x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
გოგონას,რომელიც ღამურას ჭამდა,მოკვლით დაემუქრნენ

image

გამოცემა SUN გვამცნობს, რომ ჩინელ ბლოგერს ვან მენიუნს, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ის ღამურის წვნიანს შეექცევა, სიკვდილით დაემუქრნენ.

ვიდეოში გოგონა მეგობართან ერთად აგემოვნებს წვნიანს და ქებასაც არ აკლებს. ზოგიერთი მომხმარებელი ვარაუდობს, რომ ვიდეო გადაღებულია ჩინეთში, ქალაქ უხანში, სადაც პირველად დააფიქსირეს ახალი ვირუსით დაინფიცირებულნი, თუმცა მენიუნი ირწმუნება, რომ ვიდეო გადაღებულია პალაის რესპუბლიკაში 2016 წელს.

ბლოგერმა მოიბოდიშა და აღიარა რომ არ უნდა დაეგემოვნებინა ღამურები, ასევე დასძინა, რომ ვიდეოს გადაღების დროს, არც კი იცოდა რომ ეს ცხოველები იყვნენ ინფექციის მატარებლები. " მე არ გადამიმოწმებია ინფორმაცია ამ ცხოველებზე და არ გამიაზრებია თუ რამდენად სახიფათო იყო მათი დაგემოვნება, თანაც ინტერნეტში არც თუ ისე ბევრი ინფორმაციაა გარეული ცხოველებზე"-განმარტა მან

1
1172
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1172
  
2020, 1 თებერვალი, 2:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1