x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352380
  • სურათი:508424
დამნაშავედ ჩამოყალიბებისა და სასჯელის განცდის პროცესი
დამნაშავედ ჩამოყალიბებისა და სასჯელის განცდის პროცესი


სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

(დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი)


სტატიის ავტორი: გაგი ჩოხელი




სარჩევი

შესავალი. 3

თეორიები დამნაშავედ ჩამოყალიბების შესახებ. 4

სასჯელისგან გამოწვეული ტკივილის განცდა. 5

დასკვა. 8



შესავალი

სანამ უშუალოდ დავიწყებდეთ დამნაშავედ ჩამოყალიბებისა და სასჯელის სიმძიმის შედეგად გამოწვეულ ტკივილებზე საუბარს, იქამდე ორიოდე სიტყვით შევეხოთ უშუალოდ დანაშაულის ცნებას, ვიწრო გაგებით, ვინაიან პირდაპირ კავშირშია ჩვენს მიერ განსახილველ თემასთან.

დანაშაული ესაა საზოგადოებრივად საშიში მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც ისჯება კანონით, უფრო მარტივად რომ ვთქვათ ყველა ის ქმედება, რომელიც ჩაწერილია სისხლის სამართლის კოდექსში, შესაბამისად მათი დამრღვევი გვევლინება პიროვნებად, რომელსაც საზოგადოება დამნაშავის სტატუსით იცნობს, მაგრამ საინტერესოა რა პროცედურები უძღვის წინ და რა განაპირობებს პირის დამნაშავედ ჩამოყალიბებას.[1]

იმას თუ რა განაპირობებს დანაშაულის ჩადენას და უშუალოდ პირის დამნაშავედ ჩამოყალიბებას ამ თემის შესახებ ბევრი მოსაზრება არსებობს, თეორიების სახით, თუმცა აქ შევეცდები მოვიყვანო გამორჩეული და საინტერესო შეხედულებები, აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

კლასიკური სკოლის მიმდევრები( ჩეზარე ბეკარია, იერემია ბენტამი) ფიქრობენ, რომ ადამიანი ინტელექტუალი არსებაა, ვინაიდან საკუთარ საქციელზეა პასუხისმებელი და რომ მათთვის დანაშაულის ჩადენა უფრო მეტად სიკეთის მომტანია, ვიდრე დანაშაულის შედეგად გამოწვეული სასჯელი ანუ მათთვის იმდენად დიდი ღირებულების(სარგებლის) მომტანია დანაშაულის შედეგად მიღებული შედეგი, რომ ეს ფარავს სასჯელისგან მიღებულ ტკივილს.[2]

...............................................

[1] მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილი, დანაშაულის მოძღვრება, თბილისი, 2011. გვ 55

[2] მ. შალიკაშვილი, კრიმინოლოგია (მესამე გამოცემა) 2017 წ. გვ 15


თეორიები პირის დამნაშავედ ჩამოყალიბების შესახებ


ჰირშისეული სოციალური კონტროლის თეორიის მიხედვით, ადამიანის დამნაშავედ ჩამოყალიბებას მთელი რიგი პროცესები უძღვის წინ, რაც გამოიხატება იმ გრემო ფაქტორების არსებობაში, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ადამიანის ყოფასთან, მის ცხოვრების სტილთან.

ზედმეტად თავისუფალი დრო, ცუდი სოციალური წრე, მიდრეკილების არ ქონა საქმის სხვადასხვა სფეროს მიმართ, ეს ის ძირითადი და მცირე ფაქტორთა ჩამონათვალია იმისა, რაც გარდამტეხ როლს თამაშობს პიროვნების არასწორად განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცეში, რაც საბოლოოდ იწვევს სასჯელის განცდას, მოცემულ პირთა წრის მხრიდან. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ ესაა ადამიანის ის მდგომარეობა, სადაც ყველა და ყველაფერი უწყობს ხელს მას, რომ გახდეს ისეთი როგორიც სურს, რომ იყოს - ამისთვის მას ყველა მხრიდან აქვს შესაბამისი სტიმული.

