x
მეტი
  • 26.09.2020
  • სტატია:103557
  • ვიდეო:347826
  • სურათი:467910
ვეღირსებით თუ არა თებერვლის თვეში თოვლს?! რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები?!
წლევანდელ ზამთარს აქამდე არ გამოუვლენია ამ სეზონისათვის დამახასიათებელი ნიშნები – არ ყოფილა ძლიერი ყინვები და მხოლოდ მაღალმთიან რაიონებში მოთოვა, ისიც არც ისე ძლიერად. საინტერესოა, როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი თებერვლის თვისათვის?!

image

როგორც ამინდის მაუწყებელნი გვამცნობენ, საქართველოში, ისევე, როგორც ევროპის დიდ ნაწილში, თებერვლის თვის დასაწყისში თბილი ამინდები შენარჩუნდება. 7თებერვლიდან მოიმატებს ყინვები ღამის განმავლობაში, ხოლო 14 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, რაც თვის ბოლომდე გაგრძელდება.

image
დედაქალაქში ამ პერიოდში ტემპერატურა დღის განმავლობაში 0- დან 2-გრადუსამდე იმერყევებს, ღამით კი -2-დან -8 გრადუსამდე დაეცემა. რაც შეეხება საქართველოს სხვა რაიონებს, დასავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა 0 გრადუსს მხოლოდ ღამით ჩამოცდება, მაგრამ არა უმეტეს -3--4 გრადუსისა, რაც შეეხება მთიან რაიონებს, იქ ტემპერატურის მინიმალური ზღვარი -15 გრადუსი იქნება, მაქსიმალური კი – +7.


აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის მსგავსად, 14 თებერვლიდან დაეცემა ტემპერატურა.

რაც შეეხება წელს ბევრისათვის ნანატრ თოვლს, ის აღმოსავლეთ საქართველოს მხოლოდ რამდენიმე რაიონში იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში ძირითადად მთაში.

რაც შეეხება დედაქალაქს, 17 თებერვლამდე თბილისში თოვის შანსი ძალზედ დაბალია. სინოპტიკოსების პროგნოზით, დიდი შანსია, რომ 17-18 თებერვალს, და ასევე, 22 თებერვალს, საშუალო სიმძლავრის თოვლი მოვიდეს.

1
459
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
Mediator image
459
  
1 თებერვალი, 2:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1