x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ყველაზე დიდი მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს
image
აშშ-ს საბაჟო სამსახურმა დაადასტურა, რომ კონტრაბანდისტების ყველაზე გრძელი გვირაბი აღმოაჩინა, რომელიც ოდესმე ყოფილა ნაპოვნი მექსიკის საზღვრისპირა რაიონებში.

image

მიწისქვეშა გადასასვლელი, რომლის სიგრძეა 1, 313 მეტრი, აღჭურვილია ლიფტით, სარკინიგზო ხაზით, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემებით, ასევე მაღალი ძაბვის ელექტრო ხაზებით.



მისი შესასვლელი მდებარეობს მექსიკის ქალაქ ტიხუანას გარეუბანში მდებარე სამრეწველო ობიექტის ტერიტორიაზე, ხოლო გასასვლელი - კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-დიეგოში.


image


გვირაბის აღმოჩენის შემდეგ არ განხორციელებულა დაპატიმრებები და არც ნარკოტიკი აღმოუჩენიათ. აშშ-ს ხელისუფლება და სამართალდამცავები არ ამჟღავნებენ, ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ მიწისქვეშა გვირაბის ამშენებლები.



თუმცა, ცნობილია, რომ ამ რაიონში აქტიურად მოქმედებდა მექსიკური სინაოლის კარტელი, რომელსაც აშშ მთავრობა მიიჩნევს ამ სფეროში მომუშავე მსოფლიოში უმსხვილეს კრიმინალურ ნარკოტიკულ ორგანიზაციად.

image


კარტელის დამფუძნებელია ხოაკინ "ელ ჩაპო" გუზმანი, რომელიც დიდხანს ხელმძღვანელობდა კრიმინალურ სინდიკატს, ამჟამად იგი ამერიკულ ციხეში უვადო პატიმრობას იხდის.


გვირაბის საშუალო სიღრმე 21 მეტრია. მიწისქვეშა გასასვლელის ზომებია: 175 სმ სიმაღლეში და 62 სმ სიგანეში. უცნობია, რა დრო დაიხარჯა მის მშენებლობაზე.


"ამ გვირაბის სირთულე და სიგრძე იმაზე მეტყველებს, თუ რა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახერხებდნენ ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები კონტრაბანდული ოპერაციების მომზადებას. ”- განაცხადა კარტელ მორანტმა, სან-დიეგოში აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალურმა აგენტმა.


სან-დიეგოში, ოტაი -მეზას ტერიტორიის სამრეწველო საწყობში მდებარე გვირაბის გასასვლელი ასობით ქვიშის ტომრით იყო დაფარული, ნათქვამია განცხადებაში. მთავარ გვირაბს ასევე ჰქონდა დაუმთავრებელი ფილიალი.


2016 წლიდან, მინიმუმ ათეული ასეთი რთული საინჟინრო ნაგებობა აღმოაჩინეს კალიფორნიისა და მექსიკის საზღვარზე.


2014 წელს სან-დიეგოში აღმოაჩინეს კიდევ ერთი გრძელი გვირაბი, რომლის სიგრძე 600 მეტრზე მეტი იყო.



0
606
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
606
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0