x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკელმა მილიარდელმა ილონ მასკმა საცეკვაო კომპოზიციის ტექსტი დაწერა და სიმღერაც ჩაწერა, კომპოზიციის სახელია «Don't Doubt ur Vibe»

image ამერიკელმა მილიარდელმა და უზარმაზარი კომპანიის მფლობელმა ილონ მასკმა საზოგადოება ახლა არა მეცნიერული მიღწევით, არამედ საცეკვაო კომპოზიციისათვის ტექსტის დაწერით და კომპოზიციის სტუდიაში ჩაწერით გააოცა.
დიახ, ილონ მასკის ტექსტზე შეიქმნა კომპოზიცია «Don't Doubt ur Vibe». კრიტიკოსებმა უკვე განიხილეს კომპანია "ტესლას" მფლობელის მიერ შესრულებული კომპოზიცია, რეცენზიები განსხვავებული იყო, კომპოზიცია ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ჟანრს მიაკუთვნეს.
ტვიტერის საკუთარ გვერდზე მასკმა განაცხადა, რომ კომპოზიციისათვის ტექსი მან დაწერა და თავადვე შეასრულა. თუმცა კრიტიკოსების ნაწილმა იხუმრა, რომ ფრაზის დაწერას, რომელიც ხშირად მეორდება კომპოზიციაში "Don't doubt your vibe ( ეჭვი არ შეგეპაროს შენს ემოციებში) მაინცდამაინც დიდი შრომა არ დაჭირდებოდა.
ჰიტის მეორე ნაწილში კი მასკი უკვე ხშირად იმეორებს "Because it's true" (იმიტომ, რომ ეს სიმართლეა).
image სხვათაშორის მასკმა შარშან 1 აპრილს გამოუშვა რეპ-კომპოზიცია, რომელიც გორილა ხარამბეს მიუძღვნა.
ასე მიმდინარეობდა კომპოზიციის ჩაწერა
image

0
74
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
74