x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ირანელი წინასწარმეტყველის პროგნოზები, რომელიც ერთი-მეორის მიყოლებით სრულდება

image


ცნობილმა ირანელმა წინასწარმეტყველმა სალმან სალეჰიგუდარზამ განაცხადა, რომ მსოფლიოს დასასრული 5 წელიწადში შეიძლება მოვიდეს. მან იწინასწარმეტყველა, რომ უახლოეს მომავალში ბუნებრივი კატასტროფები მოხდება მთელ მსოფლიოში - ვულკანური ამოფრქვევები, ცუნამები. ბევრი დარწმუნებულია, რომ ფილიპინების ვულკანის ბოლოდროინდელი ამოფრქვევა მიუთითებს იმაზე, რომ წინასწარმეტყველება ახდება.


- ირანელმა ნათელმხილველმა იწინასწარმეტყველა, რომ მსოფლიოს დასასრული ძალიან მალე იქნება


- წინასწარმეტყველებას ადასტურებს ფილიპინებში ვულკან ტაალის ამოფრქვევა



- ვულკანის ამოფრქვევას შეეძლო ნეანდერტალების განადგურება

-სკეპტიკოსებს არ სჯერათ, რომ დედამიწა ხალხს ვულკანის საშუალებით ანადგურებს


image


ირანელი წინასწარმეტყველი სალმან სალეჰიგუდარზა სამშობლოში დიდი პატივისცემით გამოირჩევა. მოხუცმა ირანის სულიერი ლიდერების სამარხებში მედიტაციის შემდეგ მიიღო ნათელხილველობის ნიჭი. მოხუცი 11-12 დღის განმავლობაში მთებში მედიტაციას ეწეოდა. ის ამტკიცებს, რომ მან ამ დროს გაიგო სამყაროს მრავალი საიდუმლოება. ირანში, მის მსგავს ხალხს დერვიშს ეძახიან.


ერთ-ერთ ბოლო წინასწარმეტყველებაში, სალმანმა აღნიშნა, რომ მომავალში კაცობრიობა ცეცხლსა და ფერფლს მიიღებს, თუ ის არ შეიცვლება. ირანელი წინასწარმეტყველის თანახმად, აღმოსავლეთში ვულკანები გამოიღვიძებენ და ამოფრქვევებით დაისაჯებიან ადამიანები მათი ქმედებებისთვის. სალმანმა ასევე თქვა, რომ თუ ცივილიზაცია გონს არ მოეგება, ყველაფერი მტვრად იქცევა".



image


ირანელი წინასწარმეტყველების გახსენების მიზეზი იყო ტაალის ვულკანის შესაძლო ამოფრქვევა, რომელიც მდებარეობს ფილიპინების დედაქალაქ მანილას სამხრეთით. ამა წლის 12 იანვარს, ამოიფრქვა გიგანტური ფერფლიი 1 კმ-ის სიმაღლეზე, მას თან ახლდა მიწისქვეშა ბიძგები, რამაც ხელისუფლება აიძულა ამოფრქვევის მზაობის დონე აემაღლებინა.


მათ გასცეს ბრძანება დაახლოებით 80000 მაცხოვრებლის ევაკუაციიის შესახებ. ორ კილომეტრის მანძილზე ფერფლის და გაზის ამოფრქვევის გამო ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ტაალის გარშემო განგაშის დონე ოთხამდე გაზარდა.


ისინი თვლიან, რომ საშიში ამოფრქვევა შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდეს. ინსტიტუტის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისინი ევაკუაციის რეკომენდაციას უწევენ ტაალის ვულკანიდან 14 კილომეტრში მცხოვრებ ადამიანებს. ამასთან, ექსპერტებმა მოსახლეობა გააფრთხილეს ვულკანური ცუნამის შესახებ.



image



რამდენიმე წლის წინ, ნასას ამერიკელმა ექსპერტებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, კაცობრიობისთვის ყველაზე საშიშ საფრთხეზე. მათი აზრით, ყველა გლობალური კატასტროფისგან პირველ ადგილზე სწორედ ვულკანის ამოფრქვევაა, რადგან, ეს საფრთხე უფრო რეალურია მეტეორიტის შესაძლო ვარდნას ან ომის დაწყებასთან შედარებით.



