x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134472
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ამ ორ მძარცველს, რომ ყოფილიყო ნომინაცია "ყველაზე იდიოტი მძარცველები" კონკურენტები არ ეყოლებოდათ

image როცა ვუყურებთ ფილმებს ბანკის მძარცველებზე, ჩვენ გვიჩვენებენ "მაგარ ბიჭებს", რომლებსაც თითოეული დეტალი გათვლილი აქვთ და საქმესაც წარმატებით აკეთებენ.
თუმცა ხანდახან გაუთვალისწინებელი სიტუაციებიც ვითარდება და იწყება სროლები, გამოკიდება გადატვირთულ ქალაქში, ავარიები და ათასგვარი უბედურება.
ბიჭებმა კი, რომლებზეც მოგიყვეთ ყველა რეკორდი დაამხეს სისულელეში. ორმა ბიჭმა ოჰაიოს შტატში ბანკის ფილიალი დააყაჩაღა და ავტომობილით გაიქცნენ. როცა შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მივიდნენ მათ არ დაუწყიათ მოქმედება ისე, როგორც ეს ფილმებში ხდება: "ყველა პოსტის საყურადღებოდ, მოხდა ბანკის ძარცვა, მძარცველები გაიქცნენ 1979 წლის "პონტიაკით", მანქანაში ორი მძარცველია და ისინი შეიარაღებული და საშიში არიან". პოლიცია უბრალოდ მიჰყვა დათოვლილ გზაზე მძარცველების მანქანის კვალს, არავითარი დევნა და არავითარი სროლები. მივიდნენ მიტოვებულ მანქანასთან, მანქანიდან მიმავალ კვალს გაჰყვნენ და მძარცველები ნაგვის ურნაში აღმოაჩინეს.
მძარცველებს თან ნაძარცვი თანხაც აღმოაჩნდათ, ორივე დააკავეს-უფროსი კოლიონ კოკერი ციხეში გადაიყვანეს, ხოლო მისი თანამზრახველი 16 წლის ბიჭი კი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში გადაიყვანეს.
კოლიონ კოკერს დამამძიმებელ მდგომარეობაში ძარცვის გამო გრძელვადიანი სასჯელი ემუქრება, სასამართლომდე გირაოს სახით გასათავისუფლებლად კი სასამართლომ გირაოს რაოდენობა 100 000-სი დოლარით განსაზღვრა.





0
518
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
518