x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იდუმალებით მოცული კაბა
ღამე, ჩემთვის ბრჭყვიალა, მოციმციმე, კაშკაშა ვარსკვლავებთან ასოცირდება.რომელიც მხოლოდ სიბნელეში ანათებს დღისით კი უჩინარდება.ასე, რომ ვთქვათ ღამის კაბას ირგებს და დღის კაბა გამჭირვალეა.მხოლოდ ცისფერი ცა და თეთრი ღრუბლები ჩანს...

ღამე ცა ლურჯია, მუქი ლურჯი მოთარეშე ვარსკვლავებით სავსე

ისეთი შეგრძნება მეუფლება ხოლმე ვარსკვლავების ყურებისას თითქოს სამყარო მშვენიერია, თითქოს სამყაროში მცხოვრები ადამიანები კეთილები არიან და მეც ბედნიერი ვარ.

მაგრამ როცა თენდება ყველა ეს ფიქრი თავიდან მიქრება და ძველ, ყვითელ რეალობას ვუბრუნდები სადაც სამყარო შავი ტალახია, სადაც ადამიანები ბედნიერები არ არიან და სადაც მე, არ ვიღიმი. . .


ასე, რომ ვთქვა დღისით სევდა შემომაწვება ხოლმე, სევდა რომელიც მთელი დღის მანძილზე მიპყრობს და მიტაცებს თავისი ძველებური შარმით.

ღამით კი ისვენებს, ხელს მიშვებს და მარტო მტოვებს ხოლმე

ღამით მარტოსული ვარ, ჩემს ვარსკვლავებთან ერთად, თავისუფლებას ვგრძნობ რომელსაც აქამდე ვერ ვგრძნობდი და თურმე სად ყოფილა თავისუფლება ახლა ვიგრძენი, რომ სამყარო რაღაცნაირია და ვერასდროს გაუგებ.ვერ უწინასწარმეტყველებ, ვერაფერს ჩაუფიქრებ

პირიქით ის ჩაგიფიქრებს შენ მანათობელ ან დამანგრეველ ვარსკვლავად.

და ჰო ჩვენ, ადამიანებიც ხომ მოკაშკაშე ვარსკვლავები ვართ, ჩვენც ვიცვლით ტანისამოსს დღისით და ღამით...

ზოგი ადამიანი დღისით სევდიანია ზოგიც კი მხიარული

ზოგი დღისით მხიარულია, ნაწილი ადამიანებისა კი სევდიანი...ადამიანი ხომ გრძნობათა ღელვაა

აბობოქრებული ზღვა, თავისი ძლიერი ტალღებით რომელიც ან შიგნით ზღვის მორევში შეგითრევს ან კიდევ ნაპირზე დაგტოვებს

თუ სიღრმისეულად შეგითრევს უკან ვეღარ დაბრუნდები, მუდამ იქ დარჩები და თუ სანაპიროზე აღმოჩნდები მაშინ შანსი გაქვს დაიწყო ცხოვრება რაიმე ახალით.

ღამეს- იდუმალი, ჯადოსნური, ბრჭყვიალა კაბა აცვია.თითქოს შიგნით ბევრ რამეს მალავსო და ამავდროულად თითქოს ყველა საიდუმლო განთქმულიაო

დღე-მუდამ ფარდაახდილი სიმართლეა, მაგრამ რეალურად საიდუმლოებებით მოცული კაბაა რომელიც შორიდან ისე მოჩანს, რომ ნამდვილია

და მაინც ამ სამყაროში რა არის რეალური?

დღე თუ ღამე?

რომელი კაბაა რეალური?

რომელია სამყაროს დასაწყისი და დასასრული

არსებობს კია რეალობა ან რეალური სამყარო?!

თუ არსებობს, სადაა ან რა ფერისაა...

მაგრამ ერთს ვიტყვი, ეს იდუმალებით მოცული კაბაა...image




0
38
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ბეჟიტაშვილი
სალომე ბეჟიტაშვილი
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0