ჰირშის თეორიის მიხედვით, ეს ყოველივე დაყოფილია შემდეგ კომპონენტებად:

რაციონალური კომპონენტი, მიჯაჭვულობა, დროის კომპონენტი, მორალური კომპონენტი. [1]

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არანაკლებ საინტერესო მოსაზრებები აქვთ მარქსსა და მის მიმდევრებს (ჩემბელსი, ქვინი) რომლებიც განსხვავებულად აღწერენ მთელ ამ პროცესთა ერთობლიობას. ამ გაგებით დანაშაული უნდა გავიგოთ, როგორ რეაქცია ცხოვრების იმ ზოგად კონდიციებზე, რომელშიც ადამიანები აღმოჩნდებიან ხოლმე მათი კლასობრივი პოზიციის გამო. მარტივად რომ ითქვას, ისინი დანაშაულს, როგორც სახელმწიფოს მიერ განპირობებულ ქმედებად განიხილავენ, ვიდრე კონკრეტული ინდივიდების მიერ გამოწვეულ ქმედებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მარქსისტული თეორია მხედველობაში იღებს ეტიკეტირების პერსპექტივას და თვლის, რომ სწორედ სახელმწიფოს აქვს იმის ძალაუფლება, რომ კონკრეტულ სიტუაციებსა და ინდივიდებს მიაკეროს დანაშაულის/დამნაშავის ეტიკეტი. ასევე მათი გაგებით, დანაშაულებრვ ქცევაში არაფერია არსებითად ბოროტი და უზნეო, დანაშაული მარტივად არის ისეთი ქცევა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დანაშაულად მიჩნეული.[2]

დაძაბულობის ზოგადი თეორიის მიხედით, საზოადოებაში არსებული ზეწოლა და წნეხი ხელს უწყობს ანონიმურ გრძნობების: გაბრაზების, შიშის, ზიზღსა და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს, აღნიშნულ ადამიანში წარმოქმნის მოთხოვნილებას გაანეიტრალოს ან შეეწინააღმდეგოს ზეწოლას, წნეხს, რაც მეტია ზეწოლა მით მეტია წინააღმდეგობის პრინციპი, დანაშაულის ჩადენა კი წინააღმდეგონის ერთ-ერთი საშუალებაა.


[1] მ. შალიკაშვილი, კრიმინოლოგია (მესამე გამოცემა) 2017 წ. გვ 10 [2] იქვე.

...............................................


ბიოლოგიური თეორია; იტალილელი ფსიქიატრის ჩეზარე ლომბროსოს თქმით, შეიძლება დამნაშავის წინასწარი დადგენა მისი გარემოებებიდან გამომდინარე - დამნაშავეობა გენეტიკური მოვლენაა. მისი თქმით პირი იმიტომ ხდება დამნაშავე, რომ იგი არ განვითარდა და დარჩა განვითარების წინანდელ საფეხურზე, არ განიცადა ევოლუცია.

ლომბროსოს თქმით, დამნაშავეთა იდენტიპიკაცია შესაძლებელია სხეულის გარეგანი ნიშნებით, რაც მან 4000 -ს პატიმარზე დაკვირვების შედეგად დაადგინა. ლომბროსოს პირველი შეხედულება დიდი ხანია უარყოპილ იქნა და აღარ წარმოადგენს კრიმინოლოგიური დისკუსიის საგანს, თუმცა თანამედროვე ბიოლოგიური თეორიის მიმდევრები აღიარებენ ურთიერთკავშირს გენეტიკასა და სოციალურ გარემოს შორის, რის გამოც შესაძლებელია ადამიანი დამნაშავე გამხდარიყო.[1]

ფსიქოლოგიური თეორია; ფროიდის აზრით, ბავშვში აღზრდის მეშვეობით ხდება მასში შინაგანი კონტროლის ჩანერგვა, რათა ადამიანმა შეძლოს ემოციებისა და სურვილების საზოგადოებრივ ნორმებთან შეხამება. ფროიდის თქმით, თუ ბავშვის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებასა და განვითარებას ხელი შეეშლება, მოგვიანებით ადგილი ექნება მისი პიროვნების განვითარებისთვის ხელის შეშლას, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს საკუთარი თავისადმი რწმენის არქონაში. ამასთან ერთად ბავშვობაში მიღებული მძიმე ტრამვა, მორალური თვალსაზრისით, შეიძლება გახდეს დანაშაულის ჩადენის გამომწვევი მიზეზი.[2]


