პალატაში არის ნარინჯისფერი ღილაკი, რომლითაც დახმარების გამოძახება დღე–ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება.

imageimageimageimageimageimageimage








0
468
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0