x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მან "შპილკა" ყურის ბიბილოზე გაიკეთა, რატომ? როცა მიზეზს გაიგებთ ნამდვილად გაოგნდებით

image


დიდ ქალაქში ცხოვრება საკუთარ მოქალაქეებს მკაცრად განსაზღვრულ წესებს უწესებს და ხშირად მათ ექიმთან კონსულტაციის დროსაც კი არ უტოვებს. განსაკუთრებით, ასეთი გიჟური ცხოვრების რიტმი ისეთი მეგაპოლისებისთვის არის დამახასიათებელი, როგორიც მაგალითად, პეკინია. დედაქალაქის კვალიფიციურმა რეფლექსოლოგმა, ჰელენ ლუი ჩინმა ტკივილებისგან გათავისუფლების უნიკალური ტექნიკა შეიმუშავა, რომლის დახმარებითაც, საკუთარ თანაქალაქელებს ცხოვრება შეძლებისდაგვარად გაუმარტივა. მისი მეთოდის თანახმად, ადამიანის ყური სხეულის რეფლექსურ რუქას წარმოადგენს, რომლის გარკვეულ ზონებზე ზემოქმედებაც, ტკივილის ან საერთოდ გაყუჩებას ან საგრძნობლად შემცირებას იწვევს.




image


საქმე იმაშია, რომ ამ სასწაულმოქმედი ტექნიკით დაინტერესებულ პირებს, ჰელენ ლუი ჩინი ყურის ცალკეულ უბნებზე ზემოქმედებას ჩვეულებრივი, სარეცხის სარჭის (ე.წ. "შპილკის") საშუალებით სთავაზობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვარჯიშის გაკეთების ან ექიმთან კონსულტაციის დრო ყველას არ აქვს, მაგრამ ელემენტალური სარჭი ხელთ ყველას აქვს. რეფლექსოლოგი ყურს 6 ძირითად წერტილად ყოფს, რომლის თითოეული ნაწილიც მის აზრით, სხეულის კონკრეტულ ორგანოსთან არის კავშირში, შესაბამისად, მათზე ძლიერად დაჭერა, ამა თუ იმ ორგანოს ტკივილს მომენტალურად ხსნის.



1. ზურგი და მხრები



image


ჰელენ ლუი ჩინის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, პირველ ნომრად განთავსებული ზონა ზურგსა და მხრებს უკავშირდება. თუკი სხეულის ამ ნაწილებში ტკივილს ან დაღლილობას იგრძნობთ, მაშინ სარჭი სწორედ მითითებული ნომრის ადგილას დაიმაგრეთ. გარწმუნებთ, ერთ წუთში თქვენ უკვე დაძაბულობის შემცირებას იგრძნობთ. თუ პროცედურას ყოველდღიურად, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაიმეორებთ, მაშინ ტკივილი სულ უფრო ნაკლებად შეგაწუხებთ.




2. შინაგანი ორგანოები



image


ჰელენ ლუი ჩინმა ორი ნომერი შინაგან ორგანოებს დაუკავშირა. თუმცა, რეფლექსოლოგი მითითებულ ზონაზე ზემოქმედებას არ გირჩევთ, ვინაიდან მის აზრით, შინაგანი ორგანოების ტკივილი სპეციალისტის მხრიდან სერიოზულ მიდგომას საჭიროებს, და არა სახლში თვითმკურნალობას.



3. სახსრები


image


სამი ნომერი სახსრების ტკივილზეა პასუხისმგებელი. თუ ტკივილი მხოლოდ მცირე დისკომფორტს გიქმნით, მაშინ შეგიძლიათ "სარჭის" მეთოდი გამოიყენოთ, თუმცა სერიოზული ტკივილის შემთხვევაში ეს პრობლემას ვერ გადაგიჭრით. უკეთესი იქნება თუ სპეციალისტს დროულად მიმართავთ.




4. ყელისა და ცხვირის დაავადებები



image


თუ გრძნობთ, რომ გაცივდით, გამოიყენეთ "სარჭის" სასწაულმოქმედი მეთოდი. როგორც ჰელენ ლუი ჩინი ამტკიცებს, კვლევების თანახმად, მეოთხე წერტილზე ზემოქმედებამ გაციების პირველი ნიშნები ეფექტურად მოხსნა და ინფექციას ორგანიზმის დასუსტების საშუალება არ მისცა.



5. საჭმლის მონელება


image


მუცლის შებერილობის, ტკივილისა ან მისი გაღიაზიანების დროს მიმართეთ "სარჭის" ჯადოსნურ პროცედურას. ყველა ეს უსიამოვნო შეგრძნება გარწმუნებთ, რომ სულ რაღაც, რამდენიმე წუთში უკვალოდ გაქრება.




6. თავი და გული


image


ჰელენ ლუი ჩინმა დაადგინა, რომ სხეულის ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოებზე, როგორებიც მაგალითად, თავი და გულია, პასუხისმგებელი ყურის ბიბილოა. რეფლექსოლოგის განცხადებით, აღნიშნულ ორგანოებზე სარჭის საშუალებით ზემოქმედება ჯანმრთელი გულის დიდი ხნით შენარჩუნებაში და გონების სიწმინდის დაცვაში დაგეხმარებათ. ლუი ჩინი 6 ნომერს განსაზღვრავს, როგორც პრევენციას, და არა როგორც ტკივილების "წამალს".



0
746
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
746