სასჯელისაგან გამოწვეული ტკივილის განცდა


ზემოთ უკვე მცირედ ვისაუბრეთ დანაშაულის ჩადენის ძირითად ფაქტორებზე, რომელთაც წინ უძღვის გზა, პიროვნების დაბადებიდან მის სრულ ჩამოყალიბებამდე, რაც ნიშნავსიმას, რომ დანაშაულის მთავარ სუბექტს დამნაშავე წარმოადგენს და სწორედ ის უნდა იყოს ჩვენი საკვლევი ობიექტი, ვინაიდან დანაშაული და დამნაშავე ეს ისეთი ორი ცნების ერთობლიობაა, რომ მათ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. შესაბამისად პირის მიერ განვლილი გზა, მისი დაბადებიდან სრულ ჩამოყალიბებამდე პირდაპირ პროპორციულია დანაშაულთა სიმრავლისა. ამ დროის განმავლობაში თუ პირი სრულყოფილად განვითარდა და ჩამოყალიბდა როგორც შემდგარი პიროვნება შემდეგ ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ის დანაშაულს ჩაიდენს. [3]

ამ ზოგად მოცემულობაზე ქვემოთ უფრო ვრცლად მექნება საუბარი, ახლა კი განვიხილოთ სასჯელი, როგორც მიზანი და შედეგი რაც თანსდევს მას, ტკივილის სახით.

მოკლედ, რომ ვთქვათ, სასჯელი ესაა სახელმწიფოს პასუხი პირის მიერ ჩადენილ უმართლობაზე, რომელსაც იძულების ხასიათი გააჩნია, რაც გამოიხატება სასჯელის მოხდაში, ეს კი საშუალებაა სასჯელის მიზნების მისაღწევად.[4]

შესაბამისად სასჯელის არსებობა ემსახურება სამ ძირითად მიზანს, ესენია:

სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. თუმცა საკითხავია რა დროა იმისთვის საჭირო, რომ აღსრულდეს სასჯელის მიზნი, შეიძლება თუ არა კონკრეტული დანაშაულისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა ისე, რომ მან არ გამოიწვიოს დამატებითი ტანჯვა, რა განაპირობებს, ამ შემთხვევაში, დანაშაულის პრევენციას, მკაცრი სასჯელებისა თუ სასჯელის გამოყენების ლიბერალური პოლიტიკა? (გენერალური და სპეციალური პრევენცია)[5]

ძნელია საუბარი იმაზე თუ რამდენად შესწევს ძალა კანონს, მოსამართლეს, რომ განსაზღვროს აღნიშნული ქმედებისთვის რა სასჯელის ზომა ეკუთვნის პირს, რათა სასჯელის მიზნების შესრულებასთან ერთად არ მოხდეს მსჯავრდებულისთვის დამატებითი ზიანის მიყენება. სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე ყოველთვის ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნულ, სოციალურ მდგომარეობასა და სტატუსს, რაც მის დამახასიათებელ ნიშანთა სხვადასხვა ასპექტში გამოიხატება, შესაბამისად სასამართლოს მხრიდან სწორედ ეს ინდივიდუალი მიდგომა ცხადყობს, რომ ადამიანები განსხვავებული, განვითარებული, არსებები არიან და კანონი ვერ იქნება ყველასთვის ერთი სახისა და ზომის.

მაგალითად არ შეიძლება ერთი და იმავე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დარღვევისთვის მოსამართლემ სასჯელის მსგავსი ზომა გამოიყენოს, თუ ვიცით, რომ ერთი ფსიქიკურად დაავადებული ადამიანია და მეორე კი წარსულში ნასამართლევი პირი.

აქედან გამომდინარე რთულია თქმა იმისა, თუ რა სასჯელის ზომაა საკმარისი იმისთვის, რომ სასჯელისგან გამოწველი ტკივილი იყოს მათი ქმედების რელევანტური და მან არ გამოიწვიოს დამატებითი ზიანი, თითოეული მათგანისთვის.

ადამიანთა შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სასჯელის პოლიტიკასთან მიმართებით.

ზოგი ფიქრობს, რომ მკაცრი სასჯელი კარგი საშუალებაა დანაშაულის პრევენციისთვისა და მისი მიზნების მიღწევისთვის(გენერალური და სპეციალური პრევენცია) ზოგი კი პირიქით, უფრო ლიბერალურია ამ საკითხის მიმართ და ფიქრობს, რომ სასჯელის სიმკაცრე არ განაპირობებს დანაშაულის ნაკლებობას.[6]

ამ მხრივ მახსენდება იტალიელი იურისტის ბეკარის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ სასჯელის არსი მდგომარეობს არა მის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში, შესაბამისად სასჯელი უნდა გავიგოთ, როგორც შემაკავებელი მექანიზმი და არა საწამებელი მანქანა, რომლის მიზანიც მხოლოდ ტკივილის მიყენებაა.