თუ დიდი ენერგიის ორი ან სამი ვულკანის ამოფრქვევა მოხდა, მაშინ ე.წ. ბირთვული ზამთარი დადგება მთელ დედამიწაზე. ფერფლისა და გაზის გამო, რომელიც პლანეტას მოიცავს, მზის სხივები ვერ შეძლებს შეაღწიონ ატმოსფეროში საკმარის რაოდენობით. ამის გამო, კლიმატი გაცილებით ცივი გახდება, რაც მოსავლის განადგურებას და შიმშილს გამოიწვევს.




ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, 39 ათასი წლის წინ ფლეგრეის მინდვრებზე, რომელიც ნეაპოლის დასავლეთით მდებარეობს, ვულკანის ამოფრქვევა გახდა ნეანდერტალელთა გადაშენების მთავარი მიზეზი. ეს ამოფრქვევა ყველაზე დიდია ევროპაში ბოლო 200 ათასი წლის განმავლობაში.



image



ექსპერტების აზრით, იმის გამო, რომ ფერფლის ღრუბლები დაფარავდა მზეს რამდენიმე წლის განმავლობაში, ტემპერატურა მკვეთრად დაცემოდა, ხოლო, ფტორისა და ქლორიდის ნაერთების გამოყოფა, გოგირდის დიოქსიდის მჟავას წვიმების პროვოცირებას მოახდენდა. ამრიგად, ნეანდერტალელები, შესაძლოა, სიცივისაგან დაიხოცნენ.


სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ვულკანის ამოფრქვევა არ შეიძლება ჩაითვალოს პლანეტა დედამიწის პასუხად ადამიანის ქმედებებზე. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში უფრო მიზანშეწონილია ვისაუბროთ ისეთ ბუნებრივ კატასტროფებზე, როგორიცაა გვალვა და ცუნამი, რადგან, ისინი პირდაპირ კავშირშია კაცობრიობის საქმიანობასთან, ატმოსფეროს განადგურებასა და გლობალური დათბობასთან.




4
2638
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
2638
  
2020, 1 თებერვალი, 21:20
დავმატებ დედამიწა არ განადგურდება არნაერი წარღვნა და გამყინვარება არ იქნება.იქნება მხოლო მიწის ძვრები უფრო ხშირად ხანძერები და ცუანამიც მაგრამ ეს არ გაანდგურებს დედამიწას.ეს ყველაფერი სულ ხდებოდა მაგრამ ბოლო ჟამისკენ გახშირდებაოოო,გეიგეთ ახლააა:)
2020, 1 თებერვალი, 21:16
მასე იწინსწარმეტყველებ აპოკალისიდან რაღაცებს და რო მოხდება იტყვინ ნახე ყველაფერი ხდებაო:)დალოცვინო ვულკანი გაიღვიძებს კიარა(რომელიც ბუნებრუვ მოვლენა და გასკვირი არაფერია)წმინად მამებმა მოლაპარკე ყუთებიიქნება და იქიდან გაიგებს ადამიანი ყველა უბედურებასო ეს არ გიკვიღთ.90ხალხს ჯერ კიდე სსრის პასპორტები ,რომ ქონდა მამა გაბრიელმა ჩიპიანი პასპორტები შემოვაო.რა არ ახდა?ვიღაცა თრიაქით გაბრუებული ბეჭდების ბრძანებელში რო ჯადოქარია იმას ,რომ აგავს იმის გჯერათ.მარტლა სასაცილოა ეს ყველაფერი:)
2020, 1 თებერვალი, 2:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 31 იანვარი, 23:25
ასეთებზე ვხალისობ, რადგან სახარებაში და ყურანში გარკვევით წერია: მაშინ მოვალ როცა არავინ მელოდებაო!
ტოტალური სექტის "იეჰოვას მოწმეების" უხუვესებმაც მრავალგზის გვაუწყეს "არმაგედონზე....
0 1 4