თუმც, ა რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რომ არ არსებობდეს სასჯელი, პირის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის? ეს ხომ არ იქნებოდა უფრო ჰუმანური დამოკიდებულება დამნაშავეთა მიმართ?

დასჯილი დამნაშავე არის სხვების დაშინების საშუალება (არადა, ადამიანი თავადვე უნდა იყოს თვითმიზანი)! შესაბამისად, უპირატესობა ენიჭება საზოგადოების ინტერესებს. თუმცაღა ამგვარი (საზოგადოებრივი) ინტერესების დაცვა ხორციელდება ერთგვარი “სახელმწიფო ტერორის“ საფუძველზე, კერძოდ დაშინების მკაცრი მექანიზმის ფუნქციონირების შედეგად. სწორედ ეს გახლავთ ნეგატიური ზოგადი პრევენციის მთავარი ნაკლი.[7] ზემოხსენებულის მიუხედავად, ვთვლი, რომ სასჯელის მუქარას მნიშვნელოვანი პრევენციული დატვირთვა აქვს. ამასთან დაკავშირებით, საინტერესო მსჯელობას გვთავაზობს რუსი მეცნიერი მ. შარგოროდსკი. იგი სვამს ასეთ კითხვას: გაიზრდება თუ არა დანაშაულის ჩადენის რაოდენობა, თუ გაუქმებული იქნება სისხლის სამართლის ნორმები? - და თვითონვე ჰპასუხობს - ყოველგვარ ეჭვგარეშეა, რომ ასეთ ჰიპოთეტურ ვითარებაში იმატებს დანაშაულებრივი შემთხვევების რიცხვი, ვინაიდან, დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილ პირებს, მხოლოდ და მხოლოდ სასჯელის მუქარა ჰბოჭავთ.(ე.ი.განუზომლად დიდია კანონით დაშინების ფუნქცია) მეც ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ სანქციის სახით ფორმულირებულ სასჯელს უდაოდ აქვს მუქარის შემცველი შინაარსი. კანონს, რაღა თქმა უნდა, აქვს დაშინების ფუნქცია (ისევე როგორც სასჯელის შეფარდებასა და სასჯელის აღსრულებას). ის ნამდვილად ასრულებს საზოგადოების მერყევი ელემენტების შემაკავებელი ბარიერის როლს! - ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: 1977 წლის 13 ივლისს, ნიუ-იორკში, მაღალი ძაბვის მავთულზე მეხის დაცემის შედეგად, ქალაქის ელექტროდენით მომარაგება შეწყდა 25 საათის განმავლობაში. ამ ფაქტმა (სახელმწიფო სტრუქტურის დროებითმა შეფერხებამ) გამოიწვია ანონიმური დამნაშავეობის ათჯერადი ზრდა, განსაკუთრებით ისეთი დანაშაულებისა, როგორი - ცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა. ამერიკა, იმდენად არ შეაძრწუნა ელექტროდენის მიწოდების შეწყვეტამ, რამდენადაც იმან, რომ ამით ისარგებლა ათასობით ადამიანმა და შექმნა კანონდარღვევათა მთელი კასკადი. - ხალხი ამტვრევდა კარებს, ფანჯრებს და გაჰქონდათ ყველაფერი რისი გატანაც კი შეიძლებოდა. წარმოგიდგენთ ოფიციალურ მონაცემებს, რათა ზემოხსენებული შემთხვევის არსი და გლობალური მნიშვნელობა უფრო თვალსაჩინო გახდეს;

- ქალაქში 1077 ზარი იყო რეგისტრირებული

გაიძარცვა 1500-ზე მეტი მაღაზია.

- მოროდიორობით დაკავდა 100 000-ზე მეტი ადამიანი.

- დაიღუპა 100-მდე მეხანძრე. - მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ყველა პოლიციელს დაევალა შვებულებიდან დაბრუნება.

- პოლიციამ ჯამში 3800 ადამიანი დააპატიმრა (სამართალდამცავები ვერ აუდიოდნენ სამუშაოს, ციხეები გადატვირთული იყო).

- საერთო ქონებრივმა ზარალმა 1 მილიარდს გადააჭარბა.[8]

აღნიშნული მაგალითი ცხადჰყოფს და ადასტურებს სასჯელის ნეგატიური გენერალური პრევენციის კარდინალურ მნიშვნელობას, მისი განხორციელების საჭიროებასა და აუცილებლობას.


ეს ერთი მაგალითიც საკმარისია ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, შესაბამისად, რომ არა სასჯელის შიში, რა თქმა უნდა, დანაშაული ერთი-ორად გაიზრდებოდა. აქ ხაზს ვუსვამ უშუალოდ სასჯელისა და არა მისი სიმკაცრის მიმართ შიშსს.

როგორც ნილს კრისტი აღნიშნავს თავის ნაშრომში “ტკივილის საზღვრებში“ დამნაშავეს უნდა მიადგეს რაც შეიძლება ნაკლები ტკივილი და რომ სასჯელის საშუალებები უნდა ვეძიოთ სასჯელის ალტერნატიულ მექანიზმებში(არა მხოლოდ მასში)[9]

მისივე თქმით სასჯელის მკაცრი პოლიტიკა განაპირობებს ადამიანების მიმართ მტრულ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც გვაძლევს მხოლოდ სისხლის სამართლის კანონის ფარგლებში მოქმედების საშუალებას, ეს კი საბოლოოდ გვაქცევს მექანიკურ მანქანებად, რომელთაც მხოლოდ ერთი იდეა, დასჯა ამოძრავე

დასკვნა


დასკვნის სახით ვიტყვი, რომ პირის დამნაშავედ ჩამოყალიბების პროცესი იწყება მცირე ასაკიდანვე, ეს შეიძლება იყოს 3, 4, თუ 5 წელი და გრძელდება მის გარდაცვალებამდე, თუმცა რა საკვირველია განსხვავებულია, ამ შემთხვევაში, დანაშაულის ჩადენის რისკის პროცენტული მაჩვენებელი.

თუ ბავშვი იზრდება ისეთ ოჯახში სადაც ხშირია ძალადობა, არა სტაბილური მდგომარეობა, კონფლიქტი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მცირე წლოვანზე. ამას მოჰყვება შემდეგ ბაღში და სკოლაში არსებული ცუდი გარემო, რომელიც თავის მხრივ უარყოფით კვალს ტოვებს მოზარდზე, სოციალური წრე, დროისა და მორალის ასპექტები, რადიკალური შეხედულებების ჩამოყალიბება, ფინანსური მდგომარეობა და ა.შ ეს მოცემული, როგორც ერთად აღებული, ასევე ცალ-ცალკე შესაძლებელია იყოს პირის, როგორც დამნაშავედ ჩამოყალიბების მასტიმულირებელი ელემენტები, ამიტომ კონკრეტულად ვერ ვიტყვით თუ რომელი თეორიით აიხსნება უშუალოდ, პირის ასეთი გარდაქმნის პროცესი(უარყოფითი თვალსაზრისით) თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის ყველაზე მისაღები შეხედულებები აქვს, ამ მხრივ, ჰირშს “ სოციალურ კონტროლის თეორიის სახით“ ვინაიდან მის თეორიაში მოყვანილია და განხილული ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც უშუალო გავლენას ახდენენ პირის მდგომარეობაზე, მის განვითარებასა და სრულფასოვან ჩამოყალიბებაზე.

რაც შეეხება სასჯელს, სრულიად ვიზიარებ ბეკარის შეხედულებას და ვეთანხმები, რომ სასჯელის არსი სწორედ მის გარდაუვლობაში მდგომაეობს, ვინაიდან თუ გადავხედავთ წარსულს, მრავალი ფაქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ იმისა, როდესაც დამნაშავეებს სახალხოდ სასტიკად სჯიდნენ, თუმცა ამ პროცედურის მომენტშიც კი, ზოგი ქურდი ბედავდა სხვის ჯიბისკენ ხელის წაღებას ანუ მათთვის მკაცრი სასჯელი არ წარმოადგენდა შემაკავებელ ფაქტორს;

მაშასადამე შეიძლება ითქვას, რომ სასჯელი ესაა შემაკავებელი საშუალება, რაც იცავს პოტენციურ დამნასავეს დანაშაულის ჩადენისგან და არა წამების იდეის მატარებელი სისტემა, რომელიც ეფუძვნება პასუხს ჩადენილი ქმედებისთის, სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც მუდმივად თან ახლავს დიდი ტკივილის განცდა.

სასჯელი უნდა განისაზღვრებოდეს ზუსტად იმ ზომით, რა ზომითაც საკმარისი იქნება მისი მიზნების მიღწევა, თუმცა სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობიდან გამომდინარე არ ხდება ამ სიზუსტის დაცვა, რაც თავის მხრივ როგორც სასამართლოს, ასევე სისხლის სამართლის კანონების იმ გაბერილ სასჯელთა დამსახურებაა, რომლებიც ერთობლივად წარმოშობს უსამართლობის განცდას.

ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ამერიკის სხვადასხვა შტატში ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც მოსამართლეებს მისცეს მსგავსი ქეისები და სთხოვეს მათი ამოხსნა...ქეისში საუბარი იყო მკვლელობაზე, რისთვისაც მოსამართლეებს ბრალდებულისთვის უნდა შეეფარდებინათ 8 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. [10]

პასუხების შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსამართლეთა უმრავლესობამ ბრალდებულისთვის განსხვავებული სასჯელის ზომა გამოიყენა.

სწორედ აღნიშნული კვლევაც შეიძლება მივიჩნიოთ იმის დასტურად, რომ კანონი არ უნდა აძლევდეს უფლებას მოსამართლეს იმოქმედოს ასეთ ფართო არეალში.

მართალია ეს ემყარება პირის ინდივიდუალიზმის იდეას, სასჯელის შეფარდების მომენტში, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ თუნდაც მკვლელობისთვის სასჯელი, რომელიც განისაზღვრება 7-15 წლამდე, საკმაოდ დიდ სამოქმედო სივრცეს აძლევს სასამართლო სისტემას, რაც ცალსახად საფრთხეს უქმნის იმ ბრალდებულებსასა თუ მსჯავრდებულებს რომელთაც შესაძლოა მიადგეთ განსაკუთრებით დიდი ტკივილი, მორალური ტანჯვა, ვიდრე ეს მათ მიერ ჩადენილ ქმედებას შეესაბამება. უდაოა, რომ დანაშაული იწვევს არამარტო მატერიალურ, არამედ მორალურ-პო - ლიტიკურ ზიანსაც. შესაბისად, დღის წესრიგში დგება სამართლიანობის აღდგენა, როგორც მატერიალური, ისე მორალურ-პოლიტიკური ასპექტით (აქ უნდა ვიგულის - ხმოთ პირვანდელ მდგომარეობასთან მაქსიმალურად მიახლოებული მდგომარეობა და არა სრულად იდენტური, რადგან შეუძლებელია თავდაპირველი სიტუაციის ზუსტი მატერიალური და მორალური რეპროდუქცია). სამართლიანობის აღდგენის უმთავრესი წინაპირობაა სამართლიანი სასჯელის შეფარდება. შეიძლება ასეც ითქვას: სამართლიანობის აღდგენა იწყება სამართლიანი სასჯელის შეფარდებით. თავის მხრივ, სამართლიანი სასჯელის შეფარდება უნდა მოხდეს ა) დამნაშავის პიროვნების ბ) დანაშაულის სიმძიმის გ) დაზარალებულისა და საზოგადოების, ინტერესთა გათვალისწინებით. სასჯელის შეფარდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს სამართლიანობის აბსტრაქტულ იდეას და ტალიონის პრინციპის განხორციელებას. სამართლიანი განაჩენი უნდა იყოს დამნაშავის რაციონალური, მიზანშეწონილი დასჯა, რაც ხელს შეუწყობს დამნაშავეობასთან წარმატებულ ბრძოლას, კანონების, ასევე, საერთო თანაცხოვრების წესების სათანადო დაცვას4. მაშასადამე, ასეთ შემთხვევაში, აქცენტი უნდა გაკეთდეს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპზე (სამართალშემფარდე- ბლის მხრიდან). როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამართლიანი სასჯელის შეფარდება სამართლიანობის აღდგენის პირველწყაროა. კერძოდ: სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენი - ლი დანაშაულისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავის, დაზარალებულისა და საზოგადოების თვალში. ე.ი. მასობრივად უნდა გაჩნდეს არათუ უსამართლობის, არამედ სამართლიანობის განცდა, რაც სამართლისადმი ნდობით განსჭვალვას განაპირობებს. ამგვარად, აღდგე- ბა კანონის (სამართლის) შელახული ავტორიტეტიც. - ამ პოლიტიკურ შედეგს საფუძვლად უდევს მორალური მხარე; ჩვენ ვახსენეთ სამართლიანობის განცდა, შესა- ბამისად საქმე გვაქვს ზნეობასთან, როგორც, თავისი ბუნებით, წმინდა სოციალურ კა - ტეგორიასთან. ნებისმიერი ადამიანის ზნეობა, სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ გამოცხადებული პოზიტიური კანონმდებლობისგან დამოუკიდებლად, თვითონვე განსჯის თუ რა არის სამართლიანი და რა არა. ამით იმის თქმა მსურს, რომ ზნეობრივი თუ მორალური შეფასების დროს ნებისმიერი ადამიანი თავისუფლდება ვიწრო იურიდიული ჩარჩოებისგან. მაშასადამე, სამართალსა და მორალს შორის ურ - თიერთბალანსი ყოველთვის არ და ვერ დამყარდება. ჩნდება შემდეგი კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, რომ დანიშნული სასჯელი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის მიზანს ემსახურებოდეს? - დიახ. ამ პასუხის დასასაბუთებლად, არგუმენტის სახით, მოვიყვანოთ პრაქტიკული მაგალითი; გერმა - ნულ იურიდიულ ლიტერატურაში არის საუბარი ნაციონალ-სოციალისტების დასჯის შესახებ. მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. ეს იყო შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულთა ასაკის თუ სხვა გარემოების გამო, პრაქტიკულად არ არსებობდა მათი მხრიდან მსგავსი დანაშაულების განმეორებით ჩადენის საფრთხე. მაშასადამე, აქ, სასჯელი მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის მიზნით იქნა გამოყე - ნებული. აღნიშნული, შეიძლება ერთგვარ გამონაკლისადაც მივიჩნიოთ, რადგან, სხვა შემთხვევაში, როგორც წესი, უპირატესობა პრევენციულ მიზნებს ენიჭებათ, თუ არ ჩავთვლით ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლიტვა, მალტა, ნიდერლანდები. ამ სახელმწი- ფოთა კანონმდებლობის თანახმად, უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირების მი - მართ არ გამოიყენება პირობით ვადამდე გათავისუფლების ინსტიტუტი. ასეთი სამართლებრივი რეგულირების პირობებში, ისევ და ისევ, წინა პლანზეა წამოწეული, სამაგიეროს მიზღვის იდეა.

.............................................................................

[1] მ. შალიკაშვილი, კრიმინოლოგია (მესამე გამოცემა) 2017 წ. გვ 17

[2] იქვე

[3] [3]ი. ვარძელაშვილი, სასჯელის მიზნები, თბილისი, 2016, გამომცემლობა “მერიდიანი“ გვ 25


[4] ი. ვარძელაშვილი, სასჯელის მიზნები, თბილისი, 2016, გამომცემლობა “მერიდიანი“ გვ 11

[5] იქვე.

[6] თ. მალანია, დანაშაულის გენერალური და სპეციალური პრევენცია (სტატია) 2018 წ. გვ 2


[7] H. Goppinger, kriminologie. 6. Vollstanding neu bearbetite und erweiterte Auflage. Munchen 2008 გვ 54

[8] თ. მალანია, დანაშაულის გენერალური და სპეციალური პრევენცია (სტატია) 2018 წ. 2-3გვ

[9] ნ.კრისტი, ტკივილის საზღვრები (ქართული თარგმანი 2017 წ ) გვ 87


[10] H. Goppinger, kriminologie. 6. Vollstanding neu bearbetite und erweiterte Auflage. Munchen 2008. გვ 33

............................................................................


ბიბლიოგრაფია

1. მ. შალიკაშვილი, კრიმინოლოგია (მესამე გამოცემა) 2017 წ.
2. ნ.კრისტი, ტკივილის საზღვრები (ქართული თარგმანი 2017 წ )
3. ი. ვარძელაშვილი, სასჯელის მიზნები, თბილისი, 2016, გამომცემლობა
“მერიდიანი“
4. თ. მალანია, დანაშაულის გენერალური და სპეციალური პრევენცია (სტატია) 2018
წ.
5. H. Goppinger, kriminologie. 6. Vollstanding neu bearbetite und erweiterte Auflage.
Munchen 2008.


1
166
შეფასება არ არის
ავტორი:გაგი ჩოხელი
გაგი ჩოხელი
166
  
2020, 1 თებერვალი, 2